საქართველოს ნაკრების თავკაცს არაერთ საკმაოდ კრიტიკულ კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა. მათ შორის იყო ამ სტრიქონების ავტორის ერთი კითხვაც, რომელიც ადრესატამდე თავდაპირველად მთლად სწორად ვერ მივიდა. ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევ, ჩვენი გაზეთის ფურცლებზე კითხვა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო.
"ბატონო ვლადიმირ, თქვენ თქვით, რომ ფეხბურთში ძლიერი იგებს. ეს მთლად ასე არ უნდა იყოს და ამის მაგალითი თუნდაც თქვენი
რა თქმა უნდა, ეს კითხვა უმიზეზოდ არ დასმულა. ვაისმა თქვა, რომ საქართველოს ნაკრებისგან უელსის, ირლანდიის, ავსტრიისა და სერბეთის დონის გუნდების დამარცხება არ უნდა მოვითხოვოთ, რათგან მათი ფეხბურთელები გაცილებით უკეთესი ლიგების უკეთეს კლუბებში თამაშობენ...
- "შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"
ცოტა უკან დავიხევ და ვიტყვი, რომ ფეხბურთში ერთი ნაბიჯია სიმწარიდან სიტკბომდე და როცა შედეგი ასე თუ ისე მისაღებია, შეიძლება, თაფლშიც ჩააწო კალამი, მაგრამ როცა აგებ, მეტი კრიტიკა გიწევს, რაც, მერწმუნეთ, მაინცდამაინც არ მსიამოვნებს. ამ წერილის ტონიც სხვანაირი იქნებოდა, გიორგი მერებაშვილს ან ოთარ კაკაბაძეს მატჩის ბოლოს რომ შეეგდოთ, მაგრამ რას ვიზამთ - ვმსჯელობთ იმ შედეგზე, რომელიც მივიღეთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ვუყურებთ ტაბლოს და დასკვნები აქედან გამომდინარე გამოგვაქვს...
- საქართველო-უელსი 0:1 - დამთრგუნველი რეალობა [VIDEO]
ახლა ისევ მთავარზე. კითხვა რომ დავუსვი და ვაისმა თარგმანი მოისმინა, ჯერ ეგონა, ახლანდელ სლოვაკეთზე ვეკითხებოდი. მითხრა - ძალიან კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებითო. მერე, როგორც იქნა, კითხვის არსს მიხვდა და დაამატა - ის ძველი სლოვაკეთიც კარგი გუნდი იყო, ჰამშიკი უკვე გვყავდა, დურიცა მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა, "რეინჯერსის" ფეხბურთელსაც ვწვრთნიდიო...
ზოგადად, ერთხელაც უნდა დავადასტურო ვაისისადმი დიდი პატივისცემა. კაცი ვერ დამაჯერებს, რომ ის არ არის სამართლიანი კაცი და ფეხბურთშიც ბევრი რომ იცის, ესეც ფაქტია. მაგრამ მე ასე მგონია: უელსთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თქმულის გათვალისწინებით, მას მომავალში ძალიან გაუჭირდება საქართველოს ნაკრების წარმატებით გაწვრთნა.
ზოგადად, მე ამ პრესკონფერენციაზე ვნახე ისეთი ვაისი, როგორიც არ მინდოდა, რომ მენახა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ის მართალია - ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა დაბალი დონის კლუბში თამაშობს. მეორე მხრივ კი, მან საკუთარი თავიც გააკრიტიკა და თქვა, რომ, დიდი ალბათობით, კრის კოულმენი, სლავოლიუბ მუსლინი და მარტინ ო"ნილი მასზე მაღალი დონის სპეციალისტები არიან და ამიტომაც წვრთნიან უკეთეს ნაკრებებს...
ჩვენ ეს ყველაფერი ალილუიასავით ვიცით. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჩვენი რესურსი არ არის ულევი და ჩვენი ფეხბურთელები არ თამაშობენ მაღალი დონის გუნდებში, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ რაღად გვინდა უცხოელი მწვრთნელი? თუ მაინც განწირულები ვართ და ჩვენზე ძლიერ გუნდებთან უნდა წავაგოთ, რაღად უნდა შევავსოთ სტადიონი?!
დღეს, თუნდაც ქართული ფეხბურთის არნახულად დაცემის ხანაში, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე რაღაცას მივაღწევთ და საშუალო დონის ნაკრებთა მარაქაში მაინც ჩავეწერებით. თუ მთავარი (ფაქტია, მნიშვნელოვანი ნამდვილად არის) ფაქტორი ის არის, თუ სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები, ამ საქმეს უნდა შევეშვათ, რადგან ახლო მომავალში, სამწუხაროდ, კლუბების ამბავში ვერც ირლანდიას დავეწევით, ვერც უელსს, ვერც ავსტრიას და, მით უმეტეს, ვერც სერბეთს.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ისევ ჩვენი პირველი გუნდის მაგალითზე ვიმსჯელოთ. იყო დრო, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ძალიან კარგ კლუბებში თამაშობდნენ, მაგრამ იმ გუნდმა შედეგს ვერ მიაღწია. რატომ და როგორ, ეს ძალიან ვრცელი თემაა და ჩვენი წერილის ფარგლებს სცდება, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგი არ ყოფილა.
რამდენი მაგალითიც გნებავთ, იმდენია მსოფლიო ფეხბურთში, რომლის მიხედვითაც უარესად დაკომპლექტებულ ნაკრებსა თუ გუნდს უკეთესი მეტოქისთვის მოუგია. ვაისს კარგად უნდა ახსოვდეს 2010 წლის მუნდიალი, როცა მისმა გაწვრთნილმა სლოვაკეთმა ჯგუფური ეტაპი იტალიის დამარცხებით დაძლია. იმ სლოვაკეთის მიმართ ასევე დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ბატონ ვაისს მაშინ იტალიაზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა და არც სლოვაკი ფეხბურთელები თამაშობდნენ უკეთეს გუნდებში, ვიდრე - იტალიელები.
ფეხბურთი იმადაც არის სპორტის ნომერი პირველი სახეობა მთელ მსოფლიოში, რომ აქ ყველაზე ნაკლებადაა "იერარქიული კიბე". კი ბატონო, ძლიერი ძლიერია, მაგრამ ძალიან ხშირად სუსტი ზეობს ძლიერზე. თუ, რა თქმა უნდა, საქმე "ჯუჯებს" არ ეხებათ, თუმცა ამ ბოლო დროს "ფეხი" მათაც გამოიღეს.
ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი რომ ამ ლოგიკას ემორჩილებოდეს, რა უნდა ისლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე? ამ დროს კი თურქეთი უკვე ჩაეხსნა რუსულ მატარებელს. ისლანდიის ნაკრების ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი გილფი სიგურდსონია. დანარჩენების წვრილად ჩამოთვლაც შეიძლება, მაგრამ რად გვინდა - მათი გვარები არაფერს გვეტყვის...
ანუ, როგორც ზაალ ბარათაშვილი იტყოდა - ამაზე მეტი არგუმენტი რაღა გინდა, ვეჟო?!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რომელმა ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა თუნდაც 10-12 გოლი ჩემპიონატში 1 წის განმავლობაში? საქართელოს და სუსტ ჩემპიონატებს არ ვგულისხმობ. იგივე აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატებიდან თუნდაც? ნაკრებში რომ თხოვთ გოლის გატანას თუნდაც, წელიწადში რომ 2 გოლი გააქვს ოდნავ ნორმალურ ჩემპიონატში, იმ თავდამსხმელს რამდენი საგოლე მომენტი დაჭირდება ნაკრების თამაშში გოლის გასატანად? დაფიქრებულხართ მაინც? გასაგებია ჟურნალისტმა რაღაც უნდ ადაწეროს, რომ ხელფასი აიღოს და ახლა მოდაშ ვერ იქნება ვაისის ქება, ამიტომ აკრიტიკებს. მაგრამ გულშემატკივარმა ხომ უნდა გავახილოთ თვალი?
რა დონისაა საქართველოს ჩემპიონატი, სად თამაშობენ ჩვენი თავდამსხმელები და სეოზნში რამდენი გოლი გააქვთ?
ხომ აშკარააა, რომ ბოლო პასის მიცემის და გოლის პრობლემა აქვს ნაკრებს? რატომ იმიტომ რომ მეკარე, დაცვა და ნახევარდაცვა ასე თუ ისე სადღაც მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული... თავდასხმა კი დღევანდელ დღეს ყველას პრობლემაა, მით უმეტეს მაშინ როცა საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონისაა. ხოლო აქედან წასული თავდასხმელი ყოველ მეორე თამაშში თუ არ გაიტანს გოლს ისე არავინ აცლის ძირითადში თამაშს. ბოლოს ასეთი იყო მჭედლიძე, რომელმაც ზედიზედ დაიწყო გოლების გატანა, მაგრამ მერე მორიგი დაზიანება და...
ასე რომ ცოტა გავახილოთ თვალი და ისე ვიმსჯელოთ.
პ.ს. პროფესიონალიზმში რომ ფაქტიურად მთელ ევროპას ჩამოვრჩებით (არა მხოლოდ ფეხბურთში) ეგ ცალკე თემაა.
მადლობა სტატიების რა გითხრა მაგრამ კომენტარებს ვწერ ხოლმე. უმეტესად ნაკრებზე და ქართულ ფეხბურთზე. აგერ სხვა სტატია დადეს გია ცეცაძე იძახის, პირველ ადგილზე უნდა გავსულიყავით ჯგუფშიო... რა კომენტარი უნდა გააკეთო, სადღეგრძელსო და რეალობას ვერ ვარჩევთ :(((
ან რას ერჩით ვაისს? ის ფაქტი, რომ გუნდის შემადგენლობა და ამ შემადგენლობის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გადამწყვეტია შედეგების დადების საკითხში ამაზე კამათობს? კიდე კაგად ითმაშა ნაკრებმა შემადგენლობიდან გამომდინარე. ეს სპორტული ჟურნალისტები კიდევ შეეგუეთ იმ აზრს, რომ ძალიან სუსტები ვართ ფეხბურთში (ფარერებზე ცოტა უკეთესი). ნუ იქმნით ილუზიებს ყოველი შესარჩევის დაწყებამდე და ნუ უქმნით ილუზიებს მკითხვესაც. ურც ფეხურთელებისგან და მწვრთნელებისგან ითხოვთ ზედმეტებს. ან ეს რა უბედურება გჭირთ, თუ ვინმემ 1 კარგი დრიბლინგი გააკეთა, ყველა ყიფიანი და ქინქლაძე გგონიათ და ეგრევე გააშანშალებთ ხოლმე სტატიებს. დაანებეთ საერთოდ ფეხბურთზე წერას თავი და რამე სასარგებლო გააკეთეთ.
ისე გაიგეთ, რომ ვაისზე მეტს ამ ეტაპზე და ამ გუნდით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს.