საქართველოს ნაკრებმა ავსტრიას პირველ ტაიმში გაუტანა, მაგრამ შემდეგ გაუშვა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო D ჯგუფში VIII ტურის მატჩს სტუმრად ავსტრიის ნაკრებთან მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 1:1.

ვენაში, "ერნსტ ჰაპელის" სტადიონზე ანგარიში უკვე მე-8 წუთზე ვაკო გვილიამ გახსნა, რომელსაც ასისტენტობა ჯანო ანანიძემ გაუწია.

გოლის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდმა უკან დიდი ძალებით დაიხია, მასპინძლებს კი გათანაბრების შანსი არაერთხელ ჰქონდათ, თუმცა მხოლოდ ტაიმის მიწურულს შეძლეს გიორგი მაკარიძის კარში გატანა. ეს 43-ე წუთზე ლუის შაუბმა მოახერხა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:
მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი,
კანკავა, გვილია, ანანიძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია.

სათადარიგოები: არაბიძე, ხოჭოლავა, ჯიღაური, ლობჟანიძე, შერგელაშვილი, დაუშვილი, დვალიშვილი, არაბიძე, სიხარულიძე, აბურჯანია, რევიშვილი, კვასხვაძე.

 

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინმემ დადეთ ბმული სად შემიძლია ვუყურო თამაშს საზღვარგარეთ
sandro
23:50 05-09-2017
0
სად ვუყუროთ?
status quo
00:47 06-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული