სერბეთი-საქართველო 1:0 - კარგად ვითამაშეთ... სერბების ნერვებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერბეთის ნაკრები მისთვის ძალიან მნიშვნელოვან, სიკვდილ-სიცოცხლის მატჩში "მარაკანაზე", ბელგრადული "ცრვენა ზვეზდას" ლეგენდარულ სტადიონზე დაუხვდა საქართველოს ეროვნულ გუნდს. სერბეთს ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა საიმისოდ, რათა მშვიდად გაენაღდებინა რუსეთში გასამართავი მუნდიალის საგზური...

მარაკანას ჯადოსნობები
"მარაკანაზე" მატჩის დაწყებამდე საათნახევრით ადრე მივედით. თამაშის წინა დღეს ბელგრადში წინასამატჩო აჟიოტაჟი თითქოს არ იგრძნობოდა, მაგრამ გუშინ სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვალა.

თითქოს, ნახევარი ბელგრადი მოწყდა და თავისიანების საქომაგოდ ზვავით წამოვიდა. ცხადი იყო, მასპინძლები დიდი ზეიმისთვის ემზადებოდნენ. სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით რამდენიმე სიურპრიზი მოგვიმზადა. თვით სერბი ჟურნალისტებიც
ნაკლებად ელოდნენ სასტარტო თერთმეტეულში დუშკო ტოშიჩისა და ნემანია გუდელის გამოჩენას. მუსლინმა ძირითადში გაამწესა ადემ ლიაიჩი - ერთ დროს ევროპის გამორჩეულ ტალანტს საქართველოს ნაკრების კართან კრეატიული თამაშით უნდა გაემწვავებინა სიტუაცია...

ვლადიმირ ვაისმა სიტყვა შეასრულა და უელსთან მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში კორექტივები შეიტანა. შანსი მიეცათ გიორგი მაკარიძეს, დავით ხოჭოლავას, გიორგი აბურჯანიასა და ჯაბა ჯიღაურს.

შემადგენლობისთვის თვალის ერთი გადავლებაც კი საკმარისია იმის სათქმელად, რომ მართლაც მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ ვაისმა საკმაოდ შემტევი შემადგენლობა აირჩია. ეს ალბათ იმადაც, რომ საქართველოს ნაკრებს თითქმის ყოველგვარი წნეხის გარეშე უნდა ეთამაშა...

შეხვედრის დაწყებამდე თითქმის ბოლომდე გადაჭედილმა "მარაკანამ" ერთხმად დასჭექა. მართლაც დიდებული მოსასმენია სერბი ქომაგების ხმაშეწყობილი სიმღერა და ისიც, თუ როგორ ასრულებენ ისინი ერთხმად ეროვნულ მელოდიებს...

თამამად ვიტყვი: მსოფლიოს არაერთ სტადიონზე ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ქომაგობა არსად მინახავს. ახლა უკვე ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რატომ არის გულშემატკივარი სერბეთის ნაკრების მე-12 მოთამაშე...

ერთადერთი, რაშიც უნდა გავკიცხოთ ჩვენი მეტოქის ქომაგები, ის არის, რომ სტვენაში ჩაახშვეს ადგილობრივი დიქტორის ხმა, რომელმაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გვარ-სახელები გამოაცხადა. სხვა მხრივ, ეს მართლაც დიდებული სანახაობა იყო, რომელიც კაცმა უთუოდ უნდა იხილო, თუ ამის შანსი და საშუალება გაქვს...

სამაგიეროდ, სერბმა ქომაგმა ტაში დაუკრა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, სერბეთის ჰიმნი კი მთელმა სტადიონმა ერთხმად იმღერა. კიდევ ერთი ბონუსი სერბებს - განსაკუთრებული ქომაგობისთვის.

ახლა ზუსტად ვიცი, რატომ იწყებოდა ძალიან ხშირად სერბთათვის მთავარი ამბები ამ სტადიონზე და, არცთუ იშვიათად, ეს არ იყო მხოლოდ საფეხბურთო წიაღსვლები...

მატჩი
სერბეთის ნაკრებმა თამაში აქტიურად დაიწყო და "რომას" მცველმა ალექსანდრ კოლაროვმა შორეული დარტყმით შეამოწმა გიორგი მაკარიძის საიმედოობა - საქართველოს ნაკრების მეკარე აუღელვებლად დაუხვდა "შორეულ მოსაკითხს".
სასტარტო მღელვარებამ რომ გადაიარა, საქართველოს ნაკრებმა ბურთის დაჭერა შეძლო. დაახლოებით მეათე წუთისთვის მთელმა სტადიონმა ერთხმად დასჭექა, რომ კოსოვო სერბეთია...

მე-14 წუთზე სერბების კარისკენ პირველად გავიხედეთ. ვაკო გვილიამ შორიდან დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ზოგადად, პირველი 15 წუთი ჩვენმა გუნდმა ტაქტიკურად ძალიან სწორად ითამაშა. მალევე ისევ გვილია მოექცა მოვლენების ეპიცენტრში, როცა მისი დარტყმული მეკარე ვლადიმირ სტოიკოვიჩმა უკუაგდო.

მე-5 წუთზე დაცვაში შეგვეშალა, მაგრამ ლიაიჩმა ფეხზე ვერ შეიმაგრა ბურთი. არადა, ეს რომ ექნა, გვარიან ხიფათს ვერ ავცდებოდით.

33-ე წუთზე ლიაიჩმა ძალიან სახიფათოდ შეასრულა ჯარიმა. ბურთი ზემოდან გადასცდა მაკარიძის კარს. საქართველოს ნაკრების პასუხმა არ დააყოვნა. ჯაბა ჯიღაურის დარტყმა და სტოიკოვიჩი საიმედოა. 36-ე წუთზე მშვენიერი საგოლე შანსი გვქონდა, თუმცა გიორგი ქვილითაიამ სვლაზე ვერ წაიღო ბურთი.

...და გიორგი მაკარიძე! საქართველოს ნაკრების მეკარემ "ფეხი დატოვა" და დუშან ტადიჩის უაღრესად სახიფათო დარტყმა მოიგერია.

ტაიმი სერბთა მომენტით დასრულდა. შეტევაში ჩართული ნიკოლა მაქსიმოვიჩის თავური არაზუსტია. სერბები თავიანთ ნაკრებს გასახდელში გამაყრუებელი სტვენით აცილებენ...

ფაქტია, რომ პირველ ტაიმში მუსლინის გეგმამ არ იმუშავა. საქართველოს ნაკრებმა კი დიდი კონცენტრაციითა და თავდადებით ითამაშა. რაც მთავარია, არ იყო ბავშვური შეცდომები...

მეორე ტაიმი მასპინძელთა სახიფათო შეტევით გაიხსნა. გუდელის დარტყმას სიზუსტე დააკლდა. იქვე, მაკარიძემ ითამაშა საიმედოდ. გამოჩნდა, რომ მუსლინმა შეგირდებს გაცილებით მკაცრი პრესინგი დაავალა, ვიდრე ეს იყო პირველ ნახევარში.

55-ე წუთზე მაკარიძემ ერთხელაც გადაგვარჩინა, როცა ალექსანდრ მიტროვიჩის თავური მოიგერია. სერბთა წნეხი აშკარად გაიზარდა. ვნახეთ საქართველოს ნაკრების ერთი კარგი შეტევა და მასპინძელთა მოძალებები, თუმცა ქართველი მცველები ძალიან დამაჯერებლად თამაშობდნენ.

70-ე წუთზე კიდევ ერთხელ გადავრჩით. დაახლოებით 12 მეტრიდან ნემანია მატიჩის მიერ დარტყმული ბურთი ძელთან მდგომმა ჯაბა კანკავამ ცარიელი კარიდან გამოიტანა. 73-ე წუთზე ქართველ მცველებს მიტროვიჩმა დაასწრო, მაგრამ უშედეგოდ.

74-ე წუთზე მაინც გავუშვით გოლი. თანაც ბურთი უწყინარ სიტუაციაში დავკარგეთ. სწრაფი კონტრშეტევა და მიტროვიჩის პასით შორეულ ძელთან გახსნილმა მისმა სეხნია პრიოვიჩმა ოსტატურად შეაგდო. კლასიკურ კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს, რომელიც შემტევი გუნდის შეცდომას მოჰყვება ხოლმე...

...და ქართველთა დიდებული შანსიც - ვაკო ყაზაიშვილი უაღრესად ხელსაყრელი სიტუაციიდან შემობრუნებით ურტყამს, თუმცა უშედეგოდ.

ვაისმა შეცვლებით სცადა სიტუაციის გამწვავება, მაგრამ ამ საქმიდანაც არაფერი გამოვიდა.

წავაგეთ მატჩი, რომელიც ჩვენი ლიდერების, თორნიკე ოქრიაშვილის, ჯანო ანანიძისა და ლევან მჭედლიძის ყოფნის პირობებში, შეიძლებოდა, არც წაგვეგო...

...ის, რაც მატჩის დასრულების შემდეგ "მარაკანაზე" მოხდა, ძალიან რთულად აღსაწერია. დაიწყო ნამდვილი ზეიმი და იმწამსვე ვიხილეთ ფოიერვერკების ზღვა. სერბებს მართლა გვარიანად სცოდნიათ წარმატების აღნიშვნა.

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რას იზამს მუნდიალზე სერბეთის საკმაოდ სიმპათიური ნაკრები. ფაქტია, ქართველებმა მაგრად ითამაშეს მასპინძელთა ნერვებზე, თუმცა ეს სანუგეშოდ არ კმარა...

მატჩის შემდეგ
ვლადიმირ ვაისი: თუ გოლი არ გაიტანე, თამაშს ვერ მოიგებ
სლავოლიუბ მუსლინი: საქართველომ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ

მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა. D ჯგუფი. X ტური
10.09. ბელგრადი. რაიკო მიტიჩი. 52 000 მაყურებელი
სერბეთი-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 პრიოვიჩი (73)
სერბეთი (4-3-3): სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, ნიკ. მაქსიმოვიჩი, დ. ტოშიჩი - მატიჩი, გუდელი, კოლაროვი - ლიაიჩი (60. პრიოვიჩი), მიტროვიჩი (76. მილივოიევიჩი), ტადიჩი (89. კოსტიჩი).
სათადარიგოები: იოვანოვიჩი, რაიკოვიჩი, ობრადოვიჩი, ნასტასიჩი, ნემ. მაქსიმოვიჩი, გაჩინოვიჩი, მილუნოვიჩი, ველიკოვიჩი
მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი
საქართველო (4-1-2-2-1): მაკარიძე - კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი - კანკავა - გვილია, აბურჯანია (82. დვალიშვილი) - ყაზაიშვილი, ჯიღაური (86. ჰუფნაგელი) - ქვილითაია (77. მერებაშვილი).
სათადარიგოები: ლორია, კვასხვაძე, ლობჟანიძე, კვირკველია, კვეკვესკირი, ჭანტურია, დვალი, შერგელაშვილი, სხირტლაძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: ქვილითაია (20), მატიჩი (43), ნიკ. მაქსიმოვიჩი (70), პრიოვიჩი (75), გვილია (86)
არბიტრი: პაველ გილი (პოლონეთი).

სხვა მატჩები
უელსი-ირლანდია 0:1
გოლი: 0:1 მაკკლინი (57)
უელსი (4-1-4-1): ჰენესი - განტერი, ე. უილიამსი, ჩესტერი, დევისი - ალენი (37. ჯ. უილიამსი) - კინგი (65. ვუდბერნი), რემზი, ლოურენსი, ლედლი - რობსონ-კანუ (71. ვოუკსი).
ირლანდია (4-4-2): რენდოლფი - კრისტი, დაფი, კლარკი, უარდი - არტერი (78. უელანი), ბრეიდი, მეილერი, ჰენდრიკი - მაკკლინი, მერფი (90+2. ლონგი).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოლდოვა-ავსტრია 0:1
გოლი: 0:1 შაუბი (69)
მოლდოვა (4-2-3-1): ჩებანუ - ბორდიანი, ბოლოჰანი (86. პაირელი), ეპურეანუ, როზგონიუკი - იონიცა, ანტონი - პლატიცა (80. ამბროსი), კოციუკი, ივანოვი (70. კოჟოკარი) - გინსარი.
ავსტრია (4-2-3-1): ლინდნერი - ბაუერი, ლინჰარტი, დანსო, ვობერი - გრილიტჩი, ბაუმგარტლინგერი - შაუბი, კაინცი (59. ლაზარო), არნაუტოვიჩი (81. შიობესბერგერი) - ბურგშტალერი (45+2. იანკო).
გაძევება: იონიცა (55. მოლდოვა)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
თქვენი ბაქიაობა აღარავის სჭირდება, კარგად ითამაშეთ კი არა კვახი, ცხრილში ჩაიხედეთ და ნახავთ თქვენს შედეგს, კალათბურთშიც ეგრევე იყო, სატესტო თამაშები (არაფრის მომცემი) მოიგეთ და ზეცაში აფრინდით, ევრობასკეტზე ოთხეულში იყავით თქვენი ვიწრო ჭკუით, მაგრამ ჯგუფში ჩარჩით და კუდამოძუებულები დაბრუნდით უკან. ასეა ეს
isko
12 ოქტომბერი 2017 10:13
0
ჯობია ცუდად ითამაშო და მოიგო.ასე ჯობია,ისტორიაში იწერება ვინ მოიგო და არ ვინ კარგად ითამაშა.
maxo
11 ოქტომბერი 2017 10:45
0
იქნებოდა დამაკმაყოფილებელი რეზულტატი, მაგრამ კვლავ ყაზაიშვილი წაგოიმდა სიხარბით.
ოკრიბელი
11 ოქტომბერი 2017 00:19
1
ვაისი არის მევრთნელი რომელიც მართალია ცდილობს გუნდი ათამაშოს თანამედროვე ფეხბურთი მაგრამ არაა ის მწვრთნელი რომელიც გამოადგება საქართველოს ნაკრებს, ის არ თამაშებს ჩვენ სტილს, ვერ მუხტავს გუნდს მოსაგებად, ხშირად არჩევს არასწორ ტაქტიკას, არასწორ ფეხბურთელებს. არადა ფეხბურთელების ამ რესურსით შეიძლებოდ ამაინც რომ ერთი თამაში მაინც მოგვეგო ციკლში. მოგებას რომ თავი გავანებოთ გუნდმა უნდა ითამაშოს ქართული ფეხბურთი, შერწყმული თანამედროვეობასთან. რასაც ვაისის ხელში ვერ ვხედავთ. ბოლო ორ თამაშში გუნდს აშკარად ეტყობოდა რომ წინ წასვლის და შეტევის ეშინოდა. მარტო ერთი წელი მოანდომა საკუთარი გუნდის ფეხბურთელების ბოლომდე შესწავლას. გასაგებია რომ ფეხბურთელებიც ძალიან დავბლი დონის გვყავს მაგრამ ისეთი გუნდები და ფეხბურთელები აღწევენ წარმატებას, ჩვენ ფეხბურთელებზე ბევრი არაფრით მჯობნი, რომ კარგი მწვრთნელის ხელში ამ ფეხბურთელებითაც შეიძლება რაღაცის მიღწევა, თან იმ დროს როცა ასე გაიოლებულია მოხვედრა დიდ ტურნირებზე. ვაისი უნდა წავიდეს მაგრამ იმ პირობით თუ ცხადაძე მოვა ისევ, სხვანაირად აზრი არ აქვს.
ფაშა ძლიერი
11 ოქტომბერი 2017 00:04
2
გ მილიონები ბავშვებს დაახარჯეთ და შედეგი 4-5 წელიწადში მოვა.
გია
10 ოქტომბერი 2017 20:57
0
ფხბურთის ეშველება მაშინ რედესაც უცხოეთშნატამაშები ფეხბურთელები შექმნიან ბავშთა სკოლებს იქნებიან მწვრთნელები ჩაუდგებიან კლუბებს სათავეში ჩვენთან კი რახდება ზოგიმინისტრია ზოგიპარლამენტარი გამგაბელი და კიდევსხვა ათასი გარდაფეხბურთისა ყიფიანი ჩივაძე სულაქველიძე გაბელია ძველებზე აგარაფერს ვიტყვი რა ამატზე ნაკლები ფეხბურთელები იყვნენ. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები მაგრამ მათი სწორე აღზრდის სისტემა არგაგვაჩნია.
tedo
10 ოქტომბერი 2017 20:02
1
ნაკრებმა დაგვანახა ყველა ის დადებითი შედეგი, რაც მწვრთვნელის მუშაობის ხარისხს ასახავს: ტაქტიკა, სტრატეგია, თამაშის დაგეგმვა მოწინააღმდეგის შეს-წავლით, მოთამაშეების შერჩევა- კონკრეტული მატჩისდათვი(დაბალი არჩევანის პირობებში), მაგრამ გოლის გატანას ესაჭიროება მოთამაშეების კლასი, ალღო, რასაც მწვრთნელი ვერც დაგეგმავს, ვერც ასწავლის. ეს არის მოთამაშის ინდივიდიალური ინსტინქტი, ან რაც გინდათ სხვა დავარქვათ, რაც ჩვენმა მოთამაშეებში ძალიან დაბალ დონეზეა.
დასკვნა: მწვრთნელმა იმუშავა მაღალ პროფესიონალურ დომეზე და მუშაობა უნდა გააგრძელოს. მისი პროფესიონალიზამი ემოციების ფონზე არ უნდა შევაფასოთ
devi
10 ოქტომბერი 2017 19:29
2
სადაა ფიზ. მომზადება,გოლის გატანის მომენტი გაიხსენეთ, ბურთიან კაცმა სირბილში ყველას გაუსწრო.თავიზე წინ მდგომებსაც კი.

მწვრთნელი კი არაფერ შუაშია. თუმცა უცხოელი დათანაც დაბალი რანგის მწვრთნელი ჯობია, რომ მან თავის პოზიციების ამაღლებაზეც იფიქროს
და მთავარი სანამ საქართველოს გუნდები, დროებით (ერთ-ორი მაინც) არ ჩაებმება რუსეთის ან უკრაინის (ისე რუსეთი ჯობია) ღია ჩემპიონატებში ფეხბურთელთა კლასი და თამაშის აზარტი ვერ გაიზრდება, თორემ ა ბატონო ეთამაშეთ გორს, კასპს, საგარეჯოს, საჩხერეს, ფოთსა და ფოთუმს და რა ჩიტიც გვიჭირავს კი ხედავთ.
დათო
10 ოქტომბერი 2017 15:37
18
აა, კიდო?
უცხოელი თანაც დაბალი რანგის პროფესიონალი ...
10 ოქტომბერი 2017 17:12
1
რა რუსეთის ჩემპიონატში?...
ხო არ უბერავ?
10 ოქტომბერი 2017 16:31
2
xalxo mazoxisebad rom gadaikecit ver xvdebit to? ramdensjer unda werot es statiebi da komentarebi "shesanishnavad vitamashen magram wavaget" es nakrebi tavisi mwvtnelit da pederaciit nagavshi arian gadasayreli, jurnalistebo geyot "trakis lokva" daweret simartle rom parchakebi vart da sheveshvat ambiciur tlikins
sandro
10 ოქტომბერი 2017 14:54
5
არ ვიცი ვაისი რას აკეთებს. სინჯულობს სხვადასხვა ვარიანთებს? არ ვიცი. ამდენი ძახილის და წერის შემდეგ ამოაგდო კვირკველია და დააყენა ხოჭოლავა და ყველამ დაინახა, რომ გაამართლა, ვისაც ფეხბურთი ესმის რა თქმა უნდა, ასევე გაამართლა მაკარიძემ, ლორია ხომ წაგებასთან ასოცირდება. შეცდომა იყო მერებას არ დაყენება ჯიღაურის ნაცვლად, დვალიშვილი მესიაა თუ ვერ გავიგე, უნდა შემოეყვანა სხირტლაძე, ნავალას მაგივრად დვალი და რავიცი, ჭანტურიას ამ თამაშში ფეხსაც არ გაანძრევინებდნენ და დიდი ალბათობით თრამვასაც მიიღებდა, რადგან ზედმეტად მატავისტები ხშირად იმტვრევიან. კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ვაკოს ან ხედვა აკლია, ან ღორობს, იქ ბურთი უნდა დაეგორებინა, კანკავას სისწრაფე აშკარად დააკლდა გოლის დროს, თუმცა კარგად ითამაშა. გამოჩნდა ჯანოსა და ოქრის ფასი.არ ვიცი ვაისის წასვლა, დარჩენა ნაკრებს რას მოუტანს, მაგრამ კაცი აშკარად დაბნეულია, მან ალღო ვერ აუღო საქართველოს. ცხადაძის მომხრე არა ვარ, ჰქონდა კარგი თამაშებიც და ცუდიც, მისი ბიჭი სრაზუ არ უნდა დაეყენებინა, მაშინ მასზე უკეტესები იყვნენ მგონია, ეს ჩემი აზრია, თუმცა მიც ხელში ნაკრებმა შეტევა დაიწყო. მაინც მგონია რომ კარგი იქნებოდა იტალიელი, ესპანელი, პორტუგალიელი ან ჰოლანდიელი საშუალო ევროპული დონის მწვრთნელი, რომელსაც მიზნად დაუსახავ უპირობოდ ჯგუფიდან გასვლას და იქნება დამოუკიდებელი. იმედია გაისიდან ლორია კანკავა დვალიშვილი და ნავალა ისედაც არ იქნებიან, პენსია უწევთ უკვე. ვაისი დამთავრდა, ახლა დ ჯგუფიდან ფეოლაც გაიყვანდა გუნდს. ახალი ხალხი და ახალი გუნდია საჭირო, პოტენციალი და რესურსი გვაქ, მხოლოდ ნიჭიერი ფილოსოფიის მქონე მწვრთნელი და ფედერაციის ასევე მიზანმიმართული შედეგზე ორიენტირებული მუშაობაა საჭირო. ყველას უნდა მიეცეს შანსი და ეს ბოლო 5 წუთი არ უნდა იყოს
vaso
10 ოქტომბერი 2017 14:44
4
ბიჯო, ერთი ნავალოვსკია შორიდან მიწოდებული ბურთის გაჩერება და დამუშავება რომ შეუძლია, თავს არ ზოგავს სხვა მის თანაგუნდელებს თუ ყველაფერში ვერა, ბევრ რამეში სჯობნის. რას ერჩი მაინც ვერ გავიგე?! ის კი არა ჩემი ნება რომ იყოს, როცა ოქრი არაა, მაგას იმ მარცხენა ფრთაზე წინ გავწევდი შემტევ ნახევარმცველად...
aburjga
10 ოქტომბერი 2017 17:21
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული