"შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 6 ოქტომბერს, უელსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
-
დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.

ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.

- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
-
რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.

მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...

- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
-
ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
-
ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 111 /
იძახიან კიდე ზოგიერთები ფეხბურთელები არ გვყავსო ისლანდია არის პირველ ადგილას თავის ჯგუფში 200 000 კაცი ცხოვრობს სულ მაგ ქვეყანაში და ფარელები კი მე 4 ადგილასა 6 გუნდიან ჯგუფში და 2 მოგება აქვთ ჩვენ კიდევ მოლდოვასაც კი ვერ მოვუგეთ და მოგების გარეშე ვართ 4წაგება 5 ფრე 400 მილიონი ჩაიდო ბიუჯეტის ფული სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთის განვითარებისთვის ან ერთგან ან მეორეგან როგორც ვითარდება ქართული ფეხბურთი შეხედეთ!! ეტყობა რამე განვითარების ან პერსპექტივის ??
daTo
07 ოქტომბერი 2017 00:55
2
korupciaa fexburtshi da magitom ar aris progresi.atamasheben nacnobobit nakrebshi unicho cexburtelebs bavshta gexburtshic igive xdeba .ert stadions ashenebs 4 kompania fotshi magram mainc ver amtabrebs 5 millions iparaven biujetidan xvdebi exla ratomac vart eset dgeshi?
Lasha
07 ოქტომბერი 2017 08:55
2
თავმოყვარე მწვრთნელი აქამდეც წავიდოდა ნაკრებიდან რატომ გაუშვეს ცხადაძე ჩემთვის გაუგებარია ნაკრებს ეტყობოდა მისი ხელი კარგ თამაშს აჩვენებდა გუნდი და საქართველოს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს ეს დაამტკიცა ყველა პერიოდმა რომ უცხოელი სპეციალისტები ქართულ ნაკრებში ვერაფერს ახერხებენ ცხადაძე უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და კობიაშვილმა უნდა დააბრუნოს ეგ კაცი.
daTo
06 ოქტომბერი 2017 23:22
6
ვაისი არის საშუალო მწვრთნელი, რაც დღევანდელმა თამაშმაც დაგვანახა.ვერაფერი ვერ გააწყვეს ცენტრს იქით,უბრალოდ არ იცოდნენ როგორ გადასულიყვნენ მეტოქის ნახევარზე და რა ექნათ.თან ერთი თავდამსხმელი...და რაც ყველაზე უცნაურია ტიპი იშტაზე მოდის და ნახეთ რა თავხედურ განცხადებებს აკეთებს არცერთი მოუგებელი თამაშის ფონზე.თუმცა რატო არა რო,იქით ეხვეწებიან კონტრაქტის გაგრძელებას.ამათი უთავმოყვარეო....მაგისთანა მწვრთნელები ჩვენთანაც არის.რა პროგრესია ერთი ეს დამანახა,და რისი და ვისი იმედი უნდა გვქონდეს.წინათაც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ-ვუყურებ როგორც ევროპულ ისე ლათინ.ამერიკის და კონკაფაფას ქვეყნების გუნდების თამაშებსაც.საქართველოსავით არ თამაშობს არავინ,ესე უნიათოდ, უაზროდ და უჯიგროდ.და კიდევ გაძრომას რომ ცდილობენ რაგაც ხრიკებით ევროპის ჩემპიონატზე...ვერანაირად ვერ მოხვდებიან ესენი მასშტაბურ ტურნირებზე,დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა
კახა ქირია
06 ოქტომბერი 2017 23:33
3
ეს თქვა ქეცბაიამაც მეტიკი არაფერი და ერის მოღალატედ გამოაცხადეს ლამის! 1:0 რო აგებ სახლში და მცველი გამოგყავს რამე ახალია? 3 თავდასხმელი რო გიზის სკამზე? ან ვაწაძე რო გყავს 3 თამაშში 4 გოლი რო აქ გატანილი და ვაფშე არ იძახებ ეგ რა ბაზარია?
Dati
07 ოქტომბერი 2017 12:24
0
ამან მეც მაჯობა...
ქეცბაია
06 ოქტომბერი 2017 23:25
3
მილტონ ჰეიგი იტყოდა "ჩვენი"
ესაა ჩემი კომენტარი
07 ოქტომბერი 2017 17:05
2
იმიტომ რომ ისეთი სახელმწიფოდან არის , რომელიც სხვა სახელმწიფოს ტრადიციებსა და კულტურებს პატივს სცემს, ეს სჩვევიათ ავსტრალიელებს, ამერიკელებს, ბრიტანელებს და დასავლურ-ევროპულ სახელმწიფოებს, სადაც ჩადიან იქაურ ქუდს იხურავენ , რუსეთის ქართველი ელჩი რომ იყო, ისიც კი არ საუბრობდა მაგალითად ქართულად და ამერიკის ყველა ელჩი ქართულად საუბრობდა ვინც კი აქ ჩამოვიდა, მილტონიც საუბრობს ქართულად
ვახტანგი
07 ოქტომბერი 2017 18:22
3
ამას თუ ფედერაცია კონტრაქტს უხანგრძლივებს, ჩვენ აღარ გავუხანგრძლივოთ კონტრაქტი არც ერთს და არც მეორეს.
guri
07 ოქტომბერი 2017 12:18
4
მწვრთნელი რომ იწყებს ფეხბურთელებზე წუწუნს, არ მივარგაო, ნახეთ სად თამაშობენო(რაც ყველამ ვიცით), გასაშვებია. პირდაპირი დემოტივაციაა ფეხბურთელების. ეს გუნდს ვერასდროს მოაგებინებს (შეიძლება გაუვარდეს ერთხელ).
Misha
07 ოქტომბერი 2017 11:38
3
მგონი დაგვცინის
გია
07 ოქტომბერი 2017 00:35
2
ეს რო გასაშვებია ფაქტია! კუპერს გადაუჯოკრა)) ეს არაა მომგები და გუნდის დამყენებელი
dato
07 ოქტომბერი 2017 12:02
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული