"ტორპედომ" იონსენი შეინარჩუნა - ნორვეგიელი კვლავ ქუთაისური გუნდისთვის შეუტევს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბინადარმა "ტორპედომ" გვაუწყა, რომ გუნდმა გასული სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი ნორვეგიელი ბიორნ იონსენი შეინარჩუნა.

"ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ისევ "ტორპედოსთვის" შეუტევს.
გამორჩეული სეზონის ფონზე ბიორნ იონსენის შეძენა არაერთ კლუბს სურდა.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ნორვეგიელმა ფორვარდმა "ტორპედოში" დარჩენა გადაწყვიტა და კლუბთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც იონსენი გუნდს შეკრებაზე ქობულეთში შეუერთდება.

გასულ სეზონში იონსენმა “ტორპედოს” მაისურით 40 მატჩში 26 გოლი გაიტანა", - წერია პოსტში.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან კარგი ინფორმაციაა. კიდე თუ მოხდება გაძლიერება და კარგი მწვრთნელიც ეყოლება შედეგიც იქნება. წარმატებები
ლადო
18:38 26-01-2025
0
ბრავო კერესელიძეს ეს პატარა ფული ნაღდად არ დაუჯდებოდა ომონია და ფერენცვაროში იწვევდნენ. აქეთ კოხრეიძე შუაში პირესი მარჯვნივ ღუდუშაური და ფორვარდათ იონსენი ნამდვილად საინტერესოდ მოსჩანს ევრო ტურნირის პერსპექტივაშიც კი, მარა გუნდს ყველაზე მეტად ცენტრ: ნახევარდაცვასა და ცენტრ: დაცვაში უჭირს და სწორედ ამიტომ ვერ გახდნენ შარშან ჩემპიონები, მოაყარონ ბარემ მარილი მპიყვანონ ამ ხვრელებში 4 კარგი ლეგიონერი და ელიგას ხომ ცალი ფეხით მოიგებენ და ევროტურნირზე 2/3 ეტაპს თავისუფლად გადალახავენ წელს. დარწმუნებული ვარ იგივე ნოაჰს და პიუნიკს ტორპედოზე ოდნავადაც დიდი ბიუჯეტი არააქვთ და ჯგუფური დადეს და იმედია წელს ან გაისად ჩემპიონის გზით ქუთაისური კლუბიც გაიმეორებს იგივეს თან ამ ახალი მწვრთნელის ხელში (დირკ შუსტერი) ამის ალბათობას ერთიორად ესეც ზრდის.
M-33
16:17 26-01-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული