"შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 6 ოქტომბერს, უელსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
-
დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.

ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.

- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
-
რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.

მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...

- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
-
ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
-
ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 111 /
da ra azri aqvs vin iqneba mwvrtneli ...Cxadadzes mistirit estonettan 0:3 -is shemdeg da tan yvela gadzaxodit tavis shvils ratom idzaxebso ...an axalgazrdebze rom gaidzaxit gvarebs ar davwer gadaxedet gushindel shemadgenlobas savse iyo egretwodebuli "gapiarebuli varskvlevebit " ...magram 5:2 waages manamdis 0:3 ...ase rom visi imedi gvaqvs ?!?! ubralod sheveguot imas rac gvaqvs da iqneba kidev minimum 10 weli...ai tu vinme gamogvigzavna gmertma romlebic daarsebs sworad evropulad ( ucxoeli specialistebit) gamartul sportskolebs fsigologebis chatvlit ...da tu am skolis agzrdilebidan 5-6 mainc moxvdeba top chempionatis gundebis dziridat sostavshi ( torem 1an 2 kaci somxebis magalitzec chans) da 10-15 kaci sashualo chempionatebis wamkvan gundebshi ai egeti dziritadi birtvi tu iqneba tan sul sxva fsiqologiit da saqmisadmi midgomit ...ai mere vibrazot mwvrtnelebze federaciebze da ase semdeg ...da tu eg gvinda moxdes odesme djer chven erma shevicvalot ( davibrunot ufrosworad) saqmisadmi midgoma sulertia ra dargic unda iyos egre qveyanac dalagdeba yvela yvelaferic rom tavis adgilze dadgeba mashin sportsac eshveleba ...egre shen araferi aketo da mxolod sxvebs txovde da akritikebde sofelic ki ar ashendeba qalaqze da qveyanaze xom zedmetia saubari ...xom isini cvengan gansxvavebit ragacas mainc wvaloben djaxiroben da cdiloben rom gaaketon ar gamodit magram cdiloben ..vin fexburtis tamahs vin mis swavlas ...ase rom an djer cven shevicvalot an motminebit velodot gmertis sachuqrebs rodis gviwyalobebs ...da davelodot motminebit ..!!!
Auue
07 ოქტომბერი 2017 13:30
0
Fexburtis federacias vtxov vaisis xelshi nakrebis tamashi momwos burtis kotroli uket tamashoben ro ver vigebt es vaisis brali araris es aris chveni fexburtelebis dabali klasi vaxadot vais nakrebtan mushaoba tore ert dxeshi ver dawyobs vaisi guds amas dro chirdeba ertis vityvi kide rsto ver vigebto ragoniat chveni fexburtelebi ro movtxovot gida tu ara y ela tamashi movigoto roca arian dabali klasis fexburtelebi fiz momzadeba akliat sidzlisre sistrafe dxes chemo kargebo dxevadel fexburtshi texnika ar shvis fizikurad uda iyvnen dzlierad da siswrafe uda qodet qedzbaiac amas abobda da tqven qveynis moxaleted acxadebdit gadavxedot saqartvelos chepionac ra dabali donea,sashineleba sanam saqrtvelos chepionati iqneba dabal doneze verafers mivaxwevt me maic maqvs imedi axali taba modis nichierebi arabidze qutateladze ravici kide sxvebi gveshveleba qart elebo amas dro uda da mocda tu ar vichqarebt yvelaferi kargad iqneba tu vichqarebt araferi gamova viqnebit sul ert adgilas mivcet vais kide shasi 4 wliani kotaktit davelodot movlenebs
irakli
07 ოქტომბერი 2017 12:52
3
ჯერ ირლანდიასთან და ავსტრიასთან უნდა წაეგო ვაის მაგრამ ანანიძის თითო საგოლე პასმა უშველა. აი უელსთან კი ანანიძემ ვეღარ უშველა. იმიტომ გაიძახდა ვაისი ანანიძე უნიკალური მოთამაშეაოოოოოო!! უელსთან სანამ სხირტლაძე არ გამოვიდა საქართველოს საერტოდ ცენტრიდან არ შეუტევია, მარტო ფლანგიდან ფლანგზე გადაქონდათ ბურთი!!
რამ შეუშალა ხელი ვაისს დაეყენებინა სასტავი 4-2-4 სისტემით !!?? აი შემადგენლობაც იმ ფეხბურთელებიდან ვინც ყავდა: მეკარე-მაკარიძე, მარცხენა მცველი-ხოჭოლავა(მეორე ტაიმში ნავალოვსკი), ცენტრები-კვირკველია და კაშია, მარჯვენა მცველი-კაკაბაძე, ნახევარ დაცვა მარცხნივ მერებაშვილი, მარჯვნივ ჯიღაური (მეორე ტაიმში ჭანტურია), შუაში- კანკავა,გვილია(მეორე ტაიმში ყაზაიშვილი),თავდასხმა-სხირტლაძე ქვილითაია.
უფრო შემტევი, გინდაც წაეგო, მაინც წააგო რა აზრი ქონდა დაცვით ვარიანტს ვერ გამიგია ვეღარსად ვერ გავდიოდით. მწვრთნელია პასუხის მგებელი სასტავის დაყენებაზე და მარტო მის ხელშია ვინ გამოვა სათამაშოდ!!!!!
მწვრთნელი
08 ოქტომბერი 2017 13:36
0
ტავმოყვარე მცვრტნელი ტვიტონ ცავიდოდა მაგრამ ამას ხო ნამუსი არააქ ფედერაციის მაფია მუსჰაობს ერტი კრიტერიუმი დაასახელოს რისტვის გირს მისი გაჰერება,ცადიიიი ცადიიიი მოგვსჰორდი ვაისსსს.სანამ ვაისია მე სტადიონზე არ მივალდ აამიტ ვიტყვი ჰემ პროტესტს
bajo
08 ოქტომბერი 2017 12:39
2
კონტრაქტს რომ ხელს აწერდა მაშინ სხვა გუნდებში თამაშობდნენ თუ რაშია საქმე.ანდა ეხლა რატო ცდილობ ს გაგრძელებას,შეიძლება რაღაც იცის და გვიმალავს(მაჩესტერში,ბარსაში,რეალში,ბავარიაში მიჰყავთ თურმე ჩვენი ფეხბურთელები.ამას გაუგია ჩუმად)
კახა ქირია
08 ოქტომბერი 2017 01:56
2
ლობანოვსკის ვარჯიშები უნდათ ამათ რომ კლავდა სირბილით
გრაფი
07 ოქტომბერი 2017 22:52
1
ვინ გვინდა? - მ დაპოსტა აქ და მე
ფედერაციის ტროლი მგონია..ერთთადერთია ვინც ითხოვს ვაცადოთ ვაისსო- სწორ ფეხბურთს ათამაშებსო! ((
ყური მიგდე
07 ოქტომბერი 2017 21:50
4
არცერთი ევროპული ქვეყანა ვაისს არ აიყვანს (თუ არ ჩავთვლით ჩვენზე დაბალ დონის) ცოტა კარგი რეპუტაციის მწვრთნელი კიდევ ჩვენთან არ მოვა პრესტიჟს გაუფრთხილდება იციან რო წარმატებას ნაკლებად მიაღწევენ,ვაისს კიდე დასაკარგი არაფერი აქვს სლოვაკეთმა გაუშვა სხვაგან ნაკრებში არც უმუშავია ასე რო მაგას დარჩენა უფრო აწყობს. ასე რომ მე პირადად უცხოელ მწვრთნელებში ფული ყრა არ მიმაჩნია მართებულად.გადახედეთ ყოფილ უცხოელ მწვრთნელებს იშოვეს ფული და გაქრნენ ვინმე ევროპაში გამოჩენილა.
დავით
07 ოქტომბერი 2017 20:23
3
შევქმნათ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ლიდერი (1,2 და 3-ე ადგილზე გასულებიდან) გუნდებიდან გამორჩეული ფეხბურთელების ალტერნატიული ნაკრები და ვათამაშოთ ვაისის ნაკრებთან.
აი ნახავთ შედეგს. იქნება 3:0 ალტერნატიული გუნდის სასარგებლოდ. მეორე თამაშზე იქნება 5:0.
დამიჯერეთ
07 ოქტომბერი 2017 19:20
2
მომეწონა ეს აზრი,შეიქმნას ალტერნატიული ნაკრები მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატე მოთამაშეებისაგან,გავაჯიბროთ ვაისი თუ უისის ნაკრებს და გამარჯვებულმა იბურთაოს ევროპის და მსოფლიო მუნდიალებზე.
otari
08 ოქტომბერი 2017 14:26
0
CHAATARET GAMOKITXVA VISUNDA VAISI ROM DARCHES....ME ARMINDANAMDVILAD
euhh
07 ოქტომბერი 2017 11:53
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული