გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ჯგუფში ბოლო შეხვედრა ფრანგ თანატოლებთან ჩაატარეს, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მატჩში ანგარიში ანტოინ ბერნდემ მე-20 წუთზე გახსნა. ქართველებმა გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლეს, 64-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ შეაგდო.
75-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ პენალტიდან ნიკა ნინუამ ვერ გაიტანა.
მოპოვებული ქულა ჩვენი ნაკრებისთვის ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი ჯგუფში 2 ქულით მე-3 ადგილზე
ელიტრაუნდის საგზურები კი საფრანგეთმა და ბოსნიამ მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში გიორგი ყიფიანის შეგირდები ბოსნიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ, ხოლო ანდორასთან ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშეს.
საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა:
გუგეშაშვილი, მალი, ასატიანი, ჟინჯოლავა, ანდრონიკაშვილი, ქოჩორაშვილი, ნინუა,
ქავთარაძე (ზარიძე 90+1), ფურცელაძე, ხარაბაძე, დავითაშვილი (61 კვარაცხელია)
სირცხვილია!!!!!!!!!!!!!!!!!! აკ რომ ზიხარ და კომენტარებს წერ შენ საქართველოსთვის რა გაგიკეთებია ლანძგვის და კრიტიკის მეტი ?? გილოცავთ ბიჭებო მე ვუყურე საპრანგეთთან თამაშს ყოჩაგ მაგრამ პენალიც რომ გაგეტანათ უკეთესი იყო