გიორგი მერებაშვილი: ჩვენ გამარჯვება არ გვაქვს, ვეცდებით, ნავსი გატყდეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა სერბეთთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- სამწუხაროდ, აღარ გვაქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მოტივაცია დიდია. რთული თამაში იქნება. ჩვენ გამარჯვება არ გვაქვს. ვეცდებით, ნავსი გატყდეს.

- თუ ესაუბრეთ თქვენს ყოფილ თანაგუნდელებს "ვოევოდინაში"?
- დუშან ტადიჩი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჩვენ ბოლო დროს არ გვისაუბრია. ჩვენ ვმეგობრობთ, მაგრამ ხვალ ეს მეგობრობა გვერდზე გადაიდება. თუ მინდორზე გავალ, მაქსიმუმს გავაკეთებ ნაკრებისათვის.

- თქვენ არაერთხელ გითამაშიათ ამ სტადიონზე...
-
პირველად "დინამოსთან" ერთად უნდა მეთამაშა აქ, მაგრამ ბარათების გამო გამოვტოვე ის შეხვედრა. მერე "ვოევოდინასთან" ერთად ვითამაშე არაერთხელ. გულშემატკივარი აქ მეთორმეტე მოთამაშეა, მაგრამ ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.

ალეკო კაკაურიძე სერბეთიდან

- [ალეკო კაკაურიძე სერბეთიდან] ჰო თუ არა – რას იტყვის ვლადიმირ ვაისი?
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჰოპპა! ამას ხუმრობაც სცოდნია. თქვენ პირველ ყოვლისა ძირითადი მეტოქისათვის (მოლდოვოსთვის) უნდა გეჯობნათ, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრებს პირველი მატჩიც მოუგო (!) და გაგვათახსირა. მოიგებთ არა ...
zurab
10:44 09-10-2017
1
წარმატებები ბიჩებო გენაცვალეთ თქვენ მაინტერესებს ხვალე 21 წლის ბიწების თამაშის ლაივი თუ იქნება ვინმემ მომწეროს
gura
11:01 09-10-2017
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული