საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგის ასეულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
დღეს ფიფამ "ფიფა-კოკა კოლას" რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს ნაკრებს შესამჩნევი წინსვლა აქვს - 9 საფეხურით დაწინაურდა და 103-ე პოზიციაზეა.

ვლადიმირ ვაისის გუნდს 328 სარეიტინგო ქულა აქვს და საზიაროდ მაკედონიასთან იყოფს 103-ე პოზიციას.

რეიტინგ-ლისტში ეროვნული გუნდის წინსვლა მუნდიალის შესარჩევ მატჩებში ირლანდიასთან (1:1) და ავსტრიასთან (1:1) ფრედ დასრულებულმა შეხვედრებმა გამოიწვია.

ტოპ-10
1. გერმანია - 1606
2. ბრაზილია - 1590
3. პორტუგალია - 1267
4. არგენტინა - 1399
5. ბელგია - 1194
6. პოლონეთი - 1250
7. შვეიცარია - 1210
8.
საფრანგეთი - 1208
9. ჩილე - 1195
10. კოლუმბია - 1191
... 13. უელსი - 1089
... 32. სერბეთი - 789
... 34. ირლანდია - 769
... 57. ავსტრია - 632
... 156. მოლდოვა - 148
მკითხველის კომენტარები / 7 /
მარტივი ლოგიკა ვინც პიქრობს რომ დაბალი რეიტინგი გვაწყობს.დალოცვილებო რაგბში ვიხვეწებით ძლიერებს გვათამაშეთქო რომ გავიზარდოთ როგორც გუნდი და ფეხბურთში დეგრადაციას ვიტხოვთ ისედაც არ გვაკლია.ამიტომ მოგება და დზლიერ ჯგუფში მოხვედარ სამაგიეროდ შესარჩევში მოვხვდებით იოლში თუ დავწინაურდებით რეიტინგში
xoneli
12:50 05-10-2017
0
ამ წუთის მდგომარეობით საკმარისია კიდევ 20 საფეხურით წავიწიოთ წინ (რაც შინ უელსთან გამარჯვების შემთხვევაში რეალურია) და C ჯგუფში აღმოვჩნდებით და ეს ერთადერთი შანსია ქართული ფეხბურთის გადარჩენის კი არა და გადარჩენის პერსპექტივის შენარჩუნებისა, რადგან არც მაჩანჩალებს შორის პირველობაა დიდი ნუგეში და ჩვენისთანა ბედოვლათებისთვის არც ეს პირველობაა ლანგრით მორთმეული. როგორ უნდა განვვითარდეთ, თუ მხოლოდ კოსოვოს და ჰიბრალტარს შევეჯიბრებით? ძალიან ცუდი გათვლაა, თითქოს D ჯგუფში მოხვედრა რამე სიკეთეს გვიქადდეს. სად გაგიგიათ ლაჩრებს შორის უმამაცესის, ან გონჯთა შორის უმშვენიერესის ქებათა ქება?! თუ განვითარება გვსურს, C ჯგუფში მოსახვედრად უნდა ვიკლავდეთ თავს და მერე იქ ვიბრძოდეთ თავგამეტებით პირველობისა და კიდევ უფრო ელიტურ დივიზიონში გადაკვალიფიცირებისთვის. D ჯგუფში ჩარჩენილი საქართველოსთვის ორიოდე ციკლიც იკმარებს, რომ ავსტრიასთან რის ვაი-ვაგლახით გაგორებული ფრე ლამაზ და განუმეორებელ ლეგენდად იქცეს. ქართული ფეხბურთი საბოლოოდ მოკვდება და და სადღაც ლიხტენშტეინსა და სან-მარინოს შორის ჰპოვებს სამუდამო განსასვენებელს.
cotne
05:47 15-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული