[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

AutoSharing Option
მე ასე ვფიქრობ: რაც ეს რუბრიკა არსებობს, ასეთ მნიშვნელოვან თემაზე ალბათ,  არასოდეს დამიწერია. საქმე ეხება საქართველოს ნაკრების უახლოეს ორ შეხვედრას უელსსა და სერბეთთან. ეს ორი მატჩი, ნებსით თუ უნებლიეთ, მჭიდროდ გადაეჯაჭვა უეფას მიერ შექმნილ ერთა ლიგას, რომელიც საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსსა და საშუალებას აძლევს.

ახლა საქმე ასეა: თუ საქართველოს ნაკრები წარმატებით ითამაშებს ამ ორ შეხვედრაში, დიდი ალბათობით, ის ერთა ლიგის გათამაშებაში მოხვდება იმაზე წინა კალათაში, ვიდრე დღეს არის. ამის შესაბამისად, შემცირდება ჯგუფში ჩვენი მოგებისა და ევროპირველობაზე თამაშის შანსი.

რა და როგორ უნდა ვქნათ ასეთ სიტუაციაში? თემა თავისთავად ძალიან ფაქიზი და დელიკატურია. რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრი შეიძლება იყოს. ქვემოთ ჩემი აზრი უნდა გამოვხატო და ვხვდები იმასაც, რომ დიდი ალბათობით, ცხენიც შეკაზმული უნდა მყავდეს, რადგან, მინდა თუ არა, ამ აზრს აუცილებლად გამოუჩნდებიან მოწინააღმდეგეები და ვხვდები იმასაც, რომ მათი არგუმენტებიც ერთობ წონადი იქნება...

რა ვუთხრათ მათ?
რაც ეს დალოცვილი ფეხბურთი არსებობს, მისი მთავარი მიზანი გამარჯვებაა. მაშინაც კი, როცა გამარჯვება არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი და როცა შენ კედელთან არ ხარ მიყენებული. ახლა ამ ისტორიებს სათითაოდ არ განვაზოგადებ, მაგრამ ბევრი გუნდი და ნაკრები მინახავს, რომელიც მკაცრად დასჯილა საფეხბურთო ფორტუნის მიერ მხოლოდ იმისთვის, რომ მოცემულობიდან გამომდინარე, ყველაფერი არ გაუკეთებიათ ამა თუ იმ თამაშის მოსაგებად.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საშინაო ნაწილს უელსთან შეხვედრით ამთავრებს. "დინამო არენაზე" ბევრ მაყურებელს ველით. როგორ გინდა, ხალხს აუხსნა, რომ ევროპის ბოლო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენასთან შენ მოგება არ გინდა და მინდორზე მარცხს წინასწარ შეგუებული გადიხარ?!

როგორ გინდა, ვინმე დააჯერო, რომ შენ არ გინდა გამარჯვება, რომელიც ასე გენატრება და რომელსაც ჯერაც უნაყოფოდ ელი მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში? როგორ გინდა, საქართველოს ნაკრებს წაართვა თავისი, ჯერაც (იმედია, არა სამუდამო) მთავარი ნიშა მსოფლიო ფეხბურთში, რომლის მიხედვითაც ჩვენი გუნდი შესარჩევი ციკლის მსვლელობისას ერთხელ, მაგრამ ხმაურიანად კი გაისვრის ხოლმე?

ბოლოს და ბოლოს, რა უნდა უთხრას მამამ შვილს, რომელსაც 6 ოქტომბრის საღამოს სტადიონზე წაიყვანს?! რა თქმა უნდა, იდეაში, წაიყვანს იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრების ლამაზი თამაში და გამარჯვება აჩვენოს...

გასაგებია, პრაგმატული თვალსაზრისით, ჩვენი მოსაზრების გამყარება გაჭირდება. ისიც არ გვინდა, ვინმემ ზედმეტ პოპულიზმში დაგვადანაშაულოს, მაგრამ როცა ფეხბურთზე წერ, ხალხს გვერდს ვერ აუვლი, რადგან ფეხბურთი ჯერაც რჩება მსოფლიოში ყველაზე სახალხო თამაშად, რომელსაც მილიონებისთვის მოაქვს სიხარული.

როცა გარანტია არ არსებობს...
დავუშვათ, ვერ ვითამაშეთ წარმატებით უელს-სერბეთთან, ერთა ლიგაზე მოვხვდით ჩვენთვის სასურველ კალათაში - არის კი იმის გარანტია, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს აუცილებლად მოვიპოვებთ?

სხვისი არ ვიცი და, მე ასე მგონია: თუნდაც ჯგუფის შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს გარანტია არ არსებობს. ბრძოლა მოგვიწევს იქაც და აქაც. კი, უფრო ადვილი იქნება, მაგრამ არა - უადვილესი.

მეორეც: ალბათ, ყველას ურჩევნია, თბილისში ერთა ლიგის ფორმატით სან მარინო და გიბრალტარი კი არა, ცოტა უფრო ძლიერი და ანგარიშგასაწევი ნაკრებები ნახოს. თუ ჩვენ რაღაცას წარმოვადგენთ, ჩვენი მიზანი "ჯუჯებში" პირველობა კი არა, თუნდაც ამის შემდგომ საფეხურზე საკუთარი სიტყვის თქმა უნდა იყოს.

თუ ეს არ შეგვიძლია, ევროპის ჩემპიონატზე არც არაფერი გვესაქმება და რომც გავიდეთ ჩვენი კონტინენტის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე, იქ სირცხვილის მეტი არაფერი გველის. მხოლოდ ამის გამო ამხელა კომპრომისზე წასვლა კი ნამდვილად არ ღირს.

რომ არ იყოს წნეხი...
აქედანვე უნდა დავწეროთ: ეს არის ერთი კონკრეტული პიროვნების, გნებავთ, საქართველოს ნაკრების ერთი რიგითი გულშემატკივრის აზრი და ჩვენი წერილის მიზანი სულაც არ არის, ეროვნული გუნდის ფეხბურთელები წინასწარ წნეხში მოვაქციოთ. ძალიან კარგად გვესმის, რომ ამან შეიძლება დათვური სამსახური გაუწიოს ჩვენს გუნდს. მით უმეტეს, საქართველოს ნაკრები ძალიან "მგრძნობიარე" გუნდების კატეგორიას მიეკუთვნება და ის მხოლოდ მაშინ თამაშობს კარგად, როცა მის გარშემო დიდი აჟიოტაჟი არ არის ატეხილი.

თანაც, ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ ობიექტურ გარემოებებს. არც უელსზე და არც სერბეთზე ძლიერები, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ჩვენ დღეს არ ვართ. მით უმეტეს, გუნდის ორი ლიდერის, ჯანო ანანიძისა და თორნიკე ოქრიაშვილის არყოფნის პირობებში. ეს ორი მოთამაშე ხომ, გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ, ლამის ნახევარი გუნდია...

მეტიც, კარგად გვესმის, რომ არც უელსთან და არც სერბეთთან შეხვედრებში საქართველოს ნაკრები არ არის ფავორიტი არც შემადგენლობით და არც დღევანდელი სატურნირო მდგომარეობით. თავისუფლად შეიძლება, ეს ორი შეხვედრა ჩვენთვის წარუმატებლად დასრულდეს და საფეხბურთო ლოგიკაში ეს უფრო ჯდება.

უბრალოდ, ძალიან არ მინდა, რომ საქართველოს ნაკრები უახლოეს ორ შეხვედრაში მინდორზე მარცხს შეგუებული გავიდეს. მგონი, სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს ჩვენი ბიჭობის ამბავი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
gundi rkmelic wasagebsd gava moedanze,imis imedad rom mere sustebtan movxvdebito da imat vincamas mxarsuchers,egets arc gundsaaq momavali da src ers,romelic wagebit apirebs ramis migwevas....sul gamarjvebit evlos wartul nakrebsac da qartvel ersac
euhh
05 ოქტომბერი 2017 14:17
0
არცერთი მოგება არ გვაქვს უკვე 3 წელზე მეტია!
და ამ ფოnზე რას ვაჭრობთ?!
მე ფარერებთაn და გიბლარტლთაn მოგებით მოპოვებული საგზური და მერე გერმაnია, პრტუგალია აn ესპაnეთთაn ჩასვრილი nაკრები არ მიnდა!
tornike gvaramia
05 ოქტომბერი 2017 14:05
0
gundi rkmelic wasagebsd gava moedanze,imis imedad rom mere sustebtan movxvdebito da imat vincamas mxarsuchers,egets arc gundsaaq momavali da src ers,romelic wagebit apirebs ramis migwevas....sul gamarjvebit evlos wartul nakrebsac da qartvel ersac
euhh
05 ოქტომბერი 2017 13:56
0
სრულიად ვეთანხმები ავტორს და ვფიქრობ D ჯგუფიდან გასვლა უფრო გაგვიჭირდება ვიდრე ც ჯგუფიდან რადგან ყველა გუნდი ვისაც შევხვდებით მოსაგებად ითამაშებს და ბოლომდე დაიხარჯება ჩვენთან რადგან ჩვენც ხომ მათ ერთად D ჯგუფში ვიქნებით, თან ჩვენი სტატისტიკა არ დაგვავიწყდეთ სუსტ გუნდებთან ვერ ვიგებთ მენტალიტეტის გამო რომ ჩვენ მათზე ძლიერები გვგონია თავი და ბოლოს ისე გამოდის რომ მაკედონიასთანაც კი 1 ქულის აღება წარმატებად ჩაითვალა რადგან 2:0 ვაგებდით, რით ვართ დაზღვეული იმისგან რომ სან-მარინო ან ფარერები იგივეს არ გაგვიკეთებს, თან ფარერებთან მოგებული 1:3 არ დაგვავიწყდეს მაშინ მათ არ გაუმართლათ პენალტი ვერ გაიტანეს 1:1 ის რომ გაეტანათ დარწმუნებული ვარ მოიგებდა ფარერები, ამიტომ მოსაგებად უნდა გავიდეს ნაკრები აუცილებლად. წარმაატებები საქართველოს ნაკრებს ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო.
roma
05 ოქტომბერი 2017 11:37
0
ყველაფერს თავი დავანებოთ გირსების საკითხია.მერე მეორე გვინახავს ჩვენ, ჩვენი გუნდი ხორვტიასთან მომგები და ცოტა ხანში მალტასთან შერცხვენილი.ამიტომ ის რომ უფრო გავალთ დაბალი დივიზიოიდან არარის მთლად ასე სტატისტიკურად ჩვენი გუნდი დაბალ დონის გუნდებთან მოსაგებს ვერ იგებს.გაიხსენეთ ქეძბაიას დროს ნაკრები,ჩივაძის მერე არც მწვთნელის დროს არ გქვონია შანსი გასვლის ასეთი მაგრამ ვერ მოუგეთ მალტას ლიტვას. და რა თმაში ვეთამაშეთ ბერძნებს ბოლოს რომარა მათი არაკაცური საქციელლლი თარგამძეს რაც გაუკეთეს შეგნებულად10 კაცით დაგვტოვეს.მოგება გვეკავა ხელში.ჩემი აზრით ჩვენს ნაკრებს თუ ბოლომდე დაიხარჯებიან და გაგვიმეთლებს ტრანვებზე D დივიზიონიდანაც გავალთ.10 ულში იყო ხორვატიაც და ცოტა ხნის წინ უელსიც თუარ ვცდები და რა ვერ ვემაშეთ?
xoneli
05 ოქტომბერი 2017 09:28
0
იცით რა სხვაობაა ჩვენს აზროვნებასაც და დასავლურ აზროვნებას შორის.აი ბოლო მაგალითი-ისეთ მწვრთნელს როგორიც ანჩელოტია ბოლო ორ თამაშში ნაჩვენები შედეგი არ აპატიეს და გაუშვეს.იმიტომ რომ დიდი გუნდია, თავმოყვარეობა აქვთ და არ დაგეძებენ სახელს.ჩვენ კიდევ ერთი თამაში ვერ მოვიგეთ ჯერჯერობით შესარჩევ ციკლში და მწვრთნელს ხელშეკრულებას უგრძელებთ,პროგრესიო.მეც არ ვარ მწვრთნელების ხშირი ცვლის მომხრე, მაგრამ რაგაც კრიტერიუმი ხომ უნდა არსებობდეს.მთავარი მე მგონი არის ნაჩვენები შედეგი.შედეგი კი სახეზეა-არც ერთი გამარჯვება....
კახა ქირია
05 ოქტომბერი 2017 05:13
3
და ინგლისში დასავლურ აზროვნებასთან როგორ არიან? ვენგერი რაც თავი მახსოვს არსენალის მწვრთნელია. მე არც მაგის ჩემპიონობა მახსენდება და არც ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავენ მაინც და მაინც
Soo
05 ოქტომბერი 2017 10:44
3
ექსპრესგამოკითხვა რომ მოაწყოთ დილიდან არ გამოვა? საინტერესოა როგორ განაწილდება ხალხის აზრი. გთხოვთ მოახერხეთ როგორმე 5 წუთიც არ უნდა ამის გაკეთებას. პირადად რათქმაუნდა ავტორის მოსაზრებას სრულიად ვუჭერ მხარს.
emigranti
05 ოქტომბერი 2017 02:00
1
რა თქმა უნდა მოგებაზე უნდა ვითამაშოთ აქ ორი აზრი არც შეიძლება იყოს! D ჯგუფიდან გასვლას მირჩევნია ც ჯგუფში ცოტა ნორმალურ გუნდებს ვეთამაშოთ და ვერ გავიდეთ! ნაკრებში ახალგაზრდები და ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელია რომლებსაც ეს ტურნირი ძალიან წაადგებათ... აბა კოსოვოს და გიბრალტართან თამაში რას მოგვცემს ჩვენ, თორემ იმათთვის შანსია ისტორიაში პირველი გამარჯვება ჩვენთან იზეიმონ....
Gio
05 ოქტომბერი 2017 00:51
0
chemtvis piradad jobda yoveltvis jobia ibrzolo da waago,vidre gibraltars da sanmarinos mogebit movxvdet evropaze
euhh
04 ოქტომბერი 2017 21:45
0
და დ ჯგუფში რომ მოვხვდებით იქ ვინმეზე მეტი ვიქნებით?ისევე იფიქრებს დანარჩენი გუნდი გასვლაზე როგორც ჩვენ.ასეა ეს:)ასე,რომ ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ თუმცა.........
ლაშა
04 ოქტომბერი 2017 21:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული