რამდენიმე კარგი მაგალითი მოწმობს, რომ ეროვნულ ლიგაში შესაძლებელია, მაღალი დონის ლეგიონერები გვყავდეს. საქმე მხოლოდ უკვე ასაკში მყოფ და ერთ დროს სახელოვან ფეხბურთელებზე კი არა, არამედ პერსპექტიულ ახალგაზრდებზეცაა, რომელთაც მაღალი მიზნებისკენ სვლა საქართველოს გავლით შეუძლიათ.
ბოლო დროს ყურადღება ფოთის
დავიდი "ვალენსიასა" და "ალმერიაშიც" ახალგაზრდულ გუნდებში იყო, მიმდინარე სეზონი კი სამშობლოში, "პეტროლულში" დაიწყო, საიდანაც ფოთში ვიხილეთ.
ანდრეი ვრაჩუ რუმინეთის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და რა თქმა უნდა, ძალიან სურს, ეროვნულ გუნდში ითამაშოს. ამისთვის ახლა მნიშვნელოვანია, მის კარიერაში სტაბილური პერიოდი დადგეს. 22 წლის ნახევარმცველს უნარი აქვს, ნახევარდაცვა და შეტევა ერთმანეთს წარმატებით დაუკავშიროს.
რადგანაც "კოლხეთზე" ვსაუბრობთ, გიორგი აბუაშვილზე უნდა ვთქვათ, რომელიც ეროვნულ ლიგაში ძალიან შედეგიანია, უკვე 8 გოლი აქვს. ბოლოს ისიც "პეტროლულში" იყო, როგორც ვრაჩუ. მართალია, გიორგის "პორტუში" კარიერა სათანადოდ არ აეწყო, თუმცა მას ბევრი შეუძლია და ჯერ ყველაფერი წინ აქვს.
ფოთელთა რიგებში 23 წლის რუსმა ფორვარდმა კირილ კლიმოვმა "დინამოს" გაუტანა, საგოლე პასიც ჩაიწერა და უკვე 5 შედეგიანი დარტყმა აქვს. კახა ჩხეტიანის გუნდში სხვა ახალგაზრდებიც არიან - 22 წლის მცველი მაჰამათ თაიმი (ჩადი) "ივერდონში" თამაშობდა; ფრანგი ცენტრალური მცველი მაჰამადუ კონატე 22 წლისაა. ქართველზეც ვთქვათ, 23 წლის ერეკლე ჯიჯავაძე პერსპექტიული ნახევარმცველია...
"კოლხეთში" გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი მელქაძეც გამოსარჩევია. ფოთელები ახლა გასავარდნ ზონასთან ახლოს ტრიალებენ, პერსპექტივა კი აშკარად უფრო მეტის გააჩნიათ.