ოცნებები ეროვნულ ნაკრებზე: 3 თავისუფალი მწვრთნელი ევროპაში

AutoSharing Option
გულშემატკივრებში კვლავ აქტუალურია, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის ნაკრებში ყოფნის საკითხი. ქომაგებს შორის არაერთგვაროვანი მოსაზრებებია და ფედერაცია საბოლოო გადაწყვეტილებას, სერბეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ მიიღებს.

ევროპაში ძალიან ბევრი თავისუფალი მწვრთნელი მოიძებნება, რომელიც შეიძლება საქართველოს ნაკრებში ვერ დანიშნონ, მაგრამ ოცნებას ვერავინ ვერ დაგვიშლის.

გთავაზობთ 3 თავისუფალ მწვრთნელს, რომლებსაც კარიერის გაგრძლება საქართველოს ნაკრებში არც კი უფიქრიათ.

3. ლუი ვან გაალი
Sportall.Ge
შოთა დაკავებულია, მაგრამ ლუი თავისუფალია და 66 წლის მენეჯერი ახალ სამუშაოს ეძებს. თავის მომავალს ჰოლანდიელი ყოველთვის ისეთ გუნდს უკაშირებს, რომელსაც ვარსკვლავებისა და
ახალგაზრდა ფეხბურთელების შეთავსებით ააშენებს.

ვან გაალს ჰოლანდიის ნაკრების გარდა, სხვა ნაკრები არასდროს გაუწვრთნია. მაგრამ, რომ წარმოვიდგინოთ თუ როგორ გაახალგაზრდავებს საქართველოს ნაკრებს და აღზრდის ჩვენს ფეხბურთელებს, ოცნებად ნამდვილად ღირს და რეალობა ძალიან შორსაა.

2. ტომას ტუხელი
Sportall.Ge
44 წლის მწვრთნელისა და "დორტმუნდის" გზები გაიყარა. ბევრი ვარაუდობდა, რომ მას "ბაიერნის" მწვრთნელად ვიხილავდით, მაგრამ მიუნხენელებმა არჩევანი ჰაიკენსზე შეაჩერეს.

გერმანელ მწვრთნელს მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოპოვებული, წინა სეზონში გერმანიის თასი მოიგო. საქართველოს ნაკრებში ალბათ დაცვით ფეხბურთს აირჩევდა და უფრო მეტად დაეყრდნობოდა ინდივიდუალისტ ფეხბურთელებს.

1. კარლო ანჩელოტი
Sportall.Ge
ამ შემთხვევაში ოცნებაც ვეღარ გვიშველის და შეგვიძლია მაღალ ხმაზე ოზი ოსბორნის "Dreamer"-ს მოვუსმინოთ. ეროვნულ ნაკრებზე ბოლო პერიოდის ჩვენი იმედები, ხომ ოცნებებზეა დამოკიდებული და ჩვენგან ცვლილებები ყოველთვის შორსაა.

რას შეცვლიდა კარლო ჩვენთან? შეიძლება ყველაფერიც შეეცვალა და შეიძლება ვერაფერიც. ანჩელოტი, რომ საფეხბურთო გენიოსია ამაზე მისი ტიტულებიც მეტყველებს და ნამდვილად არ გარისკავდა, ჩვენს ნაკრებში მუშაობას. რომც გარისკოს, ალბათ ფინანსურად ვერ დავაკმაყოფილებთ მის მოთხოვნებს და საერთოდ მას ისევ იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება სურს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
ხე ფესვებით ხარობს,გიჟი იმედებითო
nika
08 ოქტომბერი 2017 20:22
1
Daabrunet cxadaze; garda shvilis gamozaxebisa, kvelaperi kargat mikavda
Giorgi
08 ოქტომბერი 2017 21:16
4
ჩვენი ფეხბურთელების საქმე ასეა არა შეჯდა მწყერი ხესა
თამაზი
08 ოქტომბერი 2017 16:03
2
ეეეეეეეე, ვიოცნებოთ,ოცნებას კაცი არ მოუკლავს ჯერ!!!! (სხვა რა დგვრჩენია).
რამ ტარირო
08 ოქტომბერი 2017 12:57
2
ბოსკამპი იყო მგონი იმ კაცის გვარი მწვრთნელი რომ იყო ჩვენი ნაკრების, "მენტალიტეტ დებილ" რომ ეძახდა ჩვენებს, ხოდა მაშინ იმ კაცს შეეძლო ჩვენი დაყენება ევროპის გზაზე , მკაცრი და მომთხოვნი იყო, მარა არ აცალეს ადრე წავიდა.ხოდა თუა ის ცოცხალი, მოვიყვანოთ ერთი წლით და გადავხედოთ თუ დადგება სწორ გზაზე. ისე თუ ახალ სისტემაზე გადადის ევროპა და ჩვენ ვითამაშებთ სუსტ გუნდებთან ,მაშინ რად გვინდა უცხოელი და ფულის გადაყრა. ჩვენები ისედაც გავლენ ნიჭის წყალობით
ბოსკა
08 ოქტომბერი 2017 13:29
2
ფეხბურთზე ოცნებამ ხომ ჩაგვხადა, ბიძოს "ოცნებამ" კი გვიხმარა და აწი მართლა შემძულდა ეს სიტყვა. ეგება ქართველოლოგებს ვთხოვოთ სხვა ანალოგი(სინონიმი) მოგვიძებნონ.
emigranti
08 ოქტომბერი 2017 23:42
3
მაინცდამაინც ვანგაალსაც გინდათ კარიერა დაუნგრიოთ
Zsza
08 ოქტომბერი 2017 20:57
1
რაც უფრო ბუნდოვნად გამოიყურება ჩვენი ფეხბურთი , მით უკეთესად იჯიბავენ ფულებს ათეთრებენ ქართული ფეხბურთის მამები, რა საცოდავად გამოიყურებით, ფედერაციის მესვეურებო , ნეტავ ჩემი თვალებით დაგანახათ .................................ი ვისაც გაწყობთ დღევანდელი გაურკვეველი სიტუაცია ქართული ფეხბურთის!!!
gulshematkivari
08 ოქტომბერი 2017 16:51
1
ცხადაძე დააბრუნეთ!
giorgi
08 ოქტომბერი 2017 16:31
9
დიდი მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება მწვრთნელი, გუნდს გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გააჩნია. სულ მეორე ნომრად თამაშობენ. გამტანიც არავინაა, ნახევარდაცვის იმედზე, რომ ვინმე გაიტანს თამაშის აწყობა უაზრობაა. უცხოელის ჩამოყვანაც არ არის საჭირო, ისევ ჩვენი მწვრთნელი აჯობებს, თანხას მაინც დავზოგავთ.
მერაბი
08 ოქტომბერი 2017 21:06
1
კონტე არ წავა ? ფერგიუსონიც შეიძლება :)
avtors
08 ოქტომბერი 2017 13:00
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული