"ტორპედოს" გერმანიის 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

AutoSharing Option
"ტორპედოს" ახალი სეზონიდან 3 წლის ვადით გერმანელი სპეციალისტები გაწვრთნიან, - იტყობინება ქუთაისური კლუბის პრესსამსახური:

"დირკ შუსტერი 2016 წელს გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. იგი გამოირჩევა მოკრძალებული ბიუჯეტის გუნდებში მუშაობისას მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევით.

ის "დარმშტადტს" მესამე ბუნდესლიგაში ჩაუდგა სათავეში და ორ სეზონში ბუნდესლიგაში გადაიყვანა, ხოლო შემდგომ სეზონში ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაც მოახერხა. გარდა ამისა წარმატებით თანამშრომლობდა "აუგსბურგთან", "ერცგებირგესა" და ბოლოს 2022-2024 წლებში "კაიზერსლაუტერნთან". ეს უკანასკნელიც მან მეორე ბუნდესლიგაში გადაიყვანა და ზედიზედ ორ სეზონში ათეულში ადგილი შეანარჩუნებინა.

მან პირველ კომენტარში ხაზი გაუსვა იმ
ნდობას, რაც მასსა და გუნდის მენეჯმენტს შორის პირველივე შეხვედრის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო გადამწყვეტი როლი იქონია პროექტის მასშტაბმა და იმ შესაძლებლობებმა, რაც "ტორპედოს" საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას უკავშირდება.

მისი ასისტენტი საშა ფრანცი იქნება, რომელთანაც მას თანამშრომლობის 12 წელი აკავშირებს.
გერმანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, გუნდი მარბელაში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს გერმანელი თუ მოიყვანს ჭკუაზე - დისციპლინა, დისციპლინა და არა მარტო მინდორზე.
goga
22:04 10-02-2025
0
გერმანული დისციპლინა და საქმისადმი მიდგომა მართლაც სჭირდება გუნდს. მოძრაობა არ იყო თამაშის დროს, დასეირნობდნენ მოედანზე. იმედია წლევანდელი ტორპედო უფრო მოძრავი გუნდი იქნება
რაბუ
23:49 10-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული