აშვეთიამ "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
მიხეილ აშვეთიამ "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, - ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იტყობინება:

"მიხეილ აშვეთიამ "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მასთან ერთად გუნდიდან წავიდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ვასილ გიგიაძე. მადლობას ვუხდით მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში.

მიხეილ აშვეთია "სამგურალში” 2021 წლიდან მუშაობდა. იყო "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი. ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი".

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ აქვს შეთავაზებები ჩვენი ჩრდილოელი ძმებისგან? ამას წინათ ახსენებდა...
ვაააახ!
11:32 10-10-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული