ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს, რომელიც ქომაგს სტადიონზე მოსვლისკენ სოციალური ქსელის მეშვეობით მოუწოდებს.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის თბილისში, "დინამო არენაზე" 2 სექტემბერს, 20:00 სთ-ზე გაიმართება.
მომავალი მატჩის ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია და ინტერნეტის საშუალებით უკვე იყიდება, "დინამო არენის" სალაროებში კი 26 აგვისტოდან გაიყიდება.