ვლადიმირ ვაისი: კმაყოფილები უნდა ვიყოთ შედეგით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- საქართველოს ნაკრები თბილისში ირლანდიას დაუზავდა

"დღეს გვინდოდა 3 ქულის მოპოვება, თუმცა თამაშიდან გამომდინარე, კმაყოფილები უნდა ვიყოთ შედეგით. ირლანდია ძლიერი გუნდია ძლიერი ფეხბურთელებით.

იყო შეცდომები, გავუშვით გოლი, თუმცა ფეხბურთი უშეცდომოდ წარმოუდგენელია. კმაყოფილი ვარ ჩვენი ფეხბურთელების თამაშით, გამოვყოფდი კაკაბაძეს, ქვილითაიას, კვეკვესკირს და კაშიას.

დღევანდელი მატჩი შედეგს ასახავს. ამ თამაშმა გვანახა, რომ შეგვიძლია ორი ტაიმის თამაში ძლიერად. მადლობა ფეხბურთელებს, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. მე მიკვირს რატომ არ ათამაშებებენ
ანანიძეს "სპარტაკში", ის გენიალური ფეხბურთელია.

მერებაშვილი ეფექტური მოთამაშეა. შეიძლება ავსტრიაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.

გაშვებულ გოლს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ მეკარის ინდივიდუალური შეცდომა იყო, ის არ უნდა გამოსულიყო ბურთზე. სოლომონ კვირკველიას უნდა დაეფარა დაფი. შეიძლება იყო ჯარიმა, თუმცა გოლი ჩვენი ინდივიდუალური შეცდომით გავიდა.

რაც შეეხება დაღლილობას, ძალიან რთულია კლუბში უთამაშებლობის გამო 90 წუთი ჩაატარო დაუღლელად ნაკრებში. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ მიმდიმარე ციკლში საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ.

დარწმუნებული ვიყავი, რომ არ წავაგებდით. გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ... დღეს ალბათ უფრო სერბეთი გავახარეთ, ვიდრე სხვა გუნდები.

ჩვენს თამაშში პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა შედეგები არ არის დაკმაკმაყოფილებელი და ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ", – თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.

ლექსო ნაბახტეველი, სპეციალურად Sportall.ge-სთვის

 

მკითხველის კომენტარები / 12 /
რა შედეგი გაქვს ეხლა გიორგი მიპასუხე???
Vakhtang Lobzhanidze
05 სექტემბერი 2017 04:31
0
ბიჭებს ბრავო, კომენტატორებს კი ფლავი, თუ შეიძლება თითოეულმა თითო-თითო ტაიმი წაიყვანონ,თორემ დავიღალეთ მაგათი ჭორიკნობით. მიჰყეთ თამაშის მსვლელობას და თქვენი აზრები და ,,ცოდნა"კი სხვაგან გამოამჟღავნეთ.
დათო
04 სექტემბერი 2017 11:49
0
ირლანიდის ნაკრების ფეხბურთელების 80% პრემიერ ლიგას თამაშობს და ყველას სათამაშო პრაქტიკა აქვს იგივე სხვა ნაკრებები რაცა ჩვენს ჯგუფში მოლდოვას გარდა გადახედეთ შემადგენლობებს სად თამაშობენ რა დონის კლუბებში იმათი ფეხბურთელები და მერე შეადარეთ ჩვენი ფეხბურთელების კლუბებს და სათამაშო დროს და კონდიციებს ამ კაცმა აშკარად გამოასწორა ნაკრების თამაში ყველა თამაში ღირსეულად გამოვედით და კარგად ვითამაშედ ქეცბაიას ღანძღავდა ხალხი თამაშს რატო არ აჩვენებს და შედეგზე რატოა ორიენტირებულიო და ეხა შედეგიც არის და თამაშსაც აჩვენებს ცხრილში ლოგიკური ადგილი გვიკავია არც ერთ იმ ნაკრებზე მაღალი დონე არ გვაქვს როლელიც წინა ჩვენზე ჯგუფში და ეს კაცი უნდა დარჩეს რაც შეიძლება დიდი ხნით.
giorgi
03 სექტემბერი 2017 20:17
1
ეს კაცი ალბათ გათამაშების ცხრილს ყირაზე დამდგარი უყურებს და ამიტომ არის კმაყოფილი.
როსტომ
03 სექტემბერი 2017 19:44
1
გთხოვეთ არ დამიბლოკოთ თქო, რა მეწერა ახლა ისეთი
vaso
03 სექტემბერი 2017 19:27
0
მინიმუმ ერთი შესარჩევი უნდა ვაცადოთ ვაისს.ახალი მწვრთნელი გაცნობას მოუნდება ჯერ ფეხბურთელებისას,შემდეგ შეთამაშებას და მთელ ორ წელს დავკარგავთ.იმედია ვაისი შემდეგი ციკლის დაწყებამდე ყველა თამაშს სწორად გამოიყენებს.
gabida
03 სექტემბერი 2017 19:22
1
დაცვა არის ნაკრების ყველაზე სუსტი რგოლი. გოლის დროს, მაკარიძის გამოსვლა კვირკველიას პოზიციური შეცდომით იყო განპირობებული. მე-20 წუთზე კვირკველიამ, შემდეგ კაკაბაძემ მარტო დატოვეს ვოლტერსი, რომლის თავურიც აცდა კარს. 30-ე ზე კვირკველიამ მაკლინს დაარტყმევია, კაკაბაძესაც უნდა შეეშალა ხელი. 44-ზე ისევ კვირკველიას შეცდომით, ისევ ნავესზე მაკარიძემ გადაგვარჩინა. 58-ზე ლონგი შეიპარა საჯარიმოში კვირკველიას მხრიდან, მარა მერე კიდევ კარგი დაკეტა. 59-ზე მაკარამ ივარგა. 68-ზე კივირკველიამ ლონგს დაარტყმევინა თავით, მარა ააცილა. 73-ზე კვირკველიას პოზიციიდან დაარტყა გარედან, მაკამ ისევ აიღო, კაკაბასაც შეეძლო ხელის შეშლა. 78-ზე ნავალამ თოხლა, მაკარამ კვლავ ივარგა. 79-ზე კუთხური მოგვიწოდეს, კვირკველია ისევ არ იყო, მაკარამ აიღო, მარა დაჯარიმდნენ.85-ზე კვირკველია გამოითიშა და ისევ მაკარამ გვიხსნა, და საერთოდ დაცვაში ახალი ხალხია საჭირო, კაშიას გარდა. კაკაბაძე შეტევაში ბევრად კარგია, დაცვაშიც კარგია, მარა კვირკველია აღალატებს. კვერკვე ერტი ერტზე, პერსონალურზე კარგია, დანარჩენზე კაპიკია ფასი. თავად განსაჯეთ ამდენი შეცდომა? ხოჭოლავატი მისი ჩანაცვლება არ იქნება ცუდი, დვალიც დასამატებელია და ლაკვეხელიანი ნავალას ნაცვლად. კაკაბა კიდე მოუმატებს. თუ რამე წავაგეთ, ბოლო 20 წელია, ან მეკარის, ბოლოს დაცვის ბრალია. დაცვა არის მთლიანად გადასახალისებელი.
dima
03 სექტემბერი 2017 19:01
3
ჩემი აზრით მწვრთნელების ხშირი ცვლა კარგ შედეგს არ მოიტანს, მე ვფიქრობ რომ ვაისთან აუცილებლად უნდა გაგრძელდეს კონტრაქტი, ერთერთი დაბალანსებული მწვრთნელია და აუცილებლად უნდა დავუდგეთ გვერდში.
ramaz727
03 სექტემბერი 2017 14:54
2
სარეაბილიტაციოდ (გულშემატკივრების თვალში)მართლაც კარგად ითამაშა გუნდმა.უბრალოდ საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა მწვრთნელთან.ეს დაგვაკმაყოფილებს თუ უკეთესი შედეგების დადებზე იქნება ორიენტირებუი მომავალი?
ობიექტური
03 სექტემბერი 2017 12:19
1
ანანიძე მართლა ყველას ჯობდა მოედანზე მაგაში მართალი ხარ მარა შეცვლები დაააგვიანე და ბოლოს შენც თემურისავით შეშინდი და დაცვაზე ითამაშე... უბრალოდ ბოლოს გაგვიმართლა და ვერ გაგვიტანეს... ცალკე აღებული შედეგი კარგია მარა ბოლოს რო გვეცადა შეტევა აჯობებდა )))
Levani
02 სექტემბერი 2017 23:09
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული