ლევან კობიაშვილი: ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვართ

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში, გადაცემა "ცენზურის გარეშეს" სტუმარი იყო. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ისაუბრა.

"საქართველოს ეროვნული ნაკრების შედეგი აბსოლუტურად მიუღებელია. ის, რომ შესარჩევი დავასრულეთ მოგების გარეშე, ძალიან ცუდია. მე ვერ შევძლებ ავხსნა, რა მოხდა. ფაქტია, რომ თამაში ვერ მოვიგეთ და შესაბამისად, მოგების გრაფაში გვიწერია 0.

პირველი მე ვარ ალბათ, ვისთვისაც მიუღებელია ასეთი შედეგი და ამ ყველაფერზე გული მწყდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულშემატკივართა უმრავლესობა დამეთანხმება, რომ სხვა გუნდი არის მოედანზე და არც ერთ მატჩში მოწინააღმდეგეზე
ცუდად არ გამოიყურებოდა.

ეს არის გუნდი, რომელიც ბოლომდე იხარჯება, ფეხბურთს თამაშობს და ამ შესარჩევში მაღალი სათამაშო ხარისხი აჩვენა. ამას აღნიშნავს ყველა, მოწინააღმდეგეთა მწვრთნელები, მოთამაშეები და გაცილებით სხვა დამოკიდებულებაა ჩვენი გუნდის მიმართ.

მე არ ვიძახი, რომ ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა. რასაკვირველია, ჰქონდა შეცდომები, როგორც ჩვენ, როგორც ფეხბურთელებს და ისევე, როგორც ყველას.

შეცდომები რომ არ დაგვეშვა, სხვა შედეგი გვექნებოდა, ამას არავინ არ გაურბის.

რის გამო ახდენს მწვრთნელი ყოველთვის ცვლილებას? რაღაციდან გამომდინარე ხდება, ხომ? ერთადერთი თამაში, სადაც ჩვენს ნაკრებს ყველა წამყვანი ფეხბურთელი, ვისზეც არის დაფუძნებული ჩვენი გუნდი, კარდიფში უელსთან მატჩში გვყავდა. მაშინ ერთადერთი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გვაკლდა. ყველა სხვა მატჩში იყო შემადგენლობაში პრობლემები.

მწვრთნელს როდესაც ფეხბურთელები აკლია, ეძებს სხვადასხვა ვარიანტს. ყველა თამაშში გვიწევს ცვლილებების განხორციელება. აქედან გამომდინარე, რაღაც ამართლებს და რაღაცა ვერა.

იგივე მოლდოვაში მოპოვებული ერთი ქულა ჩემთვის არ არის საკმარისი, რადგან 3 ქულა გვქონდა დაგეგმილი. პირველი ტაიმის შემდეგ, როცა მწვრთნელმა ჩათვალა, სხვა ტაქტიკით გვეთამაშა, ისიც რაღაც მიზეზიდან გამომდინარე, მეორე ტაიმში სულ სხვა ფეხბურთი ითამაშა გუნდმა. ანუ რისი თქმა მინდა, გუნდი თუ თამაშს იგებს, შესაბამისად, არც მწვრთნელი დააპირებს, შეცვალოს ფეხბურთელები.

ჩვენ ყველა თამაშის წინ გვაკლდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, განსაკუთრებით, ბოლო ორი თამაში მინდა გამოვყო. ამ შეხვედრებში ძირითადი ბირთვი, ვინც რაღაცას ქმნის შეტევაში, გვაკლდა, რის გამოც მწვრთნელს უწევდა რაღაც ცვლილებების განხორციელება.

ჩვენ ახალ კონტრაქტზე დაწყებული გვაქვს დიდი ხანია, ვლადიმირ ვაისთან საუბარი. ეს არ ხდება ერთ დღეში, ორივე მხარე ფიქრობს რაღაცებზე, თუნდაც ფინანსურ დეტალებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდეს.
მკითხველის კომენტარები / 51 /
ვაისი მარტო იმიტომ არის გასაშვები რომ დღეს იძახის,ნახეთო სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელებიო,რომ მოდიოდა მაშინ არ იცოდა? სად მოდიოდა, და სად თამაშობდნენ ეს ფეხბურთელები?კაცი ყველაფერს კადრულობს ოღონდ თავი იმართლოს,ამ კაცის იმედად, იმ ახალი სისტემის ჯგუფიდანაც ვერ გავალთ,ასე რომ კობიაშვილო დააბრუნეთ ცხადაძე სანამ გვიანი არ არის.
თენგო
11 ოქტომბერი 2017 16:33
4
ესპანეთს რო მოუგეს მაშინ 11 ვე ტოპ 5ში თამაშობდა და ჩვენ გვიმალავდნენ :D
ნოდო
11 ოქტომბერი 2017 17:12
3
ra vaisi xalxo sad banaobt?jer isedac wumpeshi vart da sanam ufro chavizirebit daabrunet CXADADZE
jarji
11 ოქტომბერი 2017 17:03
5
გაგახსენებთ როგორ დაიწყო ჩვენი დეგრადაცია - ჯერ "კარგად ვთამაშობდით" და ვაგებდით, მერე "ცუდად არ გვითამაშია" ვაგებდით. ახლა "კმაყოფილები" ვართ -
ეს "კმაყოფილება" გაუპატიურების პროცესში მყოფი მანდილოსნის განცდაა, რომელიც ცდილობს მოდუნდეს, ვინაიდან სხვა შანსი არ აქვს.
მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, ასეთი უმოწყალო სექსის ყურებას რომ გვაიძულებთ?
ქართველი
11 ოქტომბერი 2017 16:14
4
მარტო საქართველოში ხდება ეს კაცი, რომელმაც 1 სრული ციკლი იყო მწვრთნელი მოგების გარეშე დამთავრა ციკლი, თამაში არ მოუგია 5 წაგება 5 ფრე და ახალ კონტრაქტს ვუფორმებთ ასეთი რამ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო მწვრთნელიც წავიდოდა და ფედერაცის პრეზიდენტიც გადადგებოდა იმ შედეგებიდან გამომდინარე რაც სრულიად ფეხბურთში ხდება ყველა ნაკრებსა და ყველა კლუბში ან ეს რა სიგიჟეა ან იყავი პარლამენტარი ან ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტი ორივე ერთად არ გამოვა ჩამოყალიბდეს ეს კაცი რა უნდა.
daTo
11 ოქტომბერი 2017 16:53
2
კობი კი არა კიბო ხარ ქართული ფეხბურთის...
ჯონი
11 ოქტომბერი 2017 18:01
12
კობიაშვილმა სულ დაღუპა ქართული ფეხბურთი
ani
11 ოქტომბერი 2017 17:27
7
კობი როგორც ფეხბურთელი ძალიან მიყვარდა მაგრამ როგორც ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტი ამხელა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არ უნდა იყოს ფედერაციას უნდა მართავდეს განათლებული ამ სფეროში გამოცდილი პროფესიონალი მენეჯერი და ძლიერი სპეციალისთების გუნდი უნდა ჰყავდეს და არაა ყოფილი ფეხბურთელების რომელთაც არცერთს თითქმის არ აქვს უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება მართვსა და მენეჯმეტში ყველა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში ასეა თითქმის არსადარა ყოფილი ფეხბურთელი ფედერაცის მაღალ თანამდებობაზე კობი უნდა წავიდეს საქმეს თავს ვერ ართმევს სამწუხაროდ ეს ჩანს.
daTo
11 ოქტომბერი 2017 17:00
3
გინდა ვაისი დატოვეთ და თუ გინდათ მამაჩემი, ამ უბედურებმა არ იციან თამაში და რა გინდა რომ ქნა!!!!!!!!
goga
11 ოქტომბერი 2017 16:36
2
ეგრეა,თამაში არ იციან და ვინც გინდა ის მოუყვანე რა აზრი აქვს
v
11 ოქტომბერი 2017 21:52
1
იმ შემთხვევაში, თუკი ვაისს კონტრაქტს არ გაუფორმებენ, მომავალი მწვრთნელის ვინაობა წინასწარ ცნობილია - უისი!
ალეკო
11 ოქტომბერი 2017 17:18
1
წადი ლევან ვაისის საკითხში შეიძლება დაგეთანხმოთ მარა რაც ახალგაზრდულმა გააკეთა შენც და შენი გუნდი გეგუჩაძიანად უნდა გადადგეთ
antaress
11 ოქტომბერი 2017 16:01
4
ლევან მგონი გულშემატკივარ არ უსმენ... საწმუხაროდ არ ვფივქრობთ რომ ვაისს აქვს იმის უნარი, რომ რამე შცვალოს..
KING
11 ოქტომბერი 2017 15:46
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული