ლევან კობიაშვილი: ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვართ

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში, გადაცემა "ცენზურის გარეშეს" სტუმარი იყო. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ისაუბრა.

"საქართველოს ეროვნული ნაკრების შედეგი აბსოლუტურად მიუღებელია. ის, რომ შესარჩევი დავასრულეთ მოგების გარეშე, ძალიან ცუდია. მე ვერ შევძლებ ავხსნა, რა მოხდა. ფაქტია, რომ თამაში ვერ მოვიგეთ და შესაბამისად, მოგების გრაფაში გვიწერია 0.

პირველი მე ვარ ალბათ, ვისთვისაც მიუღებელია ასეთი შედეგი და ამ ყველაფერზე გული მწყდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულშემატკივართა უმრავლესობა დამეთანხმება, რომ სხვა გუნდი არის მოედანზე და არც ერთ მატჩში მოწინააღმდეგეზე
ცუდად არ გამოიყურებოდა.

ეს არის გუნდი, რომელიც ბოლომდე იხარჯება, ფეხბურთს თამაშობს და ამ შესარჩევში მაღალი სათამაშო ხარისხი აჩვენა. ამას აღნიშნავს ყველა, მოწინააღმდეგეთა მწვრთნელები, მოთამაშეები და გაცილებით სხვა დამოკიდებულებაა ჩვენი გუნდის მიმართ.

მე არ ვიძახი, რომ ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა. რასაკვირველია, ჰქონდა შეცდომები, როგორც ჩვენ, როგორც ფეხბურთელებს და ისევე, როგორც ყველას.

შეცდომები რომ არ დაგვეშვა, სხვა შედეგი გვექნებოდა, ამას არავინ არ გაურბის.

რის გამო ახდენს მწვრთნელი ყოველთვის ცვლილებას? რაღაციდან გამომდინარე ხდება, ხომ? ერთადერთი თამაში, სადაც ჩვენს ნაკრებს ყველა წამყვანი ფეხბურთელი, ვისზეც არის დაფუძნებული ჩვენი გუნდი, კარდიფში უელსთან მატჩში გვყავდა. მაშინ ერთადერთი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გვაკლდა. ყველა სხვა მატჩში იყო შემადგენლობაში პრობლემები.

მწვრთნელს როდესაც ფეხბურთელები აკლია, ეძებს სხვადასხვა ვარიანტს. ყველა თამაშში გვიწევს ცვლილებების განხორციელება. აქედან გამომდინარე, რაღაც ამართლებს და რაღაცა ვერა.

იგივე მოლდოვაში მოპოვებული ერთი ქულა ჩემთვის არ არის საკმარისი, რადგან 3 ქულა გვქონდა დაგეგმილი. პირველი ტაიმის შემდეგ, როცა მწვრთნელმა ჩათვალა, სხვა ტაქტიკით გვეთამაშა, ისიც რაღაც მიზეზიდან გამომდინარე, მეორე ტაიმში სულ სხვა ფეხბურთი ითამაშა გუნდმა. ანუ რისი თქმა მინდა, გუნდი თუ თამაშს იგებს, შესაბამისად, არც მწვრთნელი დააპირებს, შეცვალოს ფეხბურთელები.

ჩვენ ყველა თამაშის წინ გვაკლდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, განსაკუთრებით, ბოლო ორი თამაში მინდა გამოვყო. ამ შეხვედრებში ძირითადი ბირთვი, ვინც რაღაცას ქმნის შეტევაში, გვაკლდა, რის გამოც მწვრთნელს უწევდა რაღაც ცვლილებების განხორციელება.

ჩვენ ახალ კონტრაქტზე დაწყებული გვაქვს დიდი ხანია, ვლადიმირ ვაისთან საუბარი. ეს არ ხდება ერთ დღეში, ორივე მხარე ფიქრობს რაღაცებზე, თუნდაც ფინანსურ დეტალებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდეს.
მკითხველის კომენტარები / 51 /
რა ფუნქციის მატარებელია ფეხბურთის ფედერაცია და კონკრეტულად მისი პირველი პირი?. ფარერებთან წაგებაზე უარესი რა შეიძლებოდა მოეხერხებინა უფედერაციო ქვეყანას? თუ ნამუსის ძარღვი აქვს (გაწყვეტილს ჩავუთვლი) უნდა მოცილდნენ
გაოცებული
11 ოქტომბერი 2017 17:36
2
ეს კობიაშვილი გამოუვალ მდგომარეობაშია.
ცხადაძეს ვერ დააბრუნებს, თავის გადაფურთხებულს არ ალოკავს,
სხვა ქართველი მწვრთნელი უბრალოდ ბინებაში არ არსებობს,
უცხოელი მაღალი კალსის საქართველოში არ ჩამოვა,
შერჩა ერთი ეზ მთხლე ვაისი და ეჭიდება როგორც შეუძლია და გვაჯერებს რომ ნაკრების სათამაშო ხარისხი გაიზარდა და შედეგიც მოვაო, თუ არ მოვა რას იზამს მაშინ , არსც არაფერს ბპდიშსაც არ მოიხდის
lashamax
11 ოქტომბერი 2017 17:04
3
სჰევიკრიბოტ ფედერაციასტან და460 მლიონი სად მიდის პასუხი მოვტხოვოტ ტიტოეულ ტეტრზე.მეორე ბოიკოტი ტამასჰებს არ მივიდეტ სანამ ჰვენი აზრის გატვალისცინებას არ დაიცყებენ,
bajo
11 ოქტომბერი 2017 16:17
2
მე და კობი უნდა გადავდეთ
vaisi
11 ოქტომბერი 2017 16:11
0
კობიაშვილო უნამუსოა. ოდესღაც ამას პირშიც ეტყვიან თუ ეგ აკმარეს,,, უკვე საციხეა (ჩემი აზრით). მის მეუღლეს მივმართავ: ნეტავ როგორც ჩვენ გვატყუებს ისე გატუებთ ქალბატონო? თუ ჰო, მაშინ თქვენ მაინც უშველეთ თავს და გაცილდით. აუ ის რომაა კიდევ მუჯირი, მაგარი სასაცილოა კლოუნი, რეებს ბოდავს ხოლმე. არადა ამათ ხელში უკვე ფარერები გვიგებენ, თანაც როგორ, ნეტა მალე დადგებოდეს ის დრო კობიაშვილს რომ გაუშვებენ რუსები რომ იტყვიან ზუსტად იქ...ნა...........................
სოკრატე
11 ოქტომბერი 2017 17:53
16
კახი ცხადაძემ მაშინ კარგად დაიწყო რატომ არ დააცადეს ვერ გავიგე, როგორც ჩანს სისტემურ თამაშს ვერ ვახერხებთ თორე კაცმა რომ თქვას ცალცალკე აღებული არც ისე ცუდი ფეხბურთელები გვყავს. ერთი რამ თვალსაჩინოა ფიზიკური გამძლეობა აკლიათ და ეს ყველა თაობის ქართული ფეხბურთის მთავარი ხარვეზი იყო, ერთი აფეთქება ვართ და მერე ვკვდებით მოედანზე.
კახა
11 ოქტომბერი 2017 17:45
4
ცხადაძესაც ჰქონდა თავისი ხუშტურები, მაგალითად ბაჩანა რო ყავადა მუდმივად ნაკრებში, კიდევ ოქრიაშვილმა რომ მოედნიდან გაყვანისთვის აგინა.. :) ეგეც კაი ხვითოა დამიჯერე..
ლევან
11 ოქტომბერი 2017 20:51
1
კახა ცხადაძე - მოგება - 1. ფრე - 3. წაგება -6!
aburjga
11 ოქტომბერი 2017 21:04
5
ერთადერთი არგუმენტი არსებობს იმისა რომ ვაისის დარჩენა გამართლებულია, ეს არის ის რომ უკვე 2 წელია წვრთნის გუნდს, ფეხბურთელები მეტ-ნაკლებად გაიცნო და რაღაც თავისი სტილი (თუ რაც ქვია) დანერგა. აი ესეც თუ რაიმე წონიანი არგუმანტია, ნუ მაშინ უნდა გაუგრძელონ კონტრაქტი. სხვა აბსოლიტურად ლოგიკა არ არსებობს. მე მგონია რომ კობიაშვილი საერთოდ ვერ აცნობიერებს რა ხდება. ან უბრალოდ დაბალი დონის მენეჯერული განათლება აქვს და ვერ ხვდება რა უნდა ქნას. თამაში ვერ მოვიგეთ, ვერცერთ თამაშში შემადგენლობა ვერ გაარტყა (იმ რესურსზეა საუბარი რაც კონკრეტულ მომენტში ჰქონდა), შეცვლებს ცალსახად აგვიანებს, არაადეკვატურ შეცვლებსაც აკეთებს ხოლმე(საქართველო-უელსის თამაშზე როცა 0:1 ვაგებდით 89 წუთზე გვილია გაიყვანა და მცველი ხოჭოლავა შემოიყვანა!!! ლოგიკა?), არჩეული ტაქტიკა არ მოქმედებს, ყველა თამაშის შემდეგ არაადეკვატურ შეფასებას აკეთებს (ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარო). რატომ უნდა დარჩეს გამაგებინე ლეეეევვვვააააააანნნნნნნ. პ.ს. ის რაღაც არგუმენტისმაგვარი რაც დავწერე კობიაშვილს არ უხსენებია თორე კიდე ხო
al
11 ოქტომბერი 2017 16:29
3
წადი რა ეგ რომ არ არის შენი საქმე, წადი, რატომ ვერ ხვდება ეს ხალხი თავის დაისს, სირცხვილ-ნამუსი მაინც არ უნდა იგრძნო ადამიანმა, ეს მარაზმში გადადის უკვე
ზვიადი
11 ოქტომბერი 2017 16:25
2
იქნებ გვაღირსონ და ან გაზეთმა "ლელომ" ან რომელიმე ინტერნეტ რესურსმა დადოს ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტის დეტალური ხარჯვის ნუსხა და აკონტროლონ ეს პროცესი. ეს სია აბსოლიტურად გამჭვირვალე უნდა იყოს და თუკი არ ან ვერ შესრულდა რომელიმე კონკრეტული დასახული ამოცანა ან კეთილი ინებონ და დაწვრილებით ახსნან თუ რატომ მოხდა ასე ან იალა ფედერაციიდან. არ გაუტკბათ ამ აფერისტებს ჩვენი ფულით გრიალი და მერე კიდე აქეთ პრეტენზიები.
ირაკლი
12 ოქტომბერი 2017 01:10
1
ვაისს და კობის უნდა ვკითხოთ რა კლუბებში თამაშობენ ფარერების ფეხბურთელები ბურთს რომ გვახევენ ტავზე ან ისლანდიელები? თუ ფედერაციაა უვარგისი. ორ სკამზე ჯდომა კობის უბედურებაა არსად ივარგა....ყველგან დიდი წარუმატებლობა პირველი ნაკრები, U21, საკლუბო ევროტურნირებზე არნახული კატასტროფა.
megre
11 ოქტომბერი 2017 22:16
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული