ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში ეროვნული ლიგის ბომბარდირი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის 28 აგვისტოს შეიკრიბება.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ირლანდიასა და ავსტრიასთან შეხვედრებისთვის ჩვენი გუნდი 26 ფეხბურთელით მოემზადება.

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში თბილისის "ლოკომოტივის" წევრი ირაკლი სიხარულიძე გამოიძახა. ნაკრების დებიუტანტი ფეხბურთელი ამ დროისთვის 19 გატანილი გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირია. საქართველოს ნაკრები სასტუმრო "ჰუალინგში" იცხოვრებს.

საქართველო-ირლანდიის შეხვედრა თბილისში 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. ავსტრიისა და საქართველოს მატჩი ვენაში, 5 სექტემბერს, 22:45 საათზე შედგება. შეგახსენებთ,რომ დისკვალიფიკაციის გამო ჯაბა კანკავა ირლანდიასთან მატჩს გამოტოვებს.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი
მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

ამ დროისთვის, კიდევ 8 ფეხბურთელს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო, თბილისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი).

საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთები როგორც ონლაინ-რეჟიმში, აგრეთვე "დინამო არენის" სალაროებში იყიდება.

მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ხალხო ვინმემ ხომარიცის თარგამაძე სად დაიკარგა რატომ არ იძახებენ მომწონდა ეგ ბიჭი სწრაფია და მაგარ დრიბლინგი აქვს რაშია საქმე ხომარიცით ვინმემ?
gio333
29 აგვისტო 2017 08:44
0
ამჯერად დაუშვილი რატომაა ნაკრებში ვინმემ ახსნას. კი ბატონო მებრძოლი ბიჭია და როცა ფორმაშია ბევრს ჯობია მაგრამ უნგრეთის ჩემპიონატში თამაშს ვინ ჩივის მგონი არც უვარჯიშია კაი ხანია და ნაკრებში გამოძახება ცოტა გაუგებარია. იგივეს ვიტყოდი ლორიაზეც
Raiola
28 აგვისტო 2017 16:55
0
იმიტომ არის ნაკრებში რომ უკეთესი ჩამშლელი არ გვყავს, კანკავას დისკვალიფიკაცია აქვს და ირლანდიასთან ვერ ითამაშებს, ამიტომ აუცილებლად იქნება დაუშვილი ძირითადში ირლანდიასთან, დვალიშვილი აუცილებლად სკამზე იჯდება ორივე თამაშში დარჭმუნებული ვარ.
roma
28 აგვისტო 2017 17:16
1
Zalian mainteresebs ra unda nakrebshi xalxs, romlebic tavisi klubebis B shemadgenlobashic skamze sxedan? Aburjania ziritad gundtan aris da saba lobjanidze da papunashvili gafartoebul siashi ? Visac unda imas gamoizaxebs, magram utamashebeli fexburtelis imedi rogor aqvs ?
Mmm
28 აგვისტო 2017 16:43
1
დვალიშვილს ნაკრებში რა უნდა არ მესმის ამდენი ხანია. ვისი ბიძაშვილია ან მამიდაშვილია? მისე გატანილი გოლი არ მინახავს ნაკრებში, თუ ვინმეს აქვს ნანახი გამახსენეთ ერთი დავბერდი ამის მოლოდინში
niko
28 აგვისტო 2017 15:49
0
ბატონო ვაის,იქნებ მითხრათ რატომ არ იძახებთ ზაქარია ბეგლარიშვილს?
Giorgi1995
28 აგვისტო 2017 12:44
1
1000% !!! Kaci dvalishvils izaxebs, romelic ashkarad araa gamtani da bichs, romelsac titkmis yvela tamashshi gaaqvs, yuradgebas ar aqcevs. Ar moswons sheizleba, magram is sheizleba, naxevarze meti skamzec rom ar aris tavis klubshi ?
Mmm
28 აგვისტო 2017 16:36
0
გამოძახებულთა საკლუბო თამაშების გადახედვა არც ღირს , ძალიან ცოტა გოლი, ძალიან ბევრი შეცდომები დაცვაში, ბევრი უთამაშებელიც კია, უჩა ლობჟანიძემ თუ ითამაშა დაცვა ჩათვალეთ 2 გოლს მინიმუმ გაგვიტანს ირლანდიაცა და ავსტრიაც ... ეს ადამიანი მგონი მასონია და მაგიტომ იძახებენ
ვახტანგი
28 აგვისტო 2017 12:39
3
sixagoli⚽️⚽️
goga
28 აგვისტო 2017 12:24
0
გამოძახება არ არის საკმარისი, უნდა ათამაშოს
1,2,3,5,8...
28 აგვისტო 2017 12:07
0
imsaxurebda da gamoidzaxa jigaria vaisi:)))))))))))
!!!!
28 აგვისტო 2017 11:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული