სანაკრებო თემაზე: ნახევარდაცვას ახალი სისხლი სჭირდება!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს განაახლებს.

ეროვნული გუნდის ძირითადი ბირთვი გამოკვეთილია, მაგრამ გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და მის შემადგენლობაში ყოველთვის შეიძლება მოხდეს ცვლილებები.

ვლადიმირ ვაისს მაინცდამაინც არ უყვარს მკვეთრი ცვლილებები, მაგრამ ადგილ-ადგილ არც ექსპერიმენტებს ერიდება. ამის დასტურია ისიც, რომ სლოვაკი სპეციალისტი ნდობას უცხადებს გიორგი არაბიძეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს, ვინც თავის თაობაში აშკარად გამორჩეულია...

საინტერესოა, რა რესურსი გვაქვს შემოდგომის მატჩების წინ?..

მეკარეები
ამ პოზიციაზე საქართველოს ნაკრებში ძალიან დიდი კონკურენციაა. გიორგი ლორია ტრავმამ შეაფერხა, თორემ ალბათ დატოვებდა "კრილია სოვეტოვს" და
უკეთეს გუნდში გადავიდოდა.

ლორია რჩება საქართველოს ნაკრების ნომერ პირველ მეკარედ, მაგრამ ზურგსუკან კონკურენტის გახშირებული სუნთქვა ესმის.

რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე პრეტენზიას განაცხადებს გიორგი მაკარიძე. პორტუგალიური "მორეირენშეს" მეკარით "ბენფიკა" და "ბრაგა" არიან დაინტერესებულები.

აქვეა როინ კვასხვაძეც, რომელსაც ნებისმიერ წამს შეუძლია, ვაკუუმი შეავსოს. ამ რგოლში მეტ-ნაკლებად დალაგებულია სიტუაცია და ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

მცველები
აქ თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებები რომ გვჭირდება, ფაქტია. არადა, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ბირთვი ისეთია, ბევრად უკეთესიც არავინ მოდის. უკანა ხაზს თითქოს აკლია გამოკვეთილი ლიდერი, ვის გარშემოც დაცვა ბოლომდე შეიკვრება. არადა, ასეთი კაცი გვყავს.

მე ასე მგონია: სათამაშო სქემის ცვლილებებისა თუ ეროვნულ გუნდში მწვრთნელთა ხშირი ცვლის გამო, გურამ კაშია ჯერაც არ გახსნილა ბოლომდე იმ პოზიციაზე, სადაც ყველაზე უკეთ შეუძლია გარჯა. რა თქმა უნდა, ცენტრალური მცველის პოზიციას ვგულისხმობ.

არის ერთი ფეხბურთელიც, რომელსაც, ჩემი აზრით, ნამდვილად შეუძლია, ეროვნული გუნდის დაცვა უკეთესი გახადოს. ეს არის ლაშა დვალი, ვინც რამდენიმე დღეა პოლონურ "პოგონში" გადავიდა, სადაც, წესით, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეს.

და მაინც, დაცვაში რადიკალური ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა არ არსებობს. მით უმეტეს, არც ასაკობრივ ნაკრებებში არიან ისეთი მცველები, მაინცდამაინც ძალუმად რომ აკაკუნებენ ეროვნული გუნდის კარზე...

ნახევარმცველები
ყველა გუნდში ასეა და არც საქართველოს ნაკრებია გამონალისი: ნახევარდაცვის თამაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გუნდის სახეს, მის სათამაშო სტილს და იმ შედეგს, რომელსაც ეს გუნდი აღწევს.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების ლიდერებიც სწორედ ამ სათამაშო რგოლში არიან თავმოყრილნი. ბოლო მატჩებისგან განსხვავებით, მწყობრში გვეყოლებიან თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე. ყოველ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, რომ სექტემბრისთვის ორივე ფორმაში იქნება.

და მაინც, საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვას სჭირდება "ახალი სისხლი" და ჩვენ ვერაფრით ვიტყვით უარს იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად უმატებენ და იზრდებიან. ასეთი ფეხბურთელები ბევრნი არ არიან, მაგრამ თუ დავაკვირდებით, უსათუოდ აღმოვაჩენთ.

რა თქმა უნდა, პირველი გიორგი ჩაკვეტაძეა. ჩვენ ზომიერები უნდა ვიყოთ ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ. სანამ მათზე დაწერ, ასჯერ უნდა გაზომო და ერთხელ უნდა გაჭრა. ეს ასეა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება - ბოლო წლების ქართულ ფეხბურთში ასეთი ტალანტი არ ყოფილა.

ახლა თავად გიორგიზეა დამოკიდებული, რას და როგორ იზამს. ამბობენ, წყნარი, უთქმელი ბიჭია და თავში არასოდეს აუვარდებაო. ღმერთმა ქნას, ასე იყოს!

მე მაინც ასე მგონია: როცა საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, გუნდში უნდა ითამაშოს ყველა იმ ფეხბურთელმა, ვინც ქვეყნის მთავარი გუნდის თამაშს ოდნავ უკეთესს მაინც გახდის. ხოლო, როცა საქმე ჩაკვეტაძეს ეხება, შეგვიძლია, ეს "ოდნავ" საერთოდ დავივიწყოთ. ის იმ გაქანების და ისეთი სტილის ფეხბურთელია, მარტოს რომ შეუძლია სტადიონზე გულშემატკივრის მოყვანა.

ვლადიმირ ვაისი თანდათან აჩვევს ნაკრებს ახალგაზრდა კადრებს და ეს ძალიან კარგია. ბევრი სჯა-ბაასი იყო გიორგი არაბიძის ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით. ვაისმა მას უხმო ნაკრებში და ამაში თავისი წვლილი სპორტულმა მედიამაც შეიტანა.

მგონი, ეროვნულ გუნდს ამით არც არაფერი წაუგია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სენტ კიტსსა და ნევისთან გამართულ მატჩში გიორგი ყველაზე ეფექტური და სასარგებლო იყო საქართველოს ნაკრებში, ხოლო მოლდოვასთან გასვლით შეხვედრას რაც შეეხება, ქართველთა შორის, ალბათ, სწორედ ის იყო გამორჩეული.

ჩვენ დღეს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩაკვეტაძემ საქართველოს ნაკრებში არ ითამაშოს და ასაკს რაც შეეხება, მგონი, კილიან მბაპე გიორგიზე ბევრად უფროსი არ უნდა იყოს. მას უკვე ათამაშებენ საფრანგეთის პირველ გუნდში.

შედარებასავით გამოგვდის, მაგრამ ეს ჩვენი მიზანი არ არის. საქმე მასშტაბებშია - დღეს საფრანგეთის ნაკრებს უფრო ნაკლებად სჭირდება მბაპე, ვიდრე ჩაკვეტაძე - ვაისის გაწვრთნილ გუნდს.

თავდამსხმელები
ლევან მჭედლიძე, გიორგი ქვილითაია, ნიკა კაჭარავა - დღესდღეობით, ამ ბიჭებს შეუძლიათ, თავდამსხმელის პრობლემა მოხსნან საქართველოს ნაკრებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სათამაშო რგოლში რაც ვართ, ეს ვართ - არც ციდან ვარსკვლავებს ვწყვეტთ და არც უიმედოდ ყოფნა შეგვფერის.

კაჭარავა ახლახან გადავიდა პოლონურ "კორონაში" და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ ვერ შედგა მისი დებიუტი. ეს სეზონი ნიკასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - ის ბოლომდე უნდა გაიხსნას, საკუთარი თავი წარმოაჩინოს...

იმედი დავიტოვოთ, რომ მჭედლიძესაც აღარ შეაწუხებს ტრავმები და იძულებითი პაუზის შემდეგ ქვილითაიაც მალე შევა ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში.

საქართველოს ნაკრების აწმყოზე გადაჭარბებული წარმოდგენის შექმნა არ შეიძლება, მაგრამ იმის კი გვჯერა, რომ თუ საქმე სწორად გაკეთდა, ევროპული ფეხბურთის გამოკვეთილ აუტსაიდერებზე ძლიერი ნაკრები კი შეიძლება გვყავდეს.

ბოლოსდაბოლოს, შეგვიძლია, რომელიმე მეტოქე გავამწაროთ და როცა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასრულდება, გამარჯვებების გრაფაში "ნული" აღარ გვეწეროს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩაკვეტაძეს გამოიძახებს, მაგარი იგროკია.ზოგადად სექტემბერში მაგრა გაგვიჭირდება. რატო? პირველი- უდიდესი პრობლემა, რომელსაც სექტემბრისთვის ვერ ვასწრებთ მეკარეა, რომელიც პროსტო არა გვყავს. რევი ფორმაში არაა, ლორია გინდა გყოლია გინდა არა, თან უთამაშებელი, მაკარას დაერხა, ვერც ვერსად გადავიდა და აღარც გუნდში არ ათამაშებენ. ფედერაციას მახარაძესთან რომ ემუშავა, ეს პრობლემა არ იქნებოდა, მაგარი მეკარეა, თან ახალგაზრდა, რატო უნდა დაკარგო? დაცვას არა უშავს. კვერკვე, კაშია, დვალი, ტაბიძე, ცისკარიძე და კაკაბაძე. ნავალოვსკი ნაკრების კაცი პროსტა აღარაა, მაგის შეცდომებით ბევრი გადამწყვეტი გოლი გავუშვით, დაბერდა მასტი. ხოჭოლავა ვაბშე უთამაშებელია მარა ზამენაზე მაინც გამოვიძახებდი. ნახევარდაცვაში პრობლემები თან გვაქვს, თან არა. კვეკვე, ჯანო- მართალია უტამაშებელია, მარა ბოლო ტურს ვინც უყურა, ნუ სექტემბრამდე 2 თამაშიც რო ათამაშონ გამოგვადგება. არაბიძემ დუბლებში დაიწყო და მზად იქნება, ჩაკვეტაძე მზადაა და უნდა ათამაშონ კიდეც და მერება. ესენი ასნავნოები. ჭანტუ ზამენაზე, ოქრი ვერ მოასწრებს. გვილია ნელ ნელა კრიბავს და იმედია 2 თამაშს ათამაშებენ მანამდე. ბერიძე აუცილებლად და დაუძახებენ ალბად. კანკავა და დაუსვილი დამთავრდეს უნდა. თავდასხმა არა გვყავს. ქეცბაიამ ლობჟანიძე ვაბშე დამარხა, ვითომ უკეთესი ყავდეს ვინმე, თუმცა მაგის სტრატეგიას თავდამსხმელი და გოლის გატანა არც სჭირდება, ახალ ი ხედვააქვს , რევოლუციური. კაჭარავა ტრავმირებულია, ქვილითაიაც, მჭედლიძეც, ზარანდიაც და აი მთავარი თემ . დვალიშვილიიიიი. ეე მაგი გადაგვარჩენს, თუ გადაგვარჩენს. რა ყისმათიანია მასთი, არა ზმაო სიკვდილამდე ნაკრებშია. ვნახოდ რა სასტავს დააყენებს, ვაისის ნიჭიერების იმედი არა მაქ მარა, გრძელი ნახევარდაცვის ხარჯზე ნამდვილად შეიძლება გუნდის ჭკვიანურად დალაგება. კარებში რევიშვილი იქნება ალბად, მეტი არცაა. ერთი თამაში ხო უნდა მოვიგოდ და ვიგებთ თუ კანკავები და დვალიშვილები არ დააყენა და ნავალა კვატა არაა საჭირო კიდე, არც დაუშვილი. სამურკასოვის და ლაკვეხელიანის დამატება შეიძლება ასევე ის მეგრელი საყრდენი რომ არის და ვნახოთ. კაროჩე გონიერი მწვრთნელი უნდა, ყველასაგან დამოუკიდებელი და ამ ბიჭებიდან ნაღდად შეიძლება ბრძოლისუნარიანი გუნდის დაყენება, მოუთმენლად ველი პირველ გამარჯვებებს
ვასო
12 აგვისტო 2017 19:14
0
zura - "რევიშვილი დაგვავიწყდა?". არა ზურა, რევიშვილი არავის დავიწყებია, მაგრამ ნუკრიმ ლოკომოტივთან იმ დონეზე ითამასა, მის ადგილს ამ ეტაპზე ნაკრებში ვერ ვხედავ. არ არის ოპტიმალურ ფორმაში. იმედია მალე ცადგება.
gogi
31 ივლისი 2017 10:18
0
სრული უაზრობა,რა პოგონი რის კაჭარავა,საშუალო დონეებიც კი არ არიან,პოგონი მაგათთვის გრანდია.არაფერი მაგათგან არ გამოვა,ერთ ტაიმიანი კამანდაა.პატარებს უნდა მივხედოთ ნორმალურად,
მენიმე
31 ივლისი 2017 09:25
0
რევიშვილი დაგვავიწყდა?
zura
30 ივლისი 2017 21:57
0
გვეშველა?გვეშველა ბიძია ბაბუა.ისე დაახასიათა ამ სტატიის ავტორმა ყველა, რო მგონი გადაუვლით ყველას...
Gigusha
30 ივლისი 2017 19:47
0
რავე ყველას გაახსნა სჭირდება შამპანურის ბოტლები ხომ არ არიან. 16 წლისას უკვე ეტყობა ითამაშებს ფეხბურთს თუ ვერა და თუ მონაცამები აქვს და ნიჭი ასაკის გამო არავინ უნდა იჯდეს სკამზე, ეგერ მესი, მარადონა, ნეიმარი და სხვები კიდევ რომ არ ეთამაშებინათ ახალგაძრდა ასაკში შეიძლება ეგენიც დამყაყებულნიყვნენ როგორც ბევრი ქართველი ტალანტი. ტალანტს გზა უნდა გაუხსნა, ათამააშო ხშირად, რაც თავდაჯერებულობას აძლევს ფეხბურთელს და ეს ყველაზე უფრო აკლია დღეს ქართვულ ფეხბურთს, ამს გამო არის ბოლო წამებზე წაგებული თამაშები და ჩაფლავებული და უკან ჩაბარებული მოგებული თამაშები. ნაკრებშიც თავდაჯერებულობა არის ნოლის დონეზე აბა მოლდოვა ფეხბურთის აზრზე არ არის და მარტო ეგ თამაშებია ამის მაჩვენებელი. ხო კიდევ სეინტ კიტს ხომ მოვუგეთო:) აუფ
niko
30 ივლისი 2017 19:28
0
ღადაობთ ხალხო?! ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია, ქართველი ფეხბურთელისთვის საოცრად ათლეტურია, მაგრად თამაშობს ძალიან და ახალგაზღდულში ვათამაშოთ? პირიქით მეტი ნდობა უნდა ეხლა, მეტი გამოცდილება უნდა მიიღოს და 1 წელიწადში შეიძლება ნაკრების ლიდერი გახდეს. ასე იყწებდა ხიზანაც, მაკარიძეც, მჭედლიძეც. ჯანოს და ოქრის გარდა ყველას მირჩევნია ნახევარდაცვაში არაბიძის ჩათვლით. ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს კარგი ფსიქოლოგი და ნდობა უნდა და არა ახალგაზრდულში გამოცდილების მიღება.
nika
30 ივლისი 2017 17:09
0
არაბიძე დიდ ნაკრებშია და რა თავი უნდა დაანებონ ეგ კიარა ვაისი მაგაზე აპირებს მგონი თამაშის აწყობას მოლდოვასთან ეგრე იყო და აღნიშნა კიდეც ეს.ისე 21 წლამდელებშიც შეუძლია ითამაშოს თუ გეგუჩაძე დაუძახებს რათქმაუნდა.
ქუთაისელი
30 ივლისი 2017 16:25
0
ჩაკვეტაძეც და არაბიძეც მაშინ უნდა დამკვიდრდნენ ეროვნულში, თავის ასაკში თამაშის ბედის მარტო გადაწყვეტა რომ შეეძლებათ. ლაკვეხელიანი და კოხრეიძე გამორჩა, მარა ყველა ამ ბავშვებმა ჯერ ახალგაზრდულში უნდა დაიმკვიდრონ მყარად ადგილი
Irakli apkhaidze
30 ივლისი 2017 15:20
0
გაანებეთ ამ ბავშვებს თავი განვითარდნენ, მოღონიერდნენ, ასაკობრივ ნაკრებებში ითანამშონ და მერე ეროვნულის დროც მოვა
jondo
30 ივლისი 2017 14:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული