ვლადიმირ ვაისი: მოპოვებული ერთი ქულით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ავსტრიასთან (1:1) მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციას ჟურნალისტების კითხვებს პასუხები გასცა.

- ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]

"შედეგით კმაყოფილი ვარ. მატჩი კარგად დავიწყეთ, კომბინაციურად ვთამაშობდით, ვუტევდით, ზონებსაც ვკეტავდით. თავდაპირველად, მოვახერხეთ გაგვენეიტრალებინა არნაუტოვიჩი, რომელიც მსოფლიო დონის ფეხბურთელია და რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული ავსტრიის ნაკრების თამაში...

გაშვებული გოლის შემდეგ, ავსტრია უპირატესობას დაეუფლა და გაგვიჭირდა მათი შეტევების მოგერიება. მეტოქის საყრდენებისს პრესინგი აუცილებელი იყო და ამსითვის ღრმად ჩავდიოდით ავსტრიელების ნახევარზე, თუმცა, რიგ ეპიზოდებში, ამისთვის
ძალა არ გვყოფნიდა და ხან გვიმართლებდა, ხან არა.

ავსტრია უმაღლესი დონის გუნდია და ბუნებრივია, მომენტებიც ჰქონდა. კაკაბაძემ სუპერ თამაში ჩაატარა, მაგრამ არნაუტოვიჩმაც საოცრად ითამაშა.

შესვენებაზე ტაქტიკა შევცვალეთ, ორ საყრდენზე გადავედით და ჯანოსაც შევუცვალეთ პოზიცია. ამის შემდეგ, უფრო გაგვიადვილდა თამაში. ჯაბა კანკავასაც თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა. ავსტრია კარგი გუნდია და ჰყავს კარგი მწვრთნელი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მოპოვებული ერთი ქულით კი კმაყოფილი ვარ.

- თამაშამდე ავსტრიელმა ფეხბურთელებმა თქვეს, რომ ამ შეხვედრას მწვრთნელისთვის ითამაშებდნენ... მართლაც ასე იყო?
- დიახ, ეტყობოდათ, რომ გუნდის თავკაცისთვის მართლაც ბოლომდე იბრძოდნენ. თამაშის წინ, კოლერ მეც ვუსურვე წარმატება, მაგრამ... ასეთია მწვრთნელის ცხოვრება. მიმაჩნია, რომ ჩვენს ჯგუფში, სერბეთის შემდეგ, რომელმაც დღეს ირლანდიას მოუგო, სწორედ ავსტრიაა ყველაზე ძლიერი გუნდი.

- გუშინ თქვით, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ახალი კონტრაქტი შემოგთავაზათ. დათანხმდით თუ არა?
- მე აქ ვარ და პატივს ვცემ წინადადებას, რომელიც მივიღე, პატივს ვცემ ლევან კობიაშვილს და ფედერაციის ყველა თანამშრომელს, მაგრამ კიდევ ორი მატჩი გვაქვს დარჩენილი და ვნახოთ როგორ ვითამაშებთ....

- ჯერ-ჯერობით, ამ შესარჩევ ციკლში მოგება არ გვაქვს... დარჩენილ მატჩებში მაინც უნდა ველოდოთ?
- წინ კიდევ ორი თამაშია და ვეცდებით, შესარჩევი ციკლი მოუგებლად არ დავამთავროთ. რთული იქნება, მაგრამ შეევეცდებით.

რატი შელეგია ავსტრიიდან სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 31 /
მეგობრებო მინდა რაღაც გთხოვოთ ეს არის ინტერნეტ საიტი და ვისაც რა უნდა იმას დაწერს კომენტარში (რა თქმა უნდა ზრდილობიან ფარგლებში). რატომ პასუხობთ ერთმანეთს ასე აგრესიულად ვერ ვხვდები. ამა იმიტომ ვწერ რომ ვიღაც გამოეხმაურა ჩემ კომენტარს და საიგადავა ბიჭმა. ანალიზი კომენტარში როგორ უნდა დაწერო ორი სამი წინადადებით ვერ ვხვდები. ეს უბრალოდ გულშემატკივრის მწუხარებაა რამდენიმეწინადადებაში გამოხატული.ანალიზი რას ნიშნავს თუ არ იცი ინტერნეტში ნახე.
რაც შეეხება არაბიძეს ან სხვა ფეხბურთელებს ვინც არ ათამაშა ვაისმა ჩვენ იმას კიარ ვამბობთ ვინ ვის ჯობია, უბრალოდ ვაისი ამბობს რომ უტამაშებლები ყავს და მაშინ ვისაც აქვს პრაქტიკა ის ათამაშოს. ახლა იმის გარჩევას ნუ დავიწყებთ რომ მაკედონიის ჩემპიონატს პოლონეთის და შახტარის დუბლები არ ჯობიაო. კარგი ესპანეთის მეორე ლიგა არ რომელს არ ჯობია? მაინც ერთი და იგივე ხალხი მოჯადოვებული წრეა რა. რას კარგავდა ან რას აგებდა რომ მოესინჯა საიმედო ახალგაზრდები? ხო არაფერს არა... ამას ამბობს აქ უმეტესობა ტორემ ფეხბურთირომაგაზე კარგად არ გვესმის ეგ ისედაც კი ვიცით. მადლობა ყველა
gulshematkivari
17:38 07-09-2017
0
როცა ევროპის ან მსოფლიოს ჯგუფურ ეტაპზე თამაშის პრეტენზია გაქვს, ვერ უნდა მიხვდე რომ დაცვის გარეშე არაფერი არ გამოვა? როცა გყავს აბურჯანია, ცისკარიძე, დვალი, ლაკვეხელიანი, ხოჭოლავა, რატო უნდა ათამაშო კვირკველია, კანკავა და ნავალოვსკი? რომლების უხეში შეცდომების ბრალია ყველა გოლი რაც კი გაგვიშვია? კარგია რომ მაკარიძე ჩაჯდა ნაკრებში, იმედია გუნდშიც ჩაჯდება. ასევე დიდი შეცდომა იყო არაბიძის უტამაშებლობა, ნუ ზამენაზე მერებას 30 წუთი მაინც უნდა მიეცეს. ამ 6 საკვანძო მოთამაშეებიდან 4-5 მინიმუმ ძირითადში უნდა იყვნენ, თუ ყველა არა, იმათ ნაცვლად ვინც დავასახელე და თუ არ მოიგებს , მერე ნახე. აი ამაშია ფედერაციის და მერე მწვრთნელის პასუხისმგებლობა. ახლა რატო ვერ ელევიან ამ ბიჭებს, ეგ არ ვიცი პლუს დვალიშვილი, ალბათ ეს თქვენ გეცოდინებათ რეპორტიორ. როცა ცუდის ნაცვლად უკეთესს ათამაშებ, მოიგებ აბა რას იზამ. ნახევარმცველს და თავდამსხმელს რო დაცვის იმედი არ ექნება, როგორ შეუტევს? სწორად და ნამუსიანად, ცოტა თამამადაც სანამ არ დააყენებ სასტავს, რომელიც გყავს, მანამ არაფერი გამოვა. სამუშაოა მეკარეზეც. კერძოდ მახარაძესთან, მაკარიძეს რო რამე მოუვიდეს, მეკარე არა გვყავს. ამაშია საქმე რეპორტიორო და დარწმუნებული იყავით, რომ გუნდი აუცილებლად მოხვდებოდა მსოფლიოზე, ეხლა თუ პოლიტიკის გამო შეგნებულად არ წავედით რუსეთში ეგ არ ვიცი და არც მჯერა. რაც შეეხება ვაისს, უნდა დარჩეს, რადგან, სასტავი მაინც ისე დალაგდება როგორც ვამბობ, სხვა გზა არაა და ამას ყველა ხედავს. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი დასკვნები გაკეთდება და თუ სიკვდილის ჯგუფში არ მოვხვდით, ევროპაზე ვითამაშებთ. გოგიასთან სამუშაოა. წარმატებები რეპორტიორსაც და ნაკრებსაც და ფედერაციასაც
reportiors vasosgan
16:32 07-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული