ვენაში, "ერნსტ ჰაპელის" სტადიონზე ანგარიში უკვე მე-8 წუთზე ვაკო გვილიამ გახსნა, რომელსაც ასისტენტობა ჯანო ანანიძემ გაუწია.
გოლის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდმა უკან დიდი ძალებით დაიხია, მასპინძლებს კი გათანაბრების შანსი არაერთხელ ჰქონდათ, თუმცა მხოლოდ ტაიმის მიწურულს შეძლეს გიორგი მაკარიძის კარში გატანა. ეს 43-ე წუთზე ლუის შაუბმა მოახერხა.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:
მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი,
სათადარიგოები: არაბიძე, ხოჭოლავა, ჯიღაური, ლობჟანიძე, შერგელაშვილი, დაუშვილი, დვალიშვილი, არაბიძე, სიხარულიძე, აბურჯანია, რევიშვილი, კვასხვაძე.