გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "ემპოლი" მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეშვიდე ტურში "ემპოლი" გასვლაზე "ლაციოსთან" დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. "ტოსკანელებისთვის" ეს მიმდინარე სეზონში პირველი წაგება გახლდათ.

სტუმართა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ თამაში ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 

მე-9 წუთზე ანგარიში თავური დარტყმით სებასტიანო ესპოსიტომ გახსნა, 45+4 წუთზე მატია ძაკანიმ თავით თამაში საბა გოგლიჩიძეს დაასწრო და სხვაობა აღადგინა. 

51-ე წუთზე "ემპოლის" კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ვასკესმა თერთმეტმეტრიანი მოიგერია და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. 84-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა პედრომ ბრწყინვალე დარტყმით დევის ვასკესის კარი აიღო და "რომაელებს" 3 ქულა მოუტანა.

"ემპოლი" 10 ქულით მე-9 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს სახლში "ნაპოლისთან" ჩაატარებს.

რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - ემპოლი
გოლები: 0:1 ესპოსიტო (9), 1:1 ძაკანი (45+4), 2:1 პედრო (84)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ცოტა სერიოზული მეტოქე და გაგლიჩიძეც ჩაიკარგა ,ადრეა ჯერ მაგისთვის ლაციოს დონის გუნდებთანაც თამაში,რომ არაფერი ვთქვათ უფრო მაღალი დონის გუნდებზე....
Jora-giorgi
10:53 07-10-2024
5
სუსტია ჯერ ეს ბიჭი ჯერ, ორთაბრძოლებში ვერ/არ შედის, პოზიციურ და ტაქტიკურ შეცდომებს უშვებს. იმედია, მალე მოძლიერდება.
Gogi
09:15 07-10-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული