ლევან კობიაშვილი: ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვართ

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში, გადაცემა "ცენზურის გარეშეს" სტუმარი იყო. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ისაუბრა.

"საქართველოს ეროვნული ნაკრების შედეგი აბსოლუტურად მიუღებელია. ის, რომ შესარჩევი დავასრულეთ მოგების გარეშე, ძალიან ცუდია. მე ვერ შევძლებ ავხსნა, რა მოხდა. ფაქტია, რომ თამაში ვერ მოვიგეთ და შესაბამისად, მოგების გრაფაში გვიწერია 0.

პირველი მე ვარ ალბათ, ვისთვისაც მიუღებელია ასეთი შედეგი და ამ ყველაფერზე გული მწყდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულშემატკივართა უმრავლესობა დამეთანხმება, რომ სხვა გუნდი არის მოედანზე და არც ერთ მატჩში მოწინააღმდეგეზე
ცუდად არ გამოიყურებოდა.

ეს არის გუნდი, რომელიც ბოლომდე იხარჯება, ფეხბურთს თამაშობს და ამ შესარჩევში მაღალი სათამაშო ხარისხი აჩვენა. ამას აღნიშნავს ყველა, მოწინააღმდეგეთა მწვრთნელები, მოთამაშეები და გაცილებით სხვა დამოკიდებულებაა ჩვენი გუნდის მიმართ.

მე არ ვიძახი, რომ ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა. რასაკვირველია, ჰქონდა შეცდომები, როგორც ჩვენ, როგორც ფეხბურთელებს და ისევე, როგორც ყველას.

შეცდომები რომ არ დაგვეშვა, სხვა შედეგი გვექნებოდა, ამას არავინ არ გაურბის.

რის გამო ახდენს მწვრთნელი ყოველთვის ცვლილებას? რაღაციდან გამომდინარე ხდება, ხომ? ერთადერთი თამაში, სადაც ჩვენს ნაკრებს ყველა წამყვანი ფეხბურთელი, ვისზეც არის დაფუძნებული ჩვენი გუნდი, კარდიფში უელსთან მატჩში გვყავდა. მაშინ ერთადერთი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გვაკლდა. ყველა სხვა მატჩში იყო შემადგენლობაში პრობლემები.

მწვრთნელს როდესაც ფეხბურთელები აკლია, ეძებს სხვადასხვა ვარიანტს. ყველა თამაშში გვიწევს ცვლილებების განხორციელება. აქედან გამომდინარე, რაღაც ამართლებს და რაღაცა ვერა.

იგივე მოლდოვაში მოპოვებული ერთი ქულა ჩემთვის არ არის საკმარისი, რადგან 3 ქულა გვქონდა დაგეგმილი. პირველი ტაიმის შემდეგ, როცა მწვრთნელმა ჩათვალა, სხვა ტაქტიკით გვეთამაშა, ისიც რაღაც მიზეზიდან გამომდინარე, მეორე ტაიმში სულ სხვა ფეხბურთი ითამაშა გუნდმა. ანუ რისი თქმა მინდა, გუნდი თუ თამაშს იგებს, შესაბამისად, არც მწვრთნელი დააპირებს, შეცვალოს ფეხბურთელები.

ჩვენ ყველა თამაშის წინ გვაკლდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, განსაკუთრებით, ბოლო ორი თამაში მინდა გამოვყო. ამ შეხვედრებში ძირითადი ბირთვი, ვინც რაღაცას ქმნის შეტევაში, გვაკლდა, რის გამოც მწვრთნელს უწევდა რაღაც ცვლილებების განხორციელება.

ჩვენ ახალ კონტრაქტზე დაწყებული გვაქვს დიდი ხანია, ვლადიმირ ვაისთან საუბარი. ეს არ ხდება ერთ დღეში, ორივე მხარე ფიქრობს რაღაცებზე, თუნდაც ფინანსურ დეტალებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდეს.
მკითხველის კომენტარები / 51 /
როგორც ფეხბურთელს მეც უდიდეს პატივს ვცემდი მაგრამ როგორც ფედერაციის პრეზიდენტს ვერანაირს . არ უნდა ჩაიბარო ის საქმე რაც არ იცი ეს არის კაცობა. ვთქვათ ჩაიბარე და მიხვდი რომ ვერ ქაჩავ მაშინ მაინც უნდა გეყოს ადამიანობა და წახვიდე. ვთქვათ არ გეყო ადამიანობა მაშინ ხალხს უნდა სცე პატივი და გაჩუმდე. შედეგი არის 0 და პერსპექტივაც 0. ჩვენი ჯიბიდან კი ფული იფლანგება .
zuu
12 ოქტომბერი 2017 10:18
0
საინტერესო ის ფაქტია, რომ ყველა სფეროში ასეთები ხართ, მხოლოდ ფულზე ფიქრობთ და ამიტომაცაა სხვის დაკრულზე გაცეკვებენ, რასაც იმსახურებთ სწორედ ის გაქვთ, მეტის ღირსი თქვენ აღრა ხართ
lami
12 ოქტომბერი 2017 10:07
1
ფულის გათეთრებაც ამას ჰქვია ჯოოოოოოოოოოოო, ნაკრებს ერთი თამაშიც არ მოუგია (ფრედ დამთავრებულებიც მოწინააღმდეგე გუნდების დაგეგმილი იყო თავიანთ სასარგებლოდ) დამდგარა ეგ ვაჟბატონი და ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს ვაისს?ეტყობა შეხმატკბილებულად მუშაობდნენ ფულის გათეთრების დროს და რათ უნდა ახალი მწვრთნელი?
keili
12 ოქტომბერი 2017 10:04
1
არიქა არ გაგექცეთ ვაისი, დაიჭით ეგ კაცი თორემ რა გვეშველება, მსოფლიოს უძლიერესი კლუბები ნადირობენ მასზე, მის გამარჯვებებზე საუბრობს მთელი ევროპა...რათ გინდათ ფეხბურთი, უკვე არ ხართ თქვენ ფეხბურთის მოთამაშე ხალხი, დაანებეთ თავი მაგ სპორტს თავი ბიძია, ვარჯიში თქვენ არ გინდათ, შრომისმოყვარე თქვენ არ ხართ და ფული კი გინდათ,მაგრამ ვერ მოგართვიიიიიიიიიით, აპა კობიაშვილმა რა წაიღოს სახლში, ამას ჰქვია მთავარია მონაწილეობის მიღება და არა გამარჯვება, უსუსური ქვეყნის დევიზი...
runi
12 ოქტომბერი 2017 09:58
0
იქნებ კალაძე დანიშნოს მთავარ მწვრთნელად?მერად მაინც არაფერს ივარგებს და ფეხბურთში კიდე 5-6 წელი შესძლებენ არაფრისკეთება ქეცბაიასა და სააკაშვილის 9 წლიან სისხლიან რეჟიმს გადააბრალონ.ვაისი არა ბებიაჩემი.მთელი საქართველო გადასულია ბიუჯეტის და ფედერაციების ფულის ჭამაზე.ვის სცალია ფეხბურთისთვის ან საერთოდ სპორტისთვის.
simartle
12 ოქტომბერი 2017 09:55
0
საიდან მოაქვთ ამდენი ნაცარი, ლაფათკით რომ გვაყრიან თვალებში?! ან ასეთს რას შოულობ, კობი, ახლო წარსულში ხალხის შენდამი უსაზღვრო სიყვარულზე მეტი რომ გიღირს?! რით ვერ გაიგეთ: ქართულმა ფეხბურთმა თქვენი ბიზნეს-აქტივობის ასპარეზად კი არა, ხალხის გულის გასახარად უნდა იარსებოს, ან არ იარსებოს საერთოდ!!!
ცოტნე
12 ოქტომბერი 2017 09:21
1
დადონ საჯაროდ ვაისის კონტრაქტი,დარწმუნებული ვარ თანხა მილიონებზე ადის,იყოფენ ალბათ ამ თანხას ეგენი,რანაირად შეელევა ვაისს?
eeeeex
12 ოქტომბერი 2017 08:01
1
ეს კიდევ ფსკერი არ არის ყველაფერი წინ გვაქვს. სანამ ამათ არ გამოვყრით ფედერაციიდან. თურმე სწორი მიმართულებით ვითარდებით...ამათ რომ კითხო
megre
12 ოქტომბერი 2017 02:14
1
ფედერაციას ჭირდება კარგი მენეჯერი და არა კალაძის საძმაკაცო. ამათ სიჭინავა ჯობდა მართალია ცირკის მაგრამ მენეჯერი მაინც იყო
megre
12 ოქტომბერი 2017 02:08
3
იქნებ გვაღირსონ და ან გაზეთმა "ლელომ" ან რომელიმე ინტერნეტ რესურსმა დადოს ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტის დეტალური ხარჯვის ნუსხა და აკონტროლონ ეს პროცესი. ეს სია აბსოლიტურად გამჭვირვალე უნდა იყოს და თუკი არ ან ვერ შესრულდა რომელიმე კონკრეტული დასახული ამოცანა ან კეთილი ინებონ და დაწვრილებით ახსნან თუ რატომ მოხდა ასე ან იალა ფედერაციიდან. არ გაუტკბათ ამ აფერისტებს ჩვენი ფულით გრიალი და მერე კიდე აქეთ პრეტენზიები.
ირაკლი
12 ოქტომბერი 2017 01:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული