"კარგი თამაში იყო. იყო ბრძოლა. შევხვდით სომხეთის ნაკრებზე ოდნავ სუსტ მეტოქეს. მაღალ პრესინგს ფლანგების მოშიშვლების შიშით მოვერიდეთ.
წუნი ახლაც ბევრი გვქონდა. იდეალურად არ გავრჯილვართ. პირველი გოლი იმიტომ გავუშვით, რომ ბურთის ატანის ნაცვლად უკან გავაკეთეთ გადაცემა. შედეგად, კუთხური მივიღეთ. კუთხურს კი გოლი მოყვა. შეცდომები საკმაოდ გვქონდა. მიუხედავად ამისა, დავინახე ერთიანი გუნდი. ამან გამახარა.
პირველ ტაიმში შეტევა არ გამოგვივიდა, ხოლო მეორეში მეტოქის დაცვაში თავისუფალი ზონები გაჩნდა და იერიშების მიტანა გაგვიადვილდა.
აწი გინდ აგინეთ და გინდ აკოცეთ
მეორეშემადგენლობით ვეთამაშეთ ბელარუს და გამოცნდა, რომ ქართულ ფეხბურთს გარკვეული რესურსი გააჩნია.
მთლიანობაში გასულმა ციკლმა და ჩატარებულმა ამხანაგურმა თამაშებმა თვალნათლივ დაგვანახა: 1. ქართული ფეხბურთის კარგი პერსპექტივები; 2. ვაისის მაღალი კვალიფიკაცია (ამაში ბევრი მომენტი იგულისხმება).
ამ გზით სიარული და ფედერაციის სწორი მუშაობა (ინფრასტრუქტურა, ორგანიზაცია, ბავშვთა ფეხბურთი და სხვა) 4-5 წელიწადში ეფექტური იქნება. უკვე დღეს ჩვენზე მაღალი რეიტინგის გუნდებთან ტოლსწორად ვირჯებით. მომავალში სიამაყის მომგვრელ სერიოზულ შედეგებს ველოდები.