საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ავსტრიაში ქულა მოიპოვა

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში მეხუთე ფრე ითამაშა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო D ჯგუფში VIII ტურის მატჩი სტუმრად ავსტრიის ნაკრებთან გამართა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 1:1.

ვენაში, "ერნსტ ჰაპელის" სტადიონზე ანგარიში უკვე მე-8 წუთზე ვაკო გვილიამ გახსნა, რომელსაც ასისტენტობა ჯანო ანანიძემ გაუწია.

გოლის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდმა უკან დიდი ძალებით დაიხია, მასპინძლებს კი გათანაბრების შანსი არაერთხელ მიეცათ. ერთხელ კარის ხარიხამ გვიხსნა, რამდენიმეჯერ - გიორგი მაკარიძემ, მაგრამ ტაიმის მიწურულს გატანა ლუის შაუბმა

(43) მაინც შეძლო.

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში მეხუთე ფრე ითამაშა. მოპოვებული ქულის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდს 5 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-5 ადგილზეა.

შესარჩევ ციკლში მომდევნო შეხვედრას ვაისის გუნდი 6 ოქტომბერს თბილისში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, გვილია (69, მერებაშვილი), ანანიძე, ყაზაიშვილი (90+2, ხოჭოლავა), ქვილითაია (88, დვალიშვილი).

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის სხვა შეხვედრებს, სერბეთმა სტუმრად ირლანდიას მინიმალური ანგარიშით მოუგო (1:0), ხოლო უელსმა მოლდოვაში გაიმარჯვა - 2:0.

მკითხველის კომენტარები / 12 /
კონსტიტუცია რომ შეცვალოთ და დვალიშვილს აუკრძალონ თამაში ნაკრებში არააააა? ვინ ყავს ასეთი პატრონი რომ ნაკრებში იძახებენ?
roma
06 სექტემბერი 2017 16:29
0
დვალიშვილი მოსახელეა მისი აბა სხვა რისთვის უნდა ათამაშოს.
iv
06 სექტემბერი 2017 16:08
0
ყველაფერი გავიგე ყველაფერი მესმის და თან დაღლისაც გამეგება, ყველა შეცვლისა გავიგე, მერებაშვილი შემოიყვანა იქნებ გავიტანოთო კი ბატონო, ბოლოს ხოჭოლავა შემოიყვანა რომ ჩვენი სენი ბოლო წუთზე არ გაგვეშვა, მაგრამ ეს დვალიშვილი რატომ შემოიყვანა არ მესმის. ჯიღაური ან არაბიძე იყო ყველაზე სწორი. არ გამოაქვეყნოთ თქვენ იცით დამალეთ რომ დვალიშვილი არ მოგვწონს გულშემატკივარს.
roma
06 სექტემბერი 2017 12:56
0
გუშინ ესპანეთის გარდა პირველ ტაიმში ყველა თამაში X წამოვიდა.მარტო საქართველო იგებდა ბოლოს რაც მოხტა ნახეთ.ჩვენი დაცვა იდგა ლობიოს სარებივით.ვინც სისტემატურად თამაშობს ყველა მიხვდება რასაც ნიშნავს შესარჩევში 9 თამაშიდან პირველი ტაიმის 8 X და ყველა ნაკლები.მერე იტყვიან ასე დაემთხვა


iv
06 სექტემბერი 2017 11:34
2
Ara Ra, zari ar aq, gushin davrwmundi ro martla erti taimis gundi vart, Ar shegvizlia zedized ori tamashis chatareba./ gvilia rato gaiyvana? Saertod ver mivxvdi, yazaishvili seirnobda mteli orive time, pirveli taimis bolo 15 wuti zalit gaatanines goli, samarcxvinoebi iyvnen, me mesmis ro adamians Ar sheuzlia fizikurad da Vegar darbis da Ra qnas, agaraaa aq meti zala. Xoda sadatarigoo skami xoa?! Chamoajinee mere da aramashe sxva .! Magalitad igive arabidze , jigairi, an im sizarulizes mieci shansi, an merebashvils daaawyebinee, nu Ra uazrobaaa, ??? Da arabizes rac
Sheexebaa, mwvrtnelebis uguloba da araswori midgoba saertod nakrebebis mimart, axalgazrdulshi Ar atamashes, nakrebs chirdebao da moishoree , rac moxda polonettan ki gaxsovt, aqet kide saertod arc gaxsenebiat , da Ra gamovida?saqartvelos erterti amomavali varskvlavat sheracxuli da martla nuchieri bichi , arsad tamashobs, arc iqit arc aqet.../
Vasili
06 სექტემბერი 2017 10:10
0
ძალიან რთულია საქართველოსთვის 3 დღეში 2 მატჩის ჩატარება, ვერ არიან ჩვენი ფეხბურთელები ფიზიკურად მაგ დონეზე. აი უელსთან თუ ახლანდელი ტრავმირებულებიც დაგვემატნენ დიდი შანსია 1-იანი მივცეთ.
შაკო
06 სექტემბერი 2017 11:03
0
ახლო კუთხეში რომ გაეტანა, კოპიო დარასელიას გოლი იყო.
თაზო
06 სექტემბერი 2017 09:33
0
გაშვებული ბურთი საერთოდ რას უნდა მიეწეროს?! იქმნებოდა წარმოდგენა, რომ ჩვენ ნაკრებს გამარჯვების ეშინოდა, სტატისტების როლში იყვნენ მეტოქეს რომ ბურთი გაჰქონდა! შუა ხაზმა არ იცოდა რა ექნა, გამუდმებული პასები მცველებისა და მეკარის მიმართულებით.
მერაბი
06 სექტემბერი 2017 09:06
0
გუნდი ნახევარდაცვიდან წინ ვერ მიდიოდა, ერთ ადგილს ტკეპნიდა. ეს გაუთავებელი პასები უკან, უმისამართო დარტყმები წინ იმის იმედად, რომ იქნებ ვინმეს გაუმართლოს და წამოეწიოს ბურთს. გაშვებულ გოლზე სხვა თემაა - გეგონება შევშინდით მოგების და სწრაფად გავატანინეთ, რომ არ სწყენოდათ.
მერაბი
06 სექტემბერი 2017 03:23
0
ამათ ხომ მოწინააღმდეგის თავდასხმის ისე ეშინიათ, როგორც ცხვრის ფარას მშიერი მგლის. აბა რას გავდა ის ეპიზოდი როცა გოლი გაუშვეს. უხსენებელს რომ თოფს დაუმიზნებ და გაშეშებული ელოდება როდის გამოფრინდება "ჩიტი" ლულიდან. მაკარიძეს ის დარტყმაც რომ აეღო ერთერთ უმაგრეს ეპიზოდად შევიდოდა ფეხბურთის მეკარეების ისტორიაში.
................
06 სექტემბერი 2017 01:49
1
avstrias shansi ar hkonda tu ara...ki izit ra moxdeboda, totalizatorze itamasha sa sakartvelos salaparako misza avstriashi nichia xo vitamasheto)))
ako
06 სექტემბერი 2017 01:04
10
თვითონ თუ მაინც გჯერა რასაც წერ?
Dato
06 სექტემბერი 2017 10:07
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული