თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
პორტუგალიურ შეკრებაზე თბილისის "დინამოს" რიგებს ორი ლეგიონერი შეუერთდა. 22 წლის ბრაზილიელი მცველი ლეო ასუნსეუ და 21 წლის განელი შემტევი დანიელ ოვუსუ.

დანიელ ოვუსუმ "დინამო თბილისთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ლეო ასუნსეუ გუნდში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს.

ორივე ფეხბურთელი განვლილ სეზონში "სამტრედიის" ღირსებას იცავდა. ლეო ასუნსეუმ 31 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო დანიელ ოვუსუს ანგარიშზე 21 მატჩი და 5 გოლია.

ბრაზილიელი მცველი მანამდე სამშობლოში, "ლონდრინას" და "პარანას" რიგებში გამოდიოდა. ახალგაზრდა მცველი ახლაც "პარანას" საკუთრებაა. რაც შეეხება განელ შემტევს, ოვუსუ "რედბულ
ზალცბურგის" აკადემიის აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი, ავსტრიული "ფირსტ ვიენას", "ლეფერინგის" და "ამსტეტენის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენც აგვიყვანეთ ბარემ მკითხველები. დარწმუნებული ვარ ამათზე მეტს ჩვენ გავაკეთებთ. ვაი რაში იყრება ამხელა ფული….
Star lord
20:57 20-01-2025
0
ჩემმა თენგომ რაღა დააშავა? იაფია, თანაც ფორმაშია. თავის დროზე მარადონას ტეხდა ფეხებს.)) რა დონის დებილი უნდა იყო კაცი, რომ ხვიჩაზე, მესიზე, მარადონაზე, ყიფიანზე, გუცაევზე ინადირო... ფუი, ....
ჩემი თენგიზი მაინც სულ სხვაა))
19:41 20-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული