[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემადგენლობის შერჩევა მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა. ის წყვეტს, ვინ ითამაშებს ეროვნულ გუნდში და, შესაბამისად, პასუხსაც ის აგებს შედეგზე. ეს არის ის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომელიც მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების, არამედ მსოფლიოს ყველა ეროვნული გუნდის შემთხვევაში...

მედიის ფუნქცია კი ისაა, ამა თუ იმ შემთხვევაში მთავარი მწვრთნელის მოკავშირე იყოს და საჭიროების შემთხვევაში, მიეშველოს მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, რადგან, როცა საქმე ეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენ განზე ვერაფრით გავდგებით - ეს ნაკრები არის მთელი ქვეყნის და, მათ შორის, ჩვენი საკუთრებაც.

შორს ვარ იმ
აზრისგან, რომ ეროვნული გუნდის სიას ვლადიმირ ვაისი არ წერს და მას ამ სიას ჩამოსვლისთვის გამზადებულს ახვედრებენ. ასე მგონია: ამას არც ერთი თავმოყვარე მწვრთნელი არ დაუშვებს. სლოვაკი კი სწორედ ასეთად მიმაჩნია.

მეორეც, დავუშვათ, ვინც ეს სია უნდა დაწეროს, მათაც კარგად იციან, რომ საქართველოს ნაკრებისა და, ზოგადად, ნებისმიერი გუნდისთვის ასეთი მიდგომა დამღუპველია.

არც ისეა საქმე, ვაისს დღენიადაგ დავუწუნოთ სანაკრებო ჩამონათვალი და ვთქვათ, რომ არასწორად შერჩეული კადრების გამო არ გვაქვს თუნდაც ერთი გამარჯვება შესარჩევ ციკლში. საქართველოში საფეხბურთო რესურსი და არჩევანი დღეს ძალიან შეზღუდულია. ჩვენ არ ვართ, ვთქვათ, საფრანგეთი, სადაც ერთი-ორი ვარსკვლავი სხვადასხვა (საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო) მიზეზის გამო მუდმივად რჩება ქვეყნის პირველ გუნდს მიღმა...

და მაინც, სადაც არსებობს ერთი, იქ არსებობს მეორე აზრიც. დღეს ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე უნდა დავწეროთ - მოთამაშეზე, რომელიც, ჩემი აზრით, იმსახურებს თუნდაც ერთ შანსს საქართველოს ნაკრებში თავის დამკვიდრებისთვის.

საქმე ეხება ლუკას ჰუფნაგელს, მამით გერმანელ და დედით ქართველ ცენტრალურ ნახევარმცველს, ვინც ამჟამად გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "ნიურნბერგში" თამაშობს. აგერ, ბოლო ტურიც რომ ავიღოთ, ის შეცვლაზე შევიდა, თუმცა თითქმის მთელი შეხვედრა ითამაშა. ამ თემას ერთი წერილი ადრე უკვე მივუძღვენით, დღეს კი ვეცდებით, საკითხი სხვა ჭრილში დავინახოთ.

ჰუფნაგელი არ არის ზეეფექტური ფეხბურთელი, რომელიც განსაკუთრებულ ტრიუკებს გვთავაზობს მინდვრის ცენტრში. ის თამაშობს ძალიან სწორ და თანამედროვე ფეხბურთს. მისი გამოყენება აშკარად შეიძლება თუნდაც ოფიციალური მატჩებისას, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი აზრია. აი, ის კი, ალბათ, ეჭვგარეშეა, რომ მას შანსი აუცილებლად უნდა მიეცეს თუნდაც ამხანაგურ შეხვედრებში. ამის შემდეგ ვაისმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სჭირდება თუ არა მას ეს ფეხბურთელი ოფიციალური მატჩებისთვის.

აქამდე, ჰუფნაგელს მხოლოდ ერთი სანაკრებო შანსი მიეცა. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა ესტონეთის ნაკრებთან, კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს. იმ დროს, როცა ლუკასი მინდორზე შევიდა, საქართველოს ნაკრების ბედისწერის ჩარხი იმ კონკრეტულ, მეტად უცნაურ და ჩვენთვის ცუდად გასახსენებელ შეხვედრაში უკუღმა იყო დატრიალებული. მოცემულ მომენტში თამაშის მსვლელობას ჰუფნაგელი კი არა, მასზე ბევრად ძლიერი ფეხბურთელიც ვერ შეცვლიდა...

ახლა ვიმსჯელოთ პრაგმატულად. ფეხბურთს არ უხდება მშრალი სჯა-ბაასი, მაგრამ ხანდახან არც ამის გარეშე შეიძლება. მოდით, პირდაპირ დავწეროთ: ფეხბურთელი, რომელსაც ასე თუ ისე აქვს სათამაშო პრაქტიკა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, იმსახურებს შანსს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

გავრისკავ და ვიტყვი - იგივე "ნიურნბერგი" სიძლიერით აშკარად აღემატება ბევრ იმ კლუბს, რომლებშიც თამაშობენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები. ჯერ ერთი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგა იმ დონის ტურნირია, იქ სუსტი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს. მეორეც - გამოვრიცხავ, მოთამაშე ნაცნობ-მეგობრობითა თუ პროტექციის სხვა ფორმით მოხვდეს ისეთ ტრადიციულ კლუბში, როგორიც "ნიურნბერგია".

კი, შესაძლოა, ჰუფნაგელს არ აქვს უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა ამ კლუბში, მაგრამ თუ საქმე ამაზე მიდგა, არც ჩვენი ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა თამაშობს 90 წუთს თავის ამჟამინდელ კლუბში. რად უნდა ბევრი მტკიცება იმას, რომ მენტალურად და ფიზიკურად გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელი გაცილებით უკეთესად იქნება მზად, ვიდრე ევროპის საშუალოზე დაბალი პირველობის წარმომადგენელი.

მორალურ ასპექტსაც რომ შევხედოთ, სანაკრებო შანსს ალბათ იმსახურებს ის ფეხბურთელი, ვინც თავის დროზე დაუფიქრებლად მიიღო საქართველოს მოქალაქეობა იმისთვის, რომ გამოსდგომოდა ჩვენს ნაკრებს...

ზოგადად, ვაისი ძალიან კონსერვატორია სანაკრებო სიის შერჩევისას და ის ძირითადად იმ შემადგენლობას ეყრდნობა, საქართველოში ჩამოსვლის დროს თავიდანვე რომ ჰქონდა მონახაზად. ეს გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნაკრები ცოცხალი ორგანიზმია და ის ვერაფრით გაექცევა სიახლეებს. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ ვაისი მომავალ შესარჩევ ციკლშიც იქნება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
აუცილებელუა ჰუფნაგელიც და გოგიაააც!!!
ბაჩო გ
14 სექტემბერი 2017 14:27
0
აუცილებელუა ჰუფნაგელიც და გოგიაააც!!!
ბაჩო გ
13 სექტემბერი 2017 22:44
0
ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მწვრთნელი სულ ძიებაში უნდა იყოს, ახალ-ახალი ფეხბურთელები მოიწვიოს, გამოცადოს დააკვირდეს ამას ვაისი არც გააკეთებს, ამოეწურება ვადა ატარეუს ფეხბურთელებტან ერთად და წავა, ამიტომ ამ ეტაპზე ქარტველი მწვრტნელი უნდა იყოს, იმ ქარტველს რა ვუთხრა სლოვაკზე მეტად რომ არ შესტკივა გული ქვეყნიოს ეროვნულ გუნდზე,რომელსაც ჯერ მოგება არ აქვს და იქით ვეხვეწებით კონტრაქტის გაგრძელებას.
ნუგზარი
13 სექტემბერი 2017 17:55
4
ბეგლარიშვილს დაუძახე ვაის ;)
Georgios
13 სექტემბერი 2017 17:43
2
ცოტა ხნის წინ ტავს იკლავდით არიქა ფარცვანიას დაუძახეთ როგორმე ნაკრებშიო. ის კიდევ უკრაინის პირველი ლიგის გუნდში გადავიდა. უკრაინის უმაგლესი არაა ახლა არაფერი და პირველი მით უმეტეს. აქ კომენტარების ავტორების უმრავლესობას არც ჰუფნაგელის თამაში აქვს ნანახი და არც ბევრი სხვის ვისაც ექომაგებიან.
andro
13 სექტემბერი 2017 17:32
2
ამ ბიჭს არაფერს ვერჩი, მაგრამ ჰქონდა უკვე შანსი და ვერ გამოიყენა, ჯერ კლუბში გამოიჩინოს თავი და კიდევ მიეცემა შანსი ნუ დარდობთ, აღარ გვინდა კიდე ერთი უთამაშებელი ფეხბურთელი ისედაც მრავლად გვყვავს
ზიზუ
13 სექტემბერი 2017 16:36
8
ვეთანხმები ავტორს, დღეისათვის ნაკრებში ისეთი ფეხბურთელებია მიწვეული ჰუფნაგელი ნამდვილად არ უნდა რჩებოდეს ნაკრებს გარეთ, მითუმეტეს რო ნამდვილად კარგი ბიჭია. მიეცი შანსი და იქნებ ამართლებს. ეს არ ეხება მარტო ლუკას, ზოგადად ბევრი ისეთი ფეხბურთელია რომელთა გამოძახებაც ნამდვილად შეიძლება და დაკვირვება. არაა საჭირო ერთ ბირთვზე გადაკიდება, ამას მოყვება მერე უდიდესი ჩავარდნა რპდესაც ძველები მიდიან და ახლები ვერ ახერხებენ მაღალ დონეზე თამაშს გამოუცდელობის გამო. თუმცა ავტორს ერთ რამეში არ ვეთანხმები, ზუსტადაც რო გადაწყვეტილს სიას ახვედრებენ ვაისს თუ ვინ უნდა გამოიძახოს და ვინ არა, ამიტომაცაა დღვანდელი ჩვენი ფეხბურთი ნეხვში. ყველამ დაიწყო ფეხბურთის თამაში და ჩვენ ყოველი თამაში მერე რეიტინგში ვქვეითდებით სწორედ იმის გამო რო სანაცნობო საძმაკაცოა ფედერაციაში თავმოყრილი.
giga
13 სექტემბერი 2017 15:13
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული