ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ვაისი საბოლოო არჩევანს 33 მოთამაშეს შორის გააკეთებს. ამ დროისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ლიგის შვიდი ფეხბურთელია. საბოლოოდ რა შემადგენლობით მოემზადება შეხვედრებისთვის ეროვნული ნაკრები, ეს მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს თბილისში 28 აგვისტოდან გეგმავს.

მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა საქართველოსა და ირლანდიას შორის 2 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება. 5 სექტემბერს ჩვენი გუნდი, ვენაში, ავსტრიას დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ირლანდიასთან
მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყახაზეთი), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი),სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი,რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცელები: ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო, თბილისი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკს, აშშ), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ვლადიმერ დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
daushvili latareashi gvergo? 5 welia normalurad burti ar gaugorebia, mis poziciaze xalxi ar gvaklia da xom sheidzleba wlobit utamashebel fexburtelebs sistematurad ar vidzaxebdet?
dato
18 აგვისტო 2017 10:58
0
სხირტლაძეც კარგ ფორმაშია და ურიგო არ იქნება მისი თამაში. უთამაშებელი არააა და ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია თან გოლებიც გააქვს და პასებსაც აკეთებს.
roma
18 აგვისტო 2017 10:50
0
იმედია ვაისი მიცემს თავის გამოჩენის საშვალებას ჩაკვეტაძეს, ეს ხომ სტიმული იქნება სხვა 17 წლის ფეხბურთელებისთვის რომ უკეთესები გახდნენ, შანსი კი არა მან დაიმსახურა უდავოდ ნაკრებში თამაში, მიცა შანსი არაბიძეს და აგერ უკვე 3 თამაშის შემდეგ ის ძირითადის წევრია და ვაღიაროთ მისი შემცვლელი ახლა არ გვყავს, სიხარულიძეც უნდა ათამაშოს და ეს ვეტერანები მოაშოროს ნაკრებს, შეეშვას ყველა ბიძია ვაისს და ნახავთ რომ ვეტერანები (არ ვიძახი კაშიაზე, ის ღირსეულად თამაშობს ნაკრებში) აღარსად აღარ იქნებიან და მათ აღარავინ გამოიძახებს. დარწმუნებული ვარ ახალგაზრდების თამაში უკეთესი საყურებელი იქნება თუნდაც დავმარცხდეთ ორივე თამაშში. კოხრეიძე, კუცია და სამურკვასოვი გაფართოებულ სიაში უნდა ყოფილიყვნენ. შემდეგ სანაკრებო შეკრებამდე უფრო მოუმატებდნენ ეს ბიჭები და როგორც ჩაკვეტაძე ისე ითამაშებდნენ ეროვნულ ჩემპიონატში რაც ჩემპიონატსაც გაალამაზებდა, დარწმუნებული ვარ ამ სამივე ბავშვს აქვს ის პოტენციალი რომ უკეთესები გახდნენ და თუ არა ჩეკვეტაძის დონეზე არც ნაკლებად არ ითამაშებენ. წარმატებები ნაკრებს მე გამარჯვების იმედით მოვალ სტადიონზე.
roma
18 აგვისტო 2017 10:47
0
მე ამ შემადგენლობას ვისურვებდი ირლანდიასთან - მარაკიძე, კაშია, კვირკველია, ტაბიძე, კაკაბაძე, კანკავა, ანანიძე, კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, არაბიძე, ქვილითაია
dave
18 აგვისტო 2017 10:09
0
ჩემი აზრით ეს ბიჭები ამ ეტაპზე არ იმსახურებენ ნაკრებში თამაშს იმის გამო რომ ბოლოს როდის ითამაშა საკუთარ გუნდში და როდის ივარჯიშა კაციშვილმა არ იცის - მურთაზ დაუშვილი, უჩა ლობჟანიძე, ჯაბა კანკავა, ვლადიმერ დვალიშვილი. იყვნენ ფორმაში ქონდეთ სათამაშ პრაქტიკა და ვინაა წინააღმდეგი, მაგრამ ამ დროს აშკარად არ იმსახურებენ.
სალამანდრა
18 აგვისტო 2017 09:54
0
გეტანხმები ჩემო დზმაო
butxa
21 აგვისტო 2017 12:54
0
აუ ისევ ლობჟანიძე არ იქნება ჩვენი საშველი.....
rezi
18 აგვისტო 2017 09:35
0
ოქრიაშვილი სად დაიკარგა.
zaza
18 აგვისტო 2017 08:54
0
ხელი ხელს ბანს და ორივე პირსო! მთავარია საზღვარგარეთ ტამასობდე და ნაკრები გარტანტირებული გაქვს!,,მწვრთნელი'' ფეხბურთელის იქ დარცენის გარანტიაა ხოლო ეს გამოზახებულები კი მწვრთნელის გამამართლებელი, რომ ევროპაში ,,მოზტააშე ფეხბურზტელებს ვიძახებო სხვა რა ვქნა საქართველოს ჩემპიონატი სუსტიაო. თუმცა იმ ე.წ. ევროპაში სად და როგორ თამაშობენ არავის აინტერესებს? სადღაც მეორე ლიგებში ან სკამზე და განაცხადებში არ ყოფნაც კი არ უშლის ხელს. ეს იგივეა როდესაც რურის ნაკრებს ადგენე და ვინც გოლი გაიტანა ის 100 პროცენტი ხვდება სიმბოლურში.ეს ყველაფერი ერთად აღებული ქართულფეხბურთსანადგურებს(უკვე გაანადგურა)ოღონ საქაერთველოს გუნდში არ ირიცხებოდე და თუ გინდა ,,პრიმორსკის მეთვზეში'' თამაშობდე ნაკრებშიმაინც გამოგიძახებენ.
სანდრო
18 აგვისტო 2017 08:05
0
ლობჟანიძე და დვალიშვილი ეს ხომ უძლიერესი ფეხბურთულები არიან, ისინი ბრწყინავენ ძალიან აღმოსავლეთ ევროპაში. ადმინ დაბლოკე.
saertotuayvelasia
18 აგვისტო 2017 07:50
0
ვაისს რომ კითხო ფეხბურთელები არ ყავს თამაში რომ მოიგოს და მარტო ნახევარმცველი 15 ყავს გამოძახებული
lashamax
18 აგვისტო 2017 07:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული