ვლადიმერ გუცაევი: დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი და­ას­რუ­ლა. შე­დე­გი რო­გო­რიც არის, ყვე­ლამ ვი­ცით - ერ­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბაც კი სა­ნატ­რე­ლი დაგ­ვ­რ­ჩა.

ახ­ლა მომ­ხ­და­რის შე­ფა­სე­ბის ჟა­მი დგას და ჩვენც ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ცოცხა­ლი ლე­გენ­დის, ვლა­დი­მერ გუ­ცა­ე­ვის შე­წუ­ხე­ბა მოგ­ვიხ­და. მან ტრა­დი­ცი­უ­ლად მწვა­ვედ ისა­უბ­რა არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ...

ვერავის შე­ვა­ქებთ...
- თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ვა­ფა­სოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ას­პა­რე­ზო­ბა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ ციკ­ლ­ში, თუმ­ცა შე­სა­ფა­სე­ბე­ლი, ალ­ბათ, ბევ­რიც არა­ფე­რია - შე­დე­გი თა­ვის­თა­ვად მეტყ­ვე­ლებს ყვე­ლა­ფერ­ზე...
- დღეს ბევ­რი ლა­პა­რა­კობს იმა­ზე, რომ სა­ქ
არ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა მო­რი­გი შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი ჩა­აგ­დო.

ეს ფაქ­ტია, მაგ­რამ მარ­ტო ასე ზო­გა­დი ლა­პა­რა­კით არ გა­მო­ვა არა­ფე­რი და ეს არც ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თის უკე­თეს ხვა­ლინ­დელ დღეს არ­გებს. მი­ხედ­ვა უნ­და ქარ­თულ ფეხ­ბურთს, სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ხედ­ვა.

მარ­ტო ნაკ­რე­ბით მსჯე­ლო­ბა, რომ ჩა­აც­ვა ფორ­მა და გა­უშ­ვა თა­მაშ­ზე, არ არის საკ­მა­რი­სი. ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი სა­თა­ვეს უფ­რო სიღ­რ­მი­დან იღებს. დღეს ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, რომ ვე­რა­ვის შე­ვა­ქებთ.

ნაკ­რე­ბის­თ­ვის ფეხ­ბურ­თე­ლი სად­მე ხომ უნ­და გა­ი­ზარ­დოს? პირ­ველ რიგ­ში, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას უნ­და მივ­ხე­დოთ. აქამ­დეც უნ­და მიგ­ვე­ხე­და. უნ­და მივ­ხე­დოთ ბავ­შ­ვ­თა ფეხ­ბურთს.

სად თა­მა­შობს დღეს ჩვენ­თან იმ­დე­ნი ბავ­შ­ვი ფეხ­ბურთს, რამ­დე­ნიც თა­მა­შობ­და ად­რე?! ფეხ­ბურ­თი მა­სობ­რი­ვი სპორ­ტია, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო ად­რე ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და...

დღეს მძაფ­რად დგას სტა­დი­ო­ნე­ბის პრობ­ლე­მა. ბევ­რი ბავ­შ­ვი მარ­ტო იმი­ტომ ვერ და­დის ფეხ­ბურ­თ­ზე, რომ სახ­ლ­თან ახ­ლოს არ აქვს სტა­დი­ო­ნი და მშო­ბე­ლი ერი­დე­ბა შორ გზა­ზე მის გაშ­ვე­ბას.

არის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რიც. სტა­დი­ო­ნე­ბი უნ­და გა­კეთ­დეს აუცი­ლებ­ლად, თუ გვინ­და, რომ უკე­თე­სო­ბა იყოს. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, გი­გან­ტუ­რი სტა­დი­ო­ნე­ბი იყოს, ორი-სა­მი­ა­თა­სი­ა­ნი კომ­პ­ლექ­სე­ბიც საკ­მა­რი­სია და ჰქონ­დეს გარ­შე­მო 5-6 სა­ვარ­ჯი­შო მინ­დო­რი, რო­გორც ეს ევ­რო­პა­შია.

აგერ, რა დღე­შია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბი. ეს ხომ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის მო­მა­ვა­ლია?! ფა­რე­რებ­ზე წა­გე­ბა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ყვე­ლას­თ­ვის. მგო­ნი, იქ სულ 15 ბავ­შ­ვი თა­მა­შობს ფეხ­ბურთს, აარ­ჩი­ეს 11 სა­უ­კე­თე­სო და მოგ­ვი­გეს.

ქარ­თულ ფეხ­ბურ­თ­ში ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი და სა­ნამ ეს არ მოხ­დე­ბა, რთუ­ლია რა­მე­ზე ლა­პა­რა­კი. მეს­მის, რომ ნაკ­რე­ბი ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ეს ნაკ­რე­ბი ცალ­კე, ქარ­თუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო მე­ურ­ნე­ო­ბის­გან მოწყ­ვე­ტი­ლად, ხომ ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა?!

არ გვყავს იმ დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი...
- და მა­ინც, ცალ­კე უნ­და გკითხოთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ზე...
- ყვე­ლას მი­მართ დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი. ჩვენ არ გვყავს იმ დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბო­ლომ­დე და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­სა და მოთხოვ­ნებს.

სა­ნაკ­რე­ბო ფეხ­ბურ­თი სულ სხვა დო­ნეა, სხვა მოთხოვ­ნე­ბია, სხვა სიჩ­ქა­რე­ე­ბი... და ამას ყვე­ლა ვხე­დავთ. ასე­ვე ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რა დო­ნის კლუ­ბებ­ში თა­მა­შო­ბენ ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და ძა­ლი­ან ხში­რად იქ ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბებ­ში მოხ­ვედ­რაც უჭირთ.

ეს ხომ შემ­თხ­ვე­ვით არ ხდე­ბა?! კი­დევ ერ­თხელ ვამ­ბობ - ცალ­კე აღე­ბუ­ლი სა­ნაკ­რე­ბო ფეხ­ბურ­თი ვე­რაფ­რ­ით გან­ვი­თ­ა­რ­დე­ბა. ჯერ თუ­ნ­დ­აც კლ­უ­­ბებს სჭირ­დე­ბათ მი­ხედ­ვა.

რამ­დე­ნი მსხვი­ლი კომ­პა­ნიაა დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?! რა მოხ­დე­ბა, ისი­ნი მე­ტად რომ ჩავ­რ­თოთ ჩვენს ფეხ­ბურ­თ­ში, კლუ­ბე­ბი რომ ჩა­ი­ბა­რონ ფი­ნან­სუ­რი კუთხით?! დი­დი რე­ფორ­მე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ად­რე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ყვე­ლაფ­რის წყალ­ში გა­დაყ­რა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? მწვრთნელ­თა სკო­ლა იყო, მსაჯ­თა სკო­ლა იყო... ჩე­მი აზ­რით, ეს დღე­საც ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა.

...ასე არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა
- რას ფიქ­რობთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნელ ვლა­დი­მირ ვა­ის­ზე?
- ვლა­დი­მირ ვა­ის­ზე ვერც კარგს ვიტყ­ვი და ვერც ცუდს. სა­ერ­თოდ ვე­რა­ფერს ვერ ვიტყ­ვი, მაგ­რამ ერ­თი რამ ზუს­ტად ვი­ცი - ის, რაც დღეს ხდე­ბა, ვა­ი­სის ბრა­ლი არ არის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ვა­ი­სამ­დე, მგო­ნი, 15 მწვრთნე­ლი ჰყავ­და და ვე­რა­ვინ და­დო ის შე­დე­გი, რო­მე­ლიც გვინ­დო­და.

რა გა­მო­დის? პრობ­ლე­მა მწვრთნელ­ში კი არა, სა­დღაც სხვა­გა­ნაა. და­მი­ჯე­რეთ, ვა­ი­სი წა­ვა, მო­ვა სხვა და არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა... ჩვენ ამის გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე გვაქვს, ეს წარ­სულ­მა გვას­წავ­ლა.

ალ­ბათ, რა­ღაც არის შე­საც­ვ­ლე­ლი. ორი მი­ლი­ო­ნი რომ მის­ცე დღეს კლუბს, ხვალ აღარ ექ­ნე­ბა ეს ფუ­ლი. ფუ­ლი უნ­და ჩა­ი­დოს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ში - ეს არის გათ­ვ­ლა ხვა­ლინ­დელ დღე­ზე.

- ნუ­თუ, იმის რე­სურ­სი მა­ინც არ გვაქვს, რომ შე­სარ­ჩევ ციკ­ლ­ში ერ­თი თა­მა­ში მო­ვი­გოთ?
- ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან რთუ­ლი რა­მაა. არ არის ისე, რომ მარ­ტო და­ხა­ტო რა­ღაც და­ფა­ზე, გახ­ვი­დე და მო­ი­გო. კი, ყვე­ლა და­ხა­ტავს - შენ აქე­დან ჩა­ა­წო­დე, შენ იქ გა­იხ­სე­ნი, შენ იქ დახ­ვ­დი ბურთს და გა­ი­ტა­ნე... მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს შეს­რუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. არ არის ეს ისე იოლი, რო­გორც შე­იძ­ლე­ბა ერ­თი შე­ხედ­ვით გა­რე­დან ჩან­დეს.

- ერ­თა ლი­გის გა­თა­მა­შე­ბას რო­გორ უყუ­რებთ?
- თა­ვის დრო­ზე თქვა ფრანც ბე­კენ­ბა­უ­ერ­მა - ევ­რო­პა უნ­და და­ი­ყო­სო და ეს ამ გზა­ზე პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია. გვინ­და თუ არა, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ამ­გ­ვა­რი და­ყო­ფა თუნ­დაც დი­დი გუნ­დე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ა­ნაც მი­სა­ღე­ბია.

მა­გა­ლი­თად, ინ­გ­ლი­სის ნაკ­რებ­მა რამ­ხე­ლა მან­ძი­ლი უნ­და გა­ი­ა­როს, ყა­ზა­ხეთ­ში რომ ჩა­ვი­დეს? თა­ვად ვი­ყა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლი და გეტყ­ვით, რომ ძა­ლი­ან ძნე­ლია. მით უმე­ტეს, ურ­თულ­დე­ბა საქ­მე მწვრთნელს ფეხ­ბურ­თე­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის კუთხით... მაგ­რამ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს ჩვე­ნი შან­სია.

- თქვე­ნი აზ­რით, რე­ა­ლუ­რად რა რე­სურ­სი გვაქვს დღეს?
- თუ იქ­ნე­ბა სწო­რი მიდ­გო­მა, თუნ­დაც ამ ახალ სქე­მა­ში, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, კარ­გი გუნ­დი გვყავ­დეს. ვი­ჭი­და­ოთ თუნ­დაც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­ე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

ფაქ­ტე­ბი ყვე­ლა­ფერ­ზე მეტყ­ველ­ებს...
- სულ მინ­დო­და, ეს შე­კითხ­ვა ჩვე­ნი "ოქ­როს თა­ო­ბის" რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის და­მეს­ვა და ახ­ლა ამ შანსს ხე­ლი­დან ვერ გა­ვუშ­ვებ. წა­მით და­ვუშ­ვათ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო თქვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლო­ბი­სას. შეძ­ლებ­დით ევ­რო­პის ან მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვ­ლას?
- მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი თა­ო­ბა არის და­ჩაგ­რუ­ლი თა­ო­ბა. ამა­ზე ცო­ტა ქვე­მოთ ვიტყ­ვი, ჯერ კითხ­ვას ვუ­პა­სუ­ხებ. მა­შინ­დელ­მა "დი­ნა­მომ" მო­უ­გო იმ "ლი­ვერ­პულს", რო­მელ­შიც თა­მა­შობ­და ინ­გ­ლი­სის ნაკ­რე­ბის 7 ფეხ­ბურ­თე­ლი. და­ვა­მა­ტოთ ამას კე­ი­სი, დალ­გ­ლი­ში და სა­უ­ნე­სი.

ჩვენ მო­ვუ­გეთ "ინ­ტერს", თა­ნაბ­რად ვე­თა­მა­შე­ბო­დით "რე­ალს" და ან­გა­რი­შიც მიგ­ვ­ყავ­და "ბა­ი­ერ­ნ­თან" შეხ­ვედ­რა­ში. ეს ის შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა ფაქ­ტე­ბი თა­ვად მეტყ­ვე­ლე­ბს ყვე­ლა­ფერ­ზე...

მაგ­რამ დღეს ჩვე­ნი თა­ო­ბა გა­რი­ყუ­ლია. იმ თა­ო­ბი­დან არა­ვინ მუ­შა­ობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში. სა­შა ჩი­ვა­ძე იყო ახალ­გაზ­რ­დუ­ლის მწვრთნე­ლი. ახ­ლა აღარ არის. ჩი­ვა­ძე­ში ხომ არ ყო­ფი­ლა პრობ­ლე­მა? რა, უკე­თე­სი შე­დე­გი გვაქვს ახ­ლა? 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­ში ვმუ­შა­ობ­დი. თა­მა­ში რა­ტომ წა­ა­გეო. ბავ­შ­ვე­ბი ხან წა­ა­გე­ბენ, ხან მო­ი­გე­ბენ. მთა­ვა­რია, დიდ ნაკ­რებ­ში მი­ვიდ­ნენ მზად.

სა­ერ­თოდ, ქარ­თულ ფეხ­ბურ­თ­ში უნ­და მორ­ჩეს ხე­ლოვ­ნუ­რო­ბა. დღეს ბევ­რია ისე­თი მწვრთნე­ლი, სა­ერ­თოდ რომ არ უთა­მა­შია ფეხ­ბურ­თი, ან და­ბალ დო­ნე­ზე უთა­მა­შია. რა­ღაც ხომ უნ­და უთხ­რას ბავ­შ­ვ­მა მშო­ბელს, ჩემს მწვრთნელს აი, ამ დო­ნე­ზე აქვს ნა­თა­მა­შე­ბიო?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 55 /
საქართველოში თუ გვინდა ფეხბურთი დაბრუნდეს ხალხში და ხალხი ფეხბურთში, მგონია რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებში საერთო ჩემპიონატი უნდა გაკეთდეს და ჩატარდეს,მაშინ ფეხბურთელიც მოინდომებს და ხალხიც მივა სტადიონზე საყურებლად და თავის გუნდის საგულშემატკივროდ, დონეც აიწევს და საინტერესო ჩემპიონატი გამოვა, ამასთანავე დონეც აიწევს.. აი ეს არის ჩემი ოცნება, როგორც გულშემატკივარი..
ო.კ.
20 ოქტომბერი 2017 21:45
3
ამიერკავკასიის ჩემპიონატში ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა? საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მთიანი ყარაბახი, ნახიჭევანი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი?! )) სომხეთის და აზერბაიჯანის გუნდების ურთიერთშეხვედრები სად უნდა გაიმართოს?! ))
aburjga
21 ოქტომბერი 2017 11:56
1
გული მწყდება მარა მაგენმა ფეხბურთი კაი ხანია დაამთავრეს
ოკრის და მჭედლიძეს ეხება
vaso,
20 ოქტომბერი 2017 20:56
1
საქართველოში ძმაკაცობა, პროტექცია
და ა.შ. ყოველთვის იყო, მაგრამ
ტალანტები მაინც არ იკარგებოდნენ.
მიზეზი უფრო გლობალურია და თამაშის წესების უვარგისობიდან
დაწყებული, რეიტინგული სისტემით,
ფიფა-ს უვარგისი მენეჯმენტით
დამთავრებული, ყველაფერი
შესაცვლელია.
1 კომენტარში ყველაფრის ახსნა
ძნელია. უკონკურენტო მონოპოლისტს
არ უნდა რამის შეცვლა და არც
აინტერესებს.
ფუტბოლის განვითარების პროგრამა
დასახვეწია, ის მთავარი აკლია რასაც
საძირკველი ჰქვია.
ვეტერანი
20 ოქტომბერი 2017 20:24
1
სულ მაინტერესებდა და ვნატრობდი რევაზ ძოძუაშვილი დაენიშნათ ნაკრების დამოუკიდებელ(!) მწვრთნელად, კაცი, რომელიც ლატვიაში ერთ დროს პირველ კაცად აღიარეს. არა და არა, ისე ვბერდებით ორივე, ნატვრა ვერ ავიხდინე.
zurab
20 ოქტომბერი 2017 20:05
3
აქ თითქოს ეს ჩემი კითხვა არაფერ შუშია, მაგრამ გულშემატკივრებს გვაინტერესებს მჭედლიძის და ოქრიაშვილის ამბები, რა ხდება, როდისთვის უნდა ველოდოთ მათ მინდორზე გამოცენას?!!!!
aburjga
20 ოქტომბერი 2017 19:55
3
მადლობა ბატონ ვოვას. ყოველთვის კაცი იყო და ყველაფერი კაცურად, სწორად ახსნა. რამდენიც გინდა იმდენი ბავშვია, რომელსაც არ გააჩნია სახსრები ფეხბურთზე და საერთოდ სპორტზე რომ იაროს. ვფიქრობ Yველა მათ უნდა ქონდეს საშუალება გარკვეულ ასაკამდე უფასოდ ივარჯიშოს სანამ შეიძლებოდეს იმის დადგანა გამოვა თუარა მისგან მაღალი დონის ფეხბურთელი თორემ მარტო ფულიანებისაგან მაღალი დონის იმდენი ფეხბურთელი რამდენიც ჭირდება კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად ვერ მოხერხდება. ბევრი ქართველი დიდი ფეხბურთელი ეზოდან მოვიდა დიდ ფეხბურთში. ეს ფუფუნება დღეს არ გვაქვს ამიტომ საჭიროა სახელწიფოს დახმარება ბავშვთა ფეხბურთს.
kaci.
20 ოქტომბერი 2017 19:49
0
პირველ რიგში უღმესი მადლობა ბატონ ვლადიმერს ყველაფერი იმისთვის რაც მას ქართული ფეხბურთისთვის გაუკეთებია. ეს იყო იმ თაობის ერთ-ერთი უღირსშესანიშნავი წარმომადგენელი, რომელმაც ქართულ ფეხბურთს ღირსება დაუბრუნა და ის არნახულ სიმღლეზე აიყვანა. ვოვამ არ გვაგრძნობინა სლავა მეტრეველის წასვლა დინამოდან და ამას მის გარდა ალბათ იმ დროს სხვა ვერავინ ვერ შესძლებდა. მის სტატიაში გამოქვეყნებული მოსაზრებების უმრავლესობას აბსოლუტურად ვეთანხმები.ამასთან ერთად, არც იმ "დინამოს" ფიზიკური მომზადება იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ იგივე დატვირთვით და შემართებით ებრძოლათ სხვა გუნდებთან,როგორც ითამაშეს "ლივერპულთან". უბრალოდ, იმის გამო, რომ მომზადების საბჭოთა სისტემა ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა. რაც გამოჩნდა კიდევაც "ჰამბურგთან" მატჩში. არადა იმ დროის "ლივერპული" თანამედროვე " ბარსელონა"-ს და"რეალს" არაფრით არ ჩამოუვარდებოდა. თუმცა "რეალიც" და "ბავარიაც" "დინამო" (1976-1981) ტექნიკური თვალსაზრისით ვერაფრით ვერ სჯობდა.ეს კარგად გფამოჩნდა უელვას ტურნირზე 1977 წელს. ეს იყო ქართული ფეხბურთის ზეობის წლები.ამასთან ერთად, არ შეიძლება ძირითადად არ დავეთანხმო იმ მოსაზრებებს, რაც ბატონ Fcb8-ს აქვს. რა თქმა უნდა, თუ ქართული ფეხბურთის განვითარება გვინდა.
დათო
20 ოქტომბერი 2017 18:33
2
ის, რომ გუცაევი, ჩივაძე, გაბელია... დღეს ფეხბურთს ჩამოშორებულია დიდი დანაშაულია. ნუთუ X ხარისხოვანი უკრაინელი მწვრთნელების ადგილია ჩვენს გუნდებში და ჩვენივე ვარსკვლავების არა??? "დინამო" ბთ.-ს და "კოლხეთს" რა დღეც უდგას მოწვეული მწვრთნელებით კარგად ჩანს.
tngh
20 ოქტომბერი 2017 18:00
1
როგორც იქნა მოხერხდა სპეციალისტის აზრის მოსმენა ჩვენს ფეხბურთში საჭირბოროტო საკითხებზე, ვთხოვ ჟურნალისტებს გააგრძელონ ასეთი ინტერვიუების გამოქვეყნება, ეს არამარტო გულშემატკივრებს დაანახვებს სწორი კუთხით პრობლემებს, არამედ თვით ჯურნალისტების პროფესიულ დონესაც აწევს. რაც შეეხება ვლადიმერ გუცაევს, ეს ეპოქა იყო ქართულ ფეხბურთში და რომ იმ დროს მივაღწიეთ მაშინდელ უმაღლეს მწვერვებს ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა ვოვას, ასე ვიხსენიებდით მაშინ ბატონ ვლადიმერ გუცაევს. ჯანმრთველობა და დიდხანს სიცოცხლე ვოვას და მის თანაგუნდელებს, რომელთაც იმ დროს ბევრი, უამრავი და უზომო სიხარული განგვაცდევინეს. და როცა ასეთი გამოცდილების ხალხი გვყავს და არ ვასაქმებთ ფეხბურთში, დანაშაულად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ ვოვას და რეზო ძოძუაშვილის ტანდემს შეუძლიათ შექმნან უმაღლესი დონის საფეხბურთო გუნდი.
gizog
20 ოქტომბერი 2017 17:34
3
ბატონო ვლადიმერ,მადლობა ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისთვის გააკეთეთ, მაგრამ თქვენეული მეთოდები და ზოგადად ფეხბურთის განვითარებისადმი ხედვა მოძველდა, თქვენ ვერ განვითარდით, ვერ აყევით განვითარების ტენდენციებს, შესაბამისად ახლებსაც ვერაფერი ასწავლეთ და მაგიტომაც ვართ ასეთ დღეში. თქვენი თაობა ძმაკაცობის და მექრთამეობის მენტალიტეტით გაიზარდა და ეგრეც მუშაობდით როცა გქონდათ ამის საშუალება და ესეც ერთ-ერთი მიზეზია ქართული ფეხბურთის ახლანდელი მდგომარეობის. ახლანდელ ფეხბურთს გაცილებით მეტი პროფესიონალი, თანამედროვე აზროვნებით ჭირდება.
Fcb8
20 ოქტომბერი 2017 17:27
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული