საქართველო-სერბეთი 0:0 - პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის მატჩს სერბეთის ნაკრებთან მართავს. ბელგრადში, "მარაკანაზე" მიმდინარე შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

თამაშის პირველ ნახევარში ორივე გუნდი ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ ამ კომპონენტში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა და ბურთის ფლობა 53% ჰქონდა.

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, მე-17 წუთზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ვაკო გვილიამ მეტოქის კარში ზუსტად პირველად დაარტყა და  სტოიკოვიჩმა სეივი მიითვალა. მეორე ზუსტი დ
არტყმა 32-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა შეასრულა, მაგრამ მეტოქის კიპერს ამ ბურთის აღებაც არ გასჭირვებია.

მატჩის 37-ე წუთზე, მეკარესთან ერთი- ერთზე გასულმა გიორგი ქვილითაიამ დარტყმას დრიბლინგი არჩია და მეტოქის მცველებმა ბურთის ართმევა ადვილად მოახერხეს. საბოლოოდ ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო. პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა.

ვლადიმირ ვაისმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:
მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი, გვილია, კანკავა (კ), აბურჯანია, ყაზაიშვილი, ქვილითაია, ჯიღაური.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული