"დინამო ბათუმმა" "გაგრას" მოუგო

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. "დინამო ბათუმმა" 16 აპრილის შემდეგ პირველად მოიგო საშინაო მატჩი. ახალი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით სძლიეს "გაგრას" - 3:2.

დინამო ბთ 3:2 გაგრა

მოქმედმა ჩემპიონმა "დინამო ბათუმმა" მერვეადგილოსან "გაგრას" მოუგო. თავად ბათუმელები მეოთხე საფეხურზე არიან. სხვათა შორის, ბოლო 9 საშინაო შეხვედრაში გამარჯვება არ ჰქონდათ...

პირველი გოლი ანგოლელმა მარიო ბალბურდიამ გაიტანა თავურით. ბალბურდია ახალი მოსულია "დინამო ბათუმში" და მეოთხე გოლი მიითვალა. პირველი ტაიმის ბოლოს "გაგრას" გიორგი უბილავა გაუძევეს უხეშობისთვის...

მეორე ტაიმში, კერძოდ 62-ე წუთზე რევან ინჯგიამ 2:0 გახადა
ანგარიში. ეს ინჯგიას პირველი გოლია ბათუმელთა მაისურით.

მალევე, "გაგრას" შემტევმა ბექა გაბისკირიამ ვანდერსონ სილვას შეცდომით ისარგებლა და ახლოდან გაიტანა - 2:1.

კიდევ ორი გოლი ვნახეთ. ჯერ ბათუმელთა უკრაინელმა ნახევარმცველმა არტემ მილჩენკომ შორიდან მშვენიერი დარტყმით... ეს მილჩენკოს პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. და ბოლოს "გაგრამ" ისევ შეამცირა სხვაობა - გაბისკირიას ჩაწოდებული ბურთი გიორგი ლომთაძემ გადაგზავნა კარში - 3:2.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
"დინამო ბათუმმა" კი არა, ბათუმის "დინამომ".
ბათუმის "დინამო"
05:02 19-10-2024
0
10 კაცს ძლივს მოუგეს?
ბებიკომ
10:46 19-10-2024
2

სიახლეები პოპულარული