საქართველოს ნაკრებმა უელსთან და სერბეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უელსთან და სერბეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა არასრული შემადგენლობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. ზესტაფონის მოედანზე ივარჯიშა. პროცესი ერთ საათს გაგრძელდა.

წლის ბოლო ორ ოფიციალურ შეხვედრაში ნაკრებს ტრავმების გამო თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე ვერ დაეხმარებიან. ორივე ფეხბურთელმა გასულ კვირას ტრავმა მიიღო და სანაკრებო მატჩებში მათი მონაწილეობა გამოირიცხა. დღევანდელ საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა
დვალი (პოგონი, პოლონეთი) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა (უგუნდოდ), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი); ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია) და დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია) თბილისში მოგვიანებით ჩამოვლენ და საწვრთნელ პროცესში 3 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ,რომ საქართველოსა და უელსის საფეხბურთო ნაკრებებს შორის, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი კარდიფში, ფრედ 1:1 დასრულდა. ამ გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე "დინამო არენაზე" ჩატარდება. ბილეთების რეალიზაცია TKT.ge-ზე და დინამოს სალაროებში მიმდინარეობს.

წყარი: http: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯანო და ოქრის გარეშე სამწუხაროდ დიდი შანსია მოგების გრაფაში ისევ ნული დარჩეს
0
ჩემთვის ოქრიაშვილი და ანანიძე ნაკრებში N1 და N2 ფეხბურთელები არიან. ძალიან, ძალიან სამწუხაროა რომ ესენი არ ითამაშებენ. კმაყოფილი ვიქნები თუ არ წავაგებთ და კარგ თამაშს ვაჩვენებთ. მსოფლიოს რეიტინგით მე-13 ნაკრებთან, თანაც ასეთ სიტუაციაში არ იქნება ცუდი შედეგი.
მერაბი1960
12:57 03-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული