ვლადიმირ ვაისი სამუშაოდ ყაზახეთში ბრუნდება?

AutoSharing Option
ყაზახური Prosports.kz-ის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი ალმათის "ქაირათის" მწვრთნელობის კანდიდატად განიხილება.

სლოვაკი სპეციალისტი საქართველოში დასაქმებამდე სწორედ ამ ყაზახურ გუნდში მუშაობდა - 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატის ბრინჯაო ორჯერ, ერთხელ კი ვერცხლი მოიპოვა. ამასთან, ვაისის "ქაირათმა" ორჯერ ქვეყნის თასი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2016 წლის მარტიდან მუშაობს. რაც შეეხება "ქაირათს",  კახა ცხადაძის წასვლის შემდეგ ამ გუნდს კარლოს ალოს ფერერი წვრთნის.

სხვა ყაზახური საიტის, Sports.kz-ის ცნობით კი, ალმათის კლუბში
ვაისს მწვრთნელობის კანდიდატად ამ დროისთვის არ განიხილავენ, თუმცა თავად სპეციალისტი "ქაირათში" დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნებოდა...
მკითხველის კომენტარები / 14 /
ის მილიონები უკან დააბრუნოს ჯერ
ნოდო
01 აგვისტო 2017 18:01
0
ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს კაირათი. კალთებს ნამდვილად ვერ დაგახევთ არ წახვიდეო!
gode
01 აგვისტო 2017 16:11
0
Грузины очень умные люди. Национальную Команду доверили опытному, сильному, высококвалифицированному тренеру. Команда знает, что под руководством Владимира их ждёт прогресс и успех, следовательно, они его никуда не отпустят. Поэтому, пусть лучше наш клуб начнёт присматриваться к другим тренерам.
keno
01 აგვისტო 2017 15:47
0
ოღონდ რამე სისულელე დაწეროთ რა...
xorxe
01 აგვისტო 2017 14:45
0

სიახლეები პოპულარული