სერბეთმაც მოგვიგო, შესარჩევი მოგების გარეშე დავასრულეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის მატჩი სერბეთთან ბელგრადში, "მარაკანაზე" გამართა და ანგარიშით 1:0 დამარცხდა.

თამაშის პირველ ნახევარში ორივე გუნდი ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ ამ კომპონენტში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა და ბურთის ფლობა 53% ჰქონდა.

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, მე-17 წუთზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვაკო გვილიამ მეტოქის კარში ზუსტად პირველად დაარტყა და  სტოიკოვიჩმა სეივი მიითვალა. მეორე ზუსტი დარტყმა 32-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა შეასრულა, მაგრამ მეტოქის კიპერს ამ ბურთის აღებაც არ
გასჭირვებია.

მატჩის 37-ე წუთზე, მეკარესთან ერთი- ერთზე გასულმა გიორგი ქვილითაიამ დარტყმას დრიბლინგი არჩია და მეტოქის მცველებმა ბურთის ართმევა ადვილად მოახერხეს. საბოლოოდ ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა.

მეორე ნახევარში მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და რამდენიმე შეტევა განახორციელეს. 57-ე წუთზე მიტროვიჩს ჰქონდა 100%-იანი შანსი, მაგრამ გიორგი მაკარიძემ იყოჩაღა. 68-ე წუთზე ნემანია მატიჩის დარტყმის შემდეგ, ბურთი კარიდან ჯაბა კანკავამ გამოიტანა.

მატჩის 73-ე წუთზე საქართველოს ნაკრები უტევდა, რასაც გიორგი ქვილითაიას შეცდომა და სერბეთის ნაკრების კონტრშეტევა და გოლი მოჰყვა - 1:0.

ვლადიმერ ვაისმა
78-ე წუთზე განახორციელა პირველი შეცვლა - მოედანზე გიორგი ქვილითაიას ნაცვლად გიორგი მერებაშვილი გამოვიდა. მწვრთნელმა მეორე ცვლილებას 82-ე წუთზე მიმართა - გიორგი აბურჯანიას ნაცვლად ლადო დვალიშვილი შემოიყვანა. 86-ე წუთზე მოედანზე შემოვიდა ლუკას ჰუფნაგელი, რომლის დებიუტი გამოდგა ოფიციალურ შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებში.

საბოლოო ჯამში, მასპინძლებმა სასურველი 3 ქულა მოიპოვეს და ამ გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ადგილით გავიდნენ. საქართველოს ნაკრებმა კი 5 ქულით, მე-5 ადგილზე დაასრულა საკვალიფიკაციო ეტაპი.

ვლადიმირ ვაისმა არჩევანი ამ თამაშში შემდეგ ფეხბურთელებზე გააკეთა: გიორგი მაკარიძე, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, რავით ხოჭოლავა, გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ჯაბა კანკავა (კ), გიორგი აბურჯანია (82' ლადო დვალიშვილი), ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ქვილითაია (78'გიორგი მერებაშვილი), ჯაბა ჯიღაური (86' ლუკას ჰუფნაგელი).
სერბეთმაც დაგვამარცხა და საკვალიფიკაციო გამარჯვების გარეშე დავასრულეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 52 /
"ძველი ბიჭებისგან" არის გასაწმენდი, უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთის ფედერაციაც და სახელმწიფო სტრუქტურებიც!!! მანამდე არაფერში არაფერი არ გვე შვე ლე ბა !!!
antibneleti
13:36 10-10-2017
1
უსუსურიც კი ცოტაა,საზიზღრობა ქვია ჩვენ თამაშს...უბრალოდ მანამდე აღარაფერს ვამბობ,გოლის გაშვების მერე რამდენი უკან პასი გაკეთდა,ვითომ მეტი გოლი რო გაგვეშვა ვიღუპებოდით და პირველად წავაგებდით ორი ან მეტი ბურთით.არცერთი გააზრებული შეტევა,შემთხვევის იმედად მოგერიებული ბურთები,ერთი სიტყვით მართლა მიღწევა და "მისალოცია" რო ბოლო ადგილზე არ დავრჩით!!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული