უცნაური სტატისტიკა: 109 წელიწადში გერმანიას საქართველოზე ორჯერ ნაკლები მწვრთნელი ჰყავდა

AutoSharing Option
ახლახან ზურაბ ხიზანიშვილმა "ლელოსთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა. ერთ-ერთი მათგანი - ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისის კომენტარს ეხებოდა. საქართველოს ნაკრების სლოვაკი დამრიგებლის თქმით, ფეხბურთის ფედერაციამ მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა...

- ვლადიმირ ვაისი: ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ
- ზურაბ ხიზანიშვილი: ვაისი რომ გავუშვათ, უკეთესს მოვიყვანთ?

საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ვაისის დარჩენას ემხრობა და, ზოგადად, ნაკრებში მწვრთნელების ხშირ ცვლას მიუღებლად მიიჩნევს. მან ეროვნულ გუნდში 16 წელიწადი ითამაშა, 13 მწვრთნელი შეიცვალა და მათ ასეთ ხშირ ცვლას "დამღუპველი" უწოდა. ხიზანიშვილისთვის სტაბილურობის მაგალითია გერმანიის
ნაკრები, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან XX საუკუნის ბოლომდე უფრო ნაკლები მწვრთნელი შეიცვალა, ვიდრე საქართველოს ნაკრებმა დაარსების (1990) დღიდან.

ეს მართლაც ძალიან საინტერესო, მეტყველი და, შეიძლება ითქვას, დაუჯერებელი სტატისტიკაა. ის ასახავს გერმანელების მიდგომას, რაც გუნდში სტაბილური სამუშაო გარემოს არსებობის აუცილებლობას გულისხმობს.

მწვრთნელი მ/პ
1. გსკ-ის კომიტეტი 1908-1927
2. ოტო ნერცი 1928-1936
3. ზეპ ჰერბერგი 1936-1964
4. ჰელმუტ შიონი 1964-1978
5. იუპ დერვალი 1978-1984
6. ფრანც ბეკენბაუერი 1984-1990
7. ბერტი ფოგთსი 1990-1998
8. ერიხ რიბეკი 1998-2000
9. რუდი ფიოლერი 2000-2004
10. იურგენ კლინსმანი 2004-2006
11. იოახიმ ლიოვი 2006-

* გსკ - გერმანიის საფეხბურთო კავშირი
* მ/პ - მუშაობის პერიოდი

საინტერესოა, რომ გერმანიის ნაკრები 1908 წელს ჩამოყალიბდა და ამ 109 წლის განმავლობაში გუნდის დამრიგებლად სულ 11-მა მწვრთნელმა იმუშავა. ისინი სტაბილურად მუშაობდნენ - საშუალოდ, 9.9 წელი.

ახლა გადავხედოთ საქართველოს ნაკრებს, რომელიც 27 წლის წინ დაარსდა. ეროვნული დამოუკიდებლობის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის დამოუკიდებლობა და საკუთარი ნაკრების ჩამოყალიბება ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. მაგრამ აბსოლუტურად არალოგიკური და უაზრო იყო ის გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგადაც ქვეყნის მთავარ გუნდს ლამის ყოველ წელს ახალ მთავარ მწვრთნელს უნიშნავდნენ.

გადავხედოთ 2017 წლის 2 სექტემბრამდე აღრიცხულ ძალიან საინტერესო სტატისტიკას და ამაში თავადაც დარწმუნდებით. ამ სიაში ჩანს, რომელმა მწვრთნელმა იმუშავა საქართველოს ნაკრებში, რომელ წლებში, რა შედეგები და მოგებების როგორი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა...

მთავარი მწვრთნელი წ თ მ ფ წ %
1. გივი ნოდია 1990 1 0 1 0 0%
2. გიგა ნორაკიძე 1991-92 4 2 0 2 50%
3. ალექსანდრე ჩივაძე 1993-96 24 9 1 14 37.5%
4. ვლადიმერ გუცაევი* 1996 2 0 0 2 0%
5. დავით ყიფიანი 1997 7 4 1 2 57.14%
6. ვლადიმერ გუცაევი 1998 5 3 2 0 60%
7. გიგლა იმნაძე* 1998 1 0 0 1 0%
8. ვლადიმერ გუცაევი 1998-99 8 2 1 5 25%
9. იოჰან ბოსკამპი 1999 5 0 1 4 0%
10. ყიფიანი-ძოძუაშვილი 2000-01 16 5 5 6 31.25%
11. ალექსანდრე ჩივაძე 2001-03 11 4 3 4 36.36%
12. ივო შუშაკი 2003 2 1 0 1 50%
13. მერაბ ჟორდანია* 2003 3 1 0 2 33.33%
14. გოჩა ტყებუჩავა* 2004 3 0 0 3 0%
15. ალენ ჟირესი 2004-05 10 2 2 6 20%
16. გაიოზ დარსაძე 2005 7 2 2 3 28.57%
17.კლაუს ტოპმიოლერი 2006-08 24 7 4 13 29.17%
18. პეტარ სეგრტი* 2008 2 0 1 1 0%
19. ექტორ რაულ კუპერი 2008-09 16 1 4 11 6.25%
20. თემურ ქეცბაია 2010-14 40 13 9 18 32.5%
21. კახა ცხადაძე 2014-16 10 3 1 6 30%
22. ვლადიმირ ვაისი 2016- 15 3 6 6 20%

შენიშვნა: წ - წელი, თ - თამაში, მ - მოგება, ფ - ფრე, წ - წაგება, % - მოგებული თამაშების პროცენტული მაჩვენებელი
* შედეგები მოცემულია 2017 წლის 2 სექტემბრის შედეგების მიხედვით
* - აღნიშნულია დროებითი მთავარი მწვრთნელები

ანუ, 27 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში სულ 22 მწვრთნელი იყო - ორჯერ მეტი, ვიდრე 109 წლის განმავლობაში გერმანიის ნაკრებში. რეალურად, მთავარ მწვრთნელად დაინიშნა 17 სპეციალისტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ, "ჯვაროსნებში" მუშაობის ხანგრძლივობა 1.5 წელია. ასეთი არასტაბილურობით კი შუძლებელია წარმატებას მიაღწიოს ნაკრებმა, რომელსაც საფუძველმორყეული ფეხბურთი ისედაც უკან ექაჩება.

ახლა მწვრთნელები შედეგების მიხედვით "დავახარისხოთ":

მთ. მწვრთნელი წ თ მ ფ წ %
ვლადიმერ გუცაევი 1998 5 3 2 0 60%
დავით ყიფიანი 1997 7 4 1 2 57.14%
გიგა ნორაკიძე 1991-92 4 2 0 2 50%
ივო შუშაკი 2003 2 1 0 1 50%
ალექსანდრე ჩივაძე 1993-96 24 9 1 14 37.5%
ალექსანდრე ჩივაძე 2001-03 11 4 3 4 36.36%
მერაბ ჟორდანია* 2003 3 1 0 2 33.33%
თემურ ქეცბაია 2010-14 40 13 9 18 32.5%
ყიფიანი-ძოძუაშვილი 2000-01 16 5 5 6 31.25%
კახა ცხადაძე 2014-16 10 3 1 6 30%
კლაუს ტოპმიოლერი 2006-08 24 7 4 13 29.17%
გაიოზ დარსაძე 2005 7 2 2 3 28.57%
ვლადიმერ გუცაევი 1998-99 8 2 1 5 25%
ალენ ჟირესი 2004-05 10 2 2 6 20%
ვლადიმირ ვაისი 2016- 15 3 6 6 20%
ექტორ კუპერი 2008-09 16 1 4 11 6.25%
იოჰან ბოსკამპი 1999 5 0 1 4 0%
პეტარ სეგრტი* 2008 2 0 1 1 0%
გივი ნოდია 1990 1 0 1 0 0%
გიგლა იმნაძე* 1998 1 0 0 1 0%
ვლადიმერ გუცაევი* 1996 2 0 0 2 0%
გოჩა ტყებუჩავა* 2004 3 0 0 3 0%

ქართველი მწვრთნელები
მთ. მწვრთნელი წ თ მ ფ წ %
ვლადიმერ გუცაევი 1998 5 3 2 0 60%
დავით ყიფიანი 1997 7 4 1 2 57.14%
გიგა ნორაკიძე 1991-92 4 2 0 2 50%
ალექსანდრე ჩივაძე 1993-96 24 9 1 14 37.5%
ალექსანდრე ჩივაძე 2001-03 11 4 3 4 36.36%
მერაბ ჟორდანია* 2003 3 1 0 2 33.33%
თემურ ქეცბაია 2010-14 40 13 9 18 32.5%
ყიფიანი-ძოძუაშვილი 2000-01 16 5 5 6 31.25%
კახა ცხადაძე 2014-16 10 3 1 6 30%
გაიოზ დარსაძე 2005 7 2 2 3 28.57%
ვლადიმერ გუცაევი 1998-99 8 2 1 5 25%
გივი ნოდია 1990 1 0 1 0 0%
გიგლა იმნაძე* 1998 1 0 0 1 0%
ვლადიმერ გუცაევი* 1996 2 0 0 2 0%
გოჩა ტყებუჩავა* 2004 3 0 0 3 0%

უცხოელი მწვრთნელები
სულ საქართველოს ნაკრებში შვიდმა უცხოელმა სპეციალისტმა იმუშავა. მათ შორის ყველაზე წარმატებული - ხორვატი ივო შუშაკი გახლდათ. ეს გასაგებია - მან მცირე დროით იმუშავა და, რეალურად, ისიც დროებითი მწვრთნელი გახლდათ.

მთავარი მწვრთნელი წ თ მ ფ წ %
ივო შუშაკი 2003 2 1 0 1 50%
კლაუს ტოპმიოლერი 2006-08 24 7 4 13 29.17%
ვლადიმირ ვაისი 2016- 15 3 6 6 20%
ალენ ჟირესი 2004-05 10 2 2 6 20%
ექტორ კუპერი 2008-09 16 1 4 11 6.25%
იოჰან ბოსკამპი 1999 5 0 1 4 0%
პეტარ სეგრტი* 2008 2 0 1 1 0%.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გამოდის გუცაევი ზედგამოჭრილი მწვრთნელია ნაკრებისთვის და მაინც არ ნიშნავენ.თუ აღარ უნდა.
ddgfdf
00:46 19-08-2019
0
რათ უნდა მიჭო გერმანიას მწვრთნელი.
ddgfdf
00:41 19-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული