თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
პორტუგალიურ შეკრებაზე თბილისის "დინამოს" რიგებს ორი ლეგიონერი შეუერთდა. 22 წლის ბრაზილიელი მცველი ლეო ასუნსეუ და 21 წლის განელი შემტევი დანიელ ოვუსუ.

დანიელ ოვუსუმ "დინამო თბილისთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ლეო ასუნსეუ გუნდში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს.

ორივე ფეხბურთელი განვლილ სეზონში "სამტრედიის" ღირსებას იცავდა. ლეო ასუნსეუმ 31 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო დანიელ ოვუსუს ანგარიშზე 21 მატჩი და 5 გოლია.

ბრაზილიელი მცველი მანამდე სამშობლოში, "ლონდრინას" და "პარანას" რიგებში გამოდიოდა. ახალგაზრდა მცველი ახლაც "პარანას" საკუთრებაა. რაც შეეხება განელ შემტევს, ოვუსუ "რედბულ
ზალცბურგის" აკადემიის აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი, ავსტრიული "ფირსტ ვიენას", "ლეფერინგის" და "ამსტეტენის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თეNგოც დაიმატეთ და ჩლ თასი თქვენია))))))))))))))
ღმერთი სამადაა
14:41 20-01-2025
1
თენგოს დამატება მართლა მაგრად გააძლიერებდა :)))))) თან ბოლო სიტყვას თენგო მაგრად ამბობს :))))))))))))
pepula
15:45 20-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული