ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გამოცდილი ქართველი სპეციალისტი გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

ჭიაბრიშვილი ბოლოს თბილისის "დინამოს" წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი "ზესტაფონს", "საბურთალოსა", "ლოკომოტივსა" და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ავარჯიშებდა.

შეგახსენებთ, იქამდე ბათუმელებს უკრაინელი ანდრეი დემჩენკო თავკაცობდა, რომელიც თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, ბათუმის "დინამო" ეროვნულ ლიგაში 28 ტურის შემდეგ 42 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
კარგი გადაწყვეტილებაა! წარმატებები! ამ მწვრთნელს ეკუთვნის ორი ბრწყინვალე სენსაციური გამარჯვება ქართულ საკლუბო ფეხბურთში! რუმინული კრაიოვას გამოთიშვა ევროტურნირებიდან როცა თბილისის ლოკომოტივს წვრთნიდა და ასევე დინამო მოსკოვიც ზედ მიაყოლა! იმედია როგორც მაშინ ლამაზ და შემტევ ფეხბურთს შეუბერავს დინამო ბათუმშიც!. დაე ისტორიული გადაწყვეტილება ყოფილიყოს ამ კარგი მწვრთნელის დანიშვნა და ევრო ტურნირებზე გასვლა გვეზეიმოს!
ირაკლი
19:21 18-10-2024
0
ასლან ბალაძე
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული