საქართველოს ნაკრებმა ბელგრადში ივარჯიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას სერბეთში გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი სერბეთის დედაქალაქში 8 ოქტომბერს, ჩარტერული რეისით ჩავიდა.

ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 23 ფეხბურთელით ივარჯიშა.

საფეხბურთო კლუბ "ცრვენა ზვეზდას" რაიკო მიტიჩის სახელობის სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა.

ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და სერბეთთან მატჩისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ოქტომბერს სერბეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
))) ucbad wavikitxe satauri:saqartvelos narebshi "beglarashvilma"ivarjishao)))
euhh
11:55 09-10-2017
0
ნავალოვსკი და მერებაშვილი არ დაგავიწყდეთ ათამაშეთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან
lasha
17:21 09-10-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული