უელსთან მატჩისთვის ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელით ემზადება. ოფიციალურ თამაშამდე ბოლო ვარჯიშს ნაკრები,შეხვედრის მასპინძელ "დინამო არენაზე" ჩაატარებს.
გაგაცნობთ საქართველოსა და უელსის ნაკრებთა 5 ოქტომბრის განრიგს:
17:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
18:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება თავისუფალია მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის)
19:00 უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერნეცია
19:30 უელსის ნაკრების ვარჯიში (
მედიის აკრედიტაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ, 5 ოქტომბერს, 14 საათიდან 17 საათამდე
"დინამო არენას" მედია ცენტრში.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი,დანია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).
საქართველოსა და უელსის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.ge-ზე და დინამო არენას სალაროებში შეგიძლიათ
საქართველო - უელსის მატჩი, დინამო არენაზე, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით