ვლადიმერ გუცაევი: დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი და­ას­რუ­ლა. შე­დე­გი რო­გო­რიც არის, ყვე­ლამ ვი­ცით - ერ­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბაც კი სა­ნატ­რე­ლი დაგ­ვ­რ­ჩა.

ახ­ლა მომ­ხ­და­რის შე­ფა­სე­ბის ჟა­მი დგას და ჩვენც ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ცოცხა­ლი ლე­გენ­დის, ვლა­დი­მერ გუ­ცა­ე­ვის შე­წუ­ხე­ბა მოგ­ვიხ­და. მან ტრა­დი­ცი­უ­ლად მწვა­ვედ ისა­უბ­რა არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ...

ვერავის შე­ვა­ქებთ...
- თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ვა­ფა­სოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ას­პა­რე­ზო­ბა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ ციკ­ლ­ში, თუმ­ცა შე­სა­ფა­სე­ბე­ლი, ალ­ბათ, ბევ­რიც არა­ფე­რია - შე­დე­გი თა­ვის­თა­ვად მეტყ­ვე­ლებს ყვე­ლა­ფერ­ზე...
- დღეს ბევ­რი ლა­პა­რა­კობს იმა­ზე, რომ სა­ქ
არ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა მო­რი­გი შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი ჩა­აგ­დო.

ეს ფაქ­ტია, მაგ­რამ მარ­ტო ასე ზო­გა­დი ლა­პა­რა­კით არ გა­მო­ვა არა­ფე­რი და ეს არც ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თის უკე­თეს ხვა­ლინ­დელ დღეს არ­გებს. მი­ხედ­ვა უნ­და ქარ­თულ ფეხ­ბურთს, სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ხედ­ვა.

მარ­ტო ნაკ­რე­ბით მსჯე­ლო­ბა, რომ ჩა­აც­ვა ფორ­მა და გა­უშ­ვა თა­მაშ­ზე, არ არის საკ­მა­რი­სი. ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი სა­თა­ვეს უფ­რო სიღ­რ­მი­დან იღებს. დღეს ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, რომ ვე­რა­ვის შე­ვა­ქებთ.

ნაკ­რე­ბის­თ­ვის ფეხ­ბურ­თე­ლი სად­მე ხომ უნ­და გა­ი­ზარ­დოს? პირ­ველ რიგ­ში, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას უნ­და მივ­ხე­დოთ. აქამ­დეც უნ­და მიგ­ვე­ხე­და. უნ­და მივ­ხე­დოთ ბავ­შ­ვ­თა ფეხ­ბურთს.

სად თა­მა­შობს დღეს ჩვენ­თან იმ­დე­ნი ბავ­შ­ვი ფეხ­ბურთს, რამ­დე­ნიც თა­მა­შობ­და ად­რე?! ფეხ­ბურ­თი მა­სობ­რი­ვი სპორ­ტია, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო ად­რე ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და...

დღეს მძაფ­რად დგას სტა­დი­ო­ნე­ბის პრობ­ლე­მა. ბევ­რი ბავ­შ­ვი მარ­ტო იმი­ტომ ვერ და­დის ფეხ­ბურ­თ­ზე, რომ სახ­ლ­თან ახ­ლოს არ აქვს სტა­დი­ო­ნი და მშო­ბე­ლი ერი­დე­ბა შორ გზა­ზე მის გაშ­ვე­ბას.

არის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რიც. სტა­დი­ო­ნე­ბი უნ­და გა­კეთ­დეს აუცი­ლებ­ლად, თუ გვინ­და, რომ უკე­თე­სო­ბა იყოს. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, გი­გან­ტუ­რი სტა­დი­ო­ნე­ბი იყოს, ორი-სა­მი­ა­თა­სი­ა­ნი კომ­პ­ლექ­სე­ბიც საკ­მა­რი­სია და ჰქონ­დეს გარ­შე­მო 5-6 სა­ვარ­ჯი­შო მინ­დო­რი, რო­გორც ეს ევ­რო­პა­შია.

აგერ, რა დღე­შია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბი. ეს ხომ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის მო­მა­ვა­ლია?! ფა­რე­რებ­ზე წა­გე­ბა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ყვე­ლას­თ­ვის. მგო­ნი, იქ სულ 15 ბავ­შ­ვი თა­მა­შობს ფეხ­ბურთს, აარ­ჩი­ეს 11 სა­უ­კე­თე­სო და მოგ­ვი­გეს.

ქარ­თულ ფეხ­ბურ­თ­ში ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი და სა­ნამ ეს არ მოხ­დე­ბა, რთუ­ლია რა­მე­ზე ლა­პა­რა­კი. მეს­მის, რომ ნაკ­რე­ბი ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ეს ნაკ­რე­ბი ცალ­კე, ქარ­თუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო მე­ურ­ნე­ო­ბის­გან მოწყ­ვე­ტი­ლად, ხომ ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა?!

არ გვყავს იმ დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი...
- და მა­ინც, ცალ­კე უნ­და გკითხოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ზე...
- ყვე­ლას მი­მართ დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი. ჩვენ არ გვყავს იმ დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბო­ლომ­დე და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­სა და მოთხოვ­ნებს.

სა­ნაკ­რე­ბო ფეხ­ბურ­თი სულ სხვა დო­ნეა, სხვა მოთხოვ­ნე­ბია, სხვა სიჩ­ქა­რე­ე­ბი... და ამას ყვე­ლა ვხე­დავთ. ასე­ვე ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რა დო­ნის კლუ­ბებ­ში თა­მა­შო­ბენ ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და ძა­ლი­ან ხში­რად იქ ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბებ­ში მოხ­ვედ­რაც უჭირთ.

ეს ხომ შემ­თხ­ვე­ვით არ ხდე­ბა?! კი­დევ ერ­თხელ ვამ­ბობ - ცალ­კე აღე­ბუ­ლი სა­ნაკ­რე­ბო ფეხ­ბურ­თი ვე­რაფ­რ­ით გან­ვი­თ­ა­რ­დე­ბა. ჯერ თუ­ნ­დ­აც კლ­უ­­ბებს სჭირ­დე­ბათ მი­ხედ­ვა.

რამ­დე­ნი მსხვი­ლი კომ­პა­ნიაა დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?! რა მოხ­დე­ბა, ისი­ნი მე­ტად რომ ჩავ­რ­თოთ ჩვენს ფეხ­ბურ­თ­ში, კლუ­ბე­ბი რომ ჩა­ი­ბა­რონ ფი­ნან­სუ­რი კუთხით?! დი­დი რე­ფორ­მე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ად­რე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ყვე­ლაფ­რის წყალ­ში გა­დაყ­რა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? მწვრთნელ­თა სკო­ლა იყო, მსაჯ­თა სკო­ლა იყო... ჩე­მი აზ­რით, ეს დღე­საც ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა.

...ასე არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა
- რას ფიქ­რობთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნელ ვლა­დი­მირ ვა­ის­ზე?
- ვლა­დი­მირ ვა­ის­ზე ვერც კარგს ვიტყ­ვი და ვერც ცუდს. სა­ერ­თოდ ვე­რა­ფერს ვერ ვიტყ­ვი, მაგ­რამ ერ­თი რამ ზუს­ტად ვი­ცი - ის, რაც დღეს ხდე­ბა, ვა­ი­სის ბრა­ლი არ არის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ვა­ი­სამ­დე, მგო­ნი, 15 მწვრთნე­ლი ჰყავ­და და ვე­რა­ვინ და­დო ის შე­დე­გი, რო­მე­ლიც გვინ­დო­და.

რა გა­მო­დის? პრობ­ლე­მა მწვრთნელ­ში კი არა, სა­დღაც სხვა­გა­ნაა. და­მი­ჯე­რეთ, ვა­ი­სი წა­ვა, მო­ვა სხვა და არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა... ჩვენ ამის გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე გვაქვს, ეს წარ­სულ­მა გვას­წავ­ლა.

ალ­ბათ, რა­ღაც არის შე­საც­ვ­ლე­ლი. ორი მი­ლი­ო­ნი რომ მის­ცე დღეს კლუბს, ხვალ აღარ ექ­ნე­ბა ეს ფუ­ლი. ფუ­ლი უნ­და ჩა­ი­დოს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ში - ეს არის გათ­ვ­ლა ხვა­ლინ­დელ დღე­ზე.

- ნუ­თუ, იმის რე­სურ­სი მა­ინც არ გვაქვს, რომ შე­სარ­ჩევ ციკ­ლ­ში ერ­თი თა­მა­ში მო­ვი­გოთ?
- ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან რთუ­ლი რა­მაა. არ არის ისე, რომ მარ­ტო და­ხა­ტო რა­ღაც და­ფა­ზე, გახ­ვი­დე და მო­ი­გო. კი, ყვე­ლა და­ხა­ტავს - შენ აქე­დან ჩა­ა­წო­დე, შენ იქ გა­იხ­სე­ნი, შენ იქ დახ­ვ­დი ბურთს და გა­ი­ტა­ნე... მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს შეს­რუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. არ არის ეს ისე იოლი, რო­გორც შე­იძ­ლე­ბა ერ­თი შე­ხედ­ვით გა­რე­დან ჩან­დეს.

- ერ­თა ლი­გის გა­თა­მა­შე­ბას რო­გორ უყუ­რებთ?
- თა­ვის დრო­ზე თქვა ფრანც ბე­კენ­ბა­უ­ერ­მა - ევ­რო­პა უნ­და და­ი­ყო­სო და ეს ამ გზა­ზე პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია. გვინ­და თუ არა, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ამ­გ­ვა­რი და­ყო­ფა თუნ­დაც დი­დი გუნ­დე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ა­ნაც მი­სა­ღე­ბია.

მა­გა­ლი­თად, ინ­გ­ლი­სის ნაკ­რებ­მა რამ­ხე­ლა მან­ძი­ლი უნ­და გა­ი­ა­როს, ყა­ზა­ხეთ­ში რომ ჩა­ვი­დეს? თა­ვად ვი­ყა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლი და გეტყ­ვით, რომ ძა­ლი­ან ძნე­ლია. მით უმე­ტეს, ურ­თულ­დე­ბა საქ­მე მწვრთნელს ფეხ­ბურ­თე­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის კუთხით... მაგ­რამ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ჩვე­ნი შან­სია.

- თქვე­ნი აზ­რით, რე­ა­ლუ­რად რა რე­სურ­სი გვაქვს დღეს?
- თუ იქ­ნე­ბა სწო­რი მიდ­გო­მა, თუნ­დაც ამ ახალ სქე­მა­ში, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, კარ­გი გუნ­დი გვყავ­დეს. ვი­ჭი­და­ოთ თუნ­დაც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­ე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

ფაქ­ტე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე მეტყ­ველ­ებს...
- სულ მინ­დო­და, ეს შე­კითხ­ვა ჩვე­ნი "ოქ­როს თა­ო­ბის" რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის და­მეს­ვა და ახ­ლა ამ შანსს ხე­ლი­დან ვერ გა­ვუშ­ვებ. წა­მით და­ვუშ­ვათ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო თქვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლო­ბი­სას. შეძ­ლებ­დით ევ­რო­პის ან მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვ­ლას?
- მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი თა­ო­ბა არის და­ჩაგ­რუ­ლი თა­ო­ბა. ამა­ზე ცო­ტა ქვე­მოთ ვიტყ­ვი, ჯერ კითხ­ვას ვუ­პა­სუ­ხებ. მა­შინ­დელ­მა "დი­ნა­მომ" მო­უ­გო იმ "ლი­ვერ­პულს", რო­მელ­შიც თა­მა­შობ­და ინ­გ­ლი­სის ნაკ­რე­ბის 7 ფეხ­ბურ­თე­ლი. და­ვა­მა­ტოთ ამას კე­ი­სი, დალ­გ­ლი­ში და სა­უ­ნე­სი.

ჩვენ მო­ვუ­გეთ "ინ­ტერს", თა­ნაბ­რად ვე­თა­მა­შე­ბო­დით "რე­ალს" და ან­გა­რი­შიც მიგ­ვ­ყავ­და "ბა­ი­ერ­ნ­თან" შეხ­ვედ­რა­ში. ეს ის შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა ფაქ­ტე­ბი თა­ვად მეტყ­ვე­ლე­ბს ყვე­ლა­ფერ­ზე...

მაგ­რამ დღეს ჩვე­ნი თა­ო­ბა გა­რი­ყუ­ლია. იმ თა­ო­ბი­დან არა­ვინ მუ­შა­ობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში. სა­შა ჩი­ვა­ძე იყო ახალ­გაზ­რ­დუ­ლის მწვრთნე­ლი. ახ­ლა აღარ არის. ჩი­ვა­ძე­ში ხომ არ ყო­ფი­ლა პრობ­ლე­მა? რა, უკე­თე­სი შე­დე­გი გვაქვს ახ­ლა? 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­ში ვმუ­შა­ობ­დი. თა­მა­ში რა­ტომ წა­ა­გეო. ბავ­შ­ვე­ბი ხან წა­ა­გე­ბენ, ხან მო­ი­გე­ბენ. მთა­ვა­რია, დიდ ნაკ­რებ­ში მი­ვიდ­ნენ მზად.

სა­ერ­თოდ, ქარ­თულ ფეხ­ბურ­თ­ში უნ­და მორ­ჩეს ხე­ლოვ­ნუ­რო­ბა. დღეს ბევ­რია ისე­თი მწვრთნე­ლი, სა­ერ­თოდ რომ არ უთა­მა­შია ფეხ­ბურ­თი, ან და­ბალ დო­ნე­ზე უთა­მა­შია. რა­ღაც ხომ უნ­და უთხ­რას ბავ­შ­ვ­მა მშო­ბელს, ჩემს მწვრთნელს აი, ამ დო­ნე­ზე აქვს ნა­თა­მა­შე­ბიო?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 55 /
სოფლებში ძალიან ბერვრი ტალანტი იკარგება გაჩირვების და უფულობის გამო. თუ ფეხბურთი გინდათ საქართველოში, უფასო სკოლები გახსენით და ნახავთ რა ბავშვები არიან რეგიონებში, და მათი ოცნება ახდება. რაჩ შეეხება გართულ ფეხბურთს მაშინ ვნახავთ წარმატებას თუ გაითვალისწინებთ .
qarTveli
23 ოქტომბერი 2017 11:25
0
ადრე ფეხბურთი „ღარიბების“ სპორტი იყო. ახლა პრესტიჟულად იქცა და სოლიდურ ფასსაც იხდის ოჯახი, რომ შვილი „ამარიაჟოს“. ეს მარიაჟობა კი 2 წელიწადი ყოფნით მათ და რჩება ფეხბურთი შევსების გარეშე.
gia
23 ოქტომბერი 2017 11:24
1
ყველა შენობას საძირკველი ჭირდება, (რაც შეიძლება მყარი)ჰოდა მიხედეთ ბატონებო ბავშვთა ფეხბურთს.
sake
23 ოქტომბერი 2017 10:47
0
ჩემო ლაშა, "პოლიტიკოსებს" თავი დაანებე. არ ცალიათ, ისინი მხოლოდ ჩვენთვის იღწვიან, თორემ საქართველო ისევ ძველებურად ძლიერი იქნებოდა, მითუმეტეს ფეხბურთი.
ლაშა-ს
23 ოქტომბერი 2017 10:21
0
ლეგენდარული ვოვა გუცაევი, დიდი მადლობა ბატონო ვოვა, საქართველოს ფეხბურთის განუმეორებელი თავდასხმელი ხართ
გიორგი
23 ოქტომბერი 2017 10:06
0
Легендарули пехбуртели Ромелиц чемтвис боломде дарчеба пехбуртис мепед
Ника
22 ოქტომბერი 2017 23:58
0
მახსოვს, საბჭოთა კავშირმა სტრელცოვი დაიჭირა პოლიტიკურზე. მაგის "ზამენა" ვერ მოიძებნა 400-მილიონ იმპერიაში!
ეგრეა, ძმაო! გუცაევები ეპოქაში ერთხელ იბადებიან! ამ ამბავს ვერც მწვრთნელი უშველის, ვერც ინფრასტრუქტურა.
ბატონო ვოვა! დიდი მადლობა ყველაფრისათვის!
სხვათაშორის, თქვენს პიროვნებას ფეხბურთის გარდა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, მიმიხვდით ალბათ...........
ერთი უბრალო კაცი
22 ოქტომბერი 2017 17:42
0
ხალხო დამიჯერეთ და შეიძლება ბევრი იყოთ ჩემს აზრზე- გააკეთეთ მთელ საქართველოში უფასო საფეხბურთო აკადემიები-ყველანაირად უფასო!!!! პირველ რიგში ქუთაისში,იმერეთში!!! გაიღვიძე კობიაშვილო,დროის სატარებლად არ დაგნიშნეს მაქ!!!
მართალი
22 ოქტომბერი 2017 13:30
0
საერთოდ კარგი ფეხბურთელი, ვერ ხდებიან კარგი მწვრთნელები. ეს დამტკიცებულია და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. მარადონა და ა.შ.სწორედაც ვინც დაბალ დონეზე თამაშობდნენ იმათ აქვთ შედეგი. სხვა ყველაფერში ვეთანხმები ვოვას. რას იზამ ბატონო ვოვს,ყველა შენნაირად ვერ ითამაშებს ფეხბურთს )
დავით 67
22 ოქტომბერი 2017 02:25
1
მადლობა ვოვა იმ ბედნიერი და ლამაზი წუთებისათვის, რომელიც შენ მაჩუქე პირადად მე! გაიხარე და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ!
პ.ს. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზეს გოლად მიმაჩნია ვოვა გუცაევის მიერ გატანილი გოლი მოსკოვის "ტორპედოს" კარში 1978 საჩემპიონო წლის ბოლო თამაშში (2:2). ნამდვილ გულშემატკივრებს თუ გახსოვთ, გამომეხმაურეთ! მაინტერესებს ჩემს გარდა თუ ახსოვს კიდევ ვინმეს!!!!
gulshematkivari
21 ოქტომბერი 2017 17:33
0
maxsovs gaixaree
kaxa
22 ოქტომბერი 2017 21:57
0
ეს ის გოლია, მარცხენა "კრაიდან", კუთხურის ზონიდან რომ გაიტანა?
ILIA
21 ოქტომბერი 2017 19:09
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული