"ვეჩერნი ნოვოსტიმ" საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მაღალი შეფასება მაკარიძეს დაუწერა

AutoSharing Option
ბელგრადში "რაიკო მიტიჩის" სტადიონზე 40 ათასმა მაყურებელმა არნახულად დაუჭირა საქართველოს ნაკრებთან მატჩში მხარი სერბეთის ეროვნულ გუნდს, რომლის მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა "ვეჩერნი ნოვოსტის" განუცხადა, რომ თამაშის წინ ჰიმნის მოსმენისას და თამაშის დასრულების შემდეგაც თვალზე ცრემლი მოადგა, შესარჩევი ციკლი ურიგოდ არ ჩაუტარებიათ, მაგრამ ამ მატჩში გამარჯვება ყველაზე უფრო  გაუჭირდათ.

აღნიშნულმა გამოცემამ ორივე გუნდის ფეხბურთელების თამაში შეაფასა.

სერბეთი: სტოიკოვიჩი 7, ივანოვიჩი 7.5, მაქსიმოვიჩი 6.5, ტოშიჩი 6.5, რუკავინა 6.5, მატიჩი 7, გუდელი 7, კოლაროვი 7, ლიაიჩი 6 (61. პრიოვიჩი 8), ტადიჩი 7, (89. კოსტიჩი),
მიტროვიჩი 7, (76. მილივოიევიჩი)

საქართველო: მაკარიძე 7, კაკაბაძე 6, კაშია 6.5, ხოჭოლავა 6, ნავალოვსკი 6.5, გვილია 6, კანკავა 6, აბურჯანია 6 (84.დვალიშვილი), ყაზაიშვილი 6.5, ჯიღაური 6 (87. ჰუფნაგელი), ქვილითაია 6.5, (78. მერებაშვილი)
მკითხველის კომენტარები / 15 /
სადაა ფეხბურთელები, და მათი თავმოყვარეობა, ფულში ცურავენ და პატივს არ ცემენ გუშემატკივრებს,ყურებით უნდა მიაბათ ვიდეოებთან და აყურებინოთ თითქმის უფასოდ, მხოლოდ სამშობლოს და ხალხის სიყვარულით გულანთებულები როგორ ფეხბურთს თამაშობდნენ: მაჩაიძეები,ყიფიანი,გუცაევი,ჩივაძე,დარასელია,მესხი,მეტრეველი,ძოძუაშვილი,შენგელია........... და კიდევ ბევრნი, ესენი კი მხოლოდ იმიტომ გაიქნევენ ხანდახან ფეხს იქნებ ცხვარივით ვინმემ გვიყიდოსო, ვინ გიყიდით მეცხვარე ფარერები? არა მათ ბევრი ყავთ თქვენნაირი და კიდევ უფრო უკეთესი ჯიშის ცხვრები.
ლევანი
13:13 12-10-2017
0
მოყოლილს გიყვებით: ,,ჩვენი სასიქადულო პოეტი გრიშაშვილი თბილისის დინამოს ,,ჩავარდნის" პერიოდში ,,დინამო"-ს სტადიონზე თამაშს ესწრებოდა თურმე, ის ამ დროს ასაკში იყო უკვე,ხოდა დინამოს უჭირს ქომაგები კი ყვირიან მიდი ,,დინამო" მიდით ბიჭებოვო, მარა ვერაფერი, ბოლოს წამომდაგარა პოეტი და ხმამაღლა უთქვამს: ,,ხალხო ჩემმა ცოლმა რაც არ უნდა მიძახოს მიდი იოსებ მიდიო, როცა აღარაფერი შემიძლია რა, შეძახილი მიშველისო"
დათო
13:06 12-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული