თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
პორტუგალიურ შეკრებაზე თბილისის "დინამოს" რიგებს ორი ლეგიონერი შეუერთდა. 22 წლის ბრაზილიელი მცველი ლეო ასუნსეუ და 21 წლის განელი შემტევი დანიელ ოვუსუ.

დანიელ ოვუსუმ "დინამო თბილისთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ლეო ასუნსეუ გუნდში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს.

ორივე ფეხბურთელი განვლილ სეზონში "სამტრედიის" ღირსებას იცავდა. ლეო ასუნსეუმ 31 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო დანიელ ოვუსუს ანგარიშზე 21 მატჩი და 5 გოლია.

ბრაზილიელი მცველი მანამდე სამშობლოში, "ლონდრინას" და "პარანას" რიგებში გამოდიოდა. ახალგაზრდა მცველი ახლაც "პარანას" საკუთრებაა. რაც შეეხება განელ შემტევს, ოვუსუ "რედბულ
ზალცბურგის" აკადემიის აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი, ავსტრიული "ფირსტ ვიენას", "ლეფერინგის" და "ამსტეტენის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აი მესმის ტრანსფერები. უეჭველი ჩემპიონია ფლაგმანი გავარდნილი გუნდიდან რომ ფეხბურთელები ძირითადისთვის მოგყავს დდ:
Rt-2
19:06 20-01-2025
0
ორივე დინამოებს წესიერი ლეგიონერების მოყვანა არ შეუძლია ისევ აქ მოთამაშე ლეგიონერებს თუ დაიმატებთ თორემ ფინეთის მეოთხე ლიგებიდან გერმანის რეგიონლიგებიდან მოყვანას ჯობია საქართველოში მოთამაშე ლეგიონერები დაიმატო ვისაც სტატისტიკა აქვს
ბალეშიკ
19:01 20-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული