სლავოლიუბ მუსლინი: საქართველომ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ სერბეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა სლავოლიუბ მუსლინმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

9 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში სერბეთის ნაკრებმა ბელგრადში საქართველოს ეროვნულ გუნდს მინიმალური ანგარიშით სძლია - 1:0.

- სერბეთი-საქართველო 1:0 - კარგად ვითამაშეთ... სერბების ნერვებზე [VIDEO]

"ჩვენ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. შედეგი ერთიანობამ მოგვიტანა. მძიმე თამაში იყო. მეტოქემ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ. ვულოცავ ჩემს ყველა ფეხბურთელს.

ბევრს არ სჯეროდა სერბეთში, რომ შევძლებდით მუნდიალზე გასვლას. ბევრი მიწუნებდა ზედმეტ სიმკაცრეს. გუნდი ბოლომდე ამყვა და შედეგიც
სახეზეა.

მინდა მივულოცო ჩემი გუნდის ყველა წევრს. თქვენ ხედავთ, როგორ უჭირთ გრანდებს მუნდიალზე გასვლა. ჩვენი ეს წარმატება დამსახურებულია".
მკითხველის კომენტარები / 5 /
გეთანხმები რატი,მარა ჯობია სხვა უცხოელი უფრო მკაცრი და არა გამოჩენილი მწვრთნელი, რომელიც გუნდის წარმატებით თავის თავის სახელის დამკვიდრებასა და თუნდაც გრანდებში შესვლასაც დაისახავდა მიზნად, თუნდაც ის რუსი ან უკრაინელი ყოფილიყო.
გიორგი
10 ოქტომბერი 2017 15:45
3
უძლიერესი მწვრთნელია ეს. ეს და სიომინი თავისი საქმის მაგარი პროფესიონალები არიან.
შაკო
10 ოქტომბერი 2017 13:48
2
შენ რომელ თამაშს უყურე? ბადეები არ დაგვიხევია მაგრამ არც ცალკარა ყოფილა
oeee
10 ოქტომბერი 2017 11:42
4
გვეღადავება ტიპი. ცალკარა გვეთამაშნენ და მეტოქემ უკეთ ითამაშაო (ალბათ 5:0-ს გეგმავდნენ და ეგ იგულისხმა)
Dato
10 ოქტომბერი 2017 10:46
17
რამ გაგამწარა, რა 5:0 წაგებაზე საუბრობ. თანაბარი თამაში იყო, პირველ ტაიმში ჩვენ ვჯობდით კიდეც. ინგლისის და იტალიის საუკეთესო კლუბებში მოთამაშე სერბებს ძალიან გაუჭირდათ გამარჯვება. მიმაჩნია, რომ ვაისი საქართველოს ნაკრების საუკეთესო მწვრთნელია.
რატი
10 ოქტომბერი 2017 12:42
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული