U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის ჯგუფში ჩარჩა

AutoSharing Option
14 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი გამართა.

გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ჯგუფში ბოლო შეხვედრა ფრანგ თანატოლებთან ჩაატარეს, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩში ანგარიში ანტოინ ბერნდემ მე-20 წუთზე გახსნა. ქართველებმა გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლეს, 64-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ შეაგდო.

75-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ პენალტიდან ნიკა ნინუამ ვერ გაიტანა.

მოპოვებული ქულა ჩვენი ნაკრებისთვის ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი ჯგუფში 2 ქულით მე-3 ადგილზე
დაასრულა.

ელიტრაუნდის საგზურები კი საფრანგეთმა და ბოსნიამ მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში გიორგი ყიფიანის შეგირდები ბოსნიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ, ხოლო ანდორასთან ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშეს.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა:

გუგეშაშვილი, მალი, ასატიანი, ჟინჯოლავა, ანდრონიკაშვილი, ქოჩორაშვილი, ნინუა,
ქავთარაძე (ზარიძე 90+1), ფურცელაძე, ხარაბაძე, დავითაშვილი (61 კვარაცხელია)
მკითხველის კომენტარები / 25 /
ვინც სტატია დაწერა თამაშს უყურე ? მარტო რო ჩავრჩით ეგ დაწერე ამიტომ არ ეშველება ფეხბურთს მწვრთნელები კი არა თქვენ ხართ ნოსაშორებლები ვიცი წაიკითხავ მაგრამ არ დადებ რაც მინდოდა კი გითხარი რაც შეეხება შედეგი არ იკნება სანამ თქვენნაირი გულშემტკივარი ეყოლება და თქვენნაირი კორესპონდენტები
სირცხვილია!!!!!!!!!!!!!!!!!! აკ რომ ზიხარ და კომენტარებს წერ შენ საქართველოსთვის რა გაგიკეთებია ლანძგვის და კრიტიკის მეტი ?? გილოცავთ ბიჭებო მე ვუყურე საპრანგეთთან თამაშს ყოჩაგ მაგრამ პენალიც რომ გაგეტანათ უკეთესი იყო
gggggg
14 ნოემბერი 2017 18:11
12
და რას ულოცავ რო???
moqalaqe
14 ნოემბერი 2017 19:51
2
ხო, გაუჭირდებოდათ რა!!!!!!!!!!!!!!ეხ კობი, კობი........... ნუ გვიკეთებ იგნორირებას ფეხბურთის ქომაგებს. სასწრაფოდ მოგვაშორე ის მწვრთნელები, ვინც შედეგს ვერ დებს, განსაკუთრებით ასაკობრივ ნაკრებებში. სირცხვილია ბოლო, ბოლო. ჩვენც ხალხი ვართ..
gela
14 ნოემბერი 2017 17:59
3
ეჰ... ეს ხალხი კობის კაშიაზე უჩხუბებოდა და რაზეც მართლა საჩხუბარია ის თემა კიდიათ ... მაგაშია საქმე მეგობარო... ფულით გამოძახებები ისევ აღდგა ნაკრებში :)
ვახტანგი
14 ნოემბერი 2017 18:03
4
შეგვეძლო ბოსნიასთვის და ანდორასთვის მოგვეგო ,მაგრამ ყიფიანის არასწორმა საქციელმა დაღუპა ბავშვები.ასე იცის სანაცნობოს დაყენებამ.მარტო დინამო და საბურთალო,სხვა არავინ.შედეგიც სახეზეა.არ უნდა გაეშვათ მაისურაძე ამ ნაკრებიდან.
უჰ.
14 ნოემბერი 2017 18:02
1
უჰ:) ყიფიანზე რომ ვინმე იმას იტყვის ფეხბურთელებს ნაცნობობით არჩევსო მართლა არ ყოფილა საშველი... სულ ამას ვწერ ვისაც არ უნდა ეხებოდეს გამიჯნეთ რა ერთმანეთისგან კრიტიკა და ჭორაობა!!
ირაკლი ჩიქოვანი
14 ნოემბერი 2017 23:27
2
გაოცებული ვარ, ეს როგორ მოუვიდათ :D
Zura
14 ნოემბერი 2017 20:40
1
ეხლა გამოვა კობიაშვილი და იტყვის, რომ სწორი გზით მივდივართ, რაც საფუძველი გახდება მწვრთნელისთვის 7 წლით ხელშეკრულების გაგრძელებისა...
ბერლინელი
14 ნოემბერი 2017 19:50
2
დაუჯერებელია ამბავია:):)
ლაშა
14 ნოემბერი 2017 18:03
1
ტავდასხმელები ცალიან სუსტები იყვნენ დინამოელები..არც გოლი..ვერც საგოლე პასი
ilo
14 ნოემბერი 2017 23:16
1
საფრანგეთთან თამაშს ვუყურე, კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მართლა გასაკვირია, ამ გუნდით ანდორას როგორ ვერ მოუგეს. ისე, ყველაფერში ფედერაციის კრიტიკაც არასწორად მიმაჩნია. მაგალითად, კალათბურთში ბოლო პერიოდში ყველა დონეზე(ეროვნული, ასაკობრივები, გოგონები) კარგი შედეგებია, ფედერაციას მაინც გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. ზოგი იმას აბრალებს, ფაჩულია ფორმაში არ იყო და რატომ ათამაშეს ნაკრებშიო, ზოგი ამბობს, ფედერაციის ხელმძღვანელობა უნდა დალაპარაკებოდა, თვითონ ეთქვა უარიო(ძალიან ამბიციური ფაჩულიას შემთხვევაში ეს ცალკე პრობლემა იქნებოდა). ახლა გავიგე, დეკემბერში არჩევნები ტარდება და ბევრმა მოწინააღმდეგემ წამოყო თავი. მოკლედ, ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი ვიცით და ვაკრიტიკებთ. გვერდში დადგომა, მხარდაჭერა, ჩემპიონატის მატჩებზე სიარული და გულშემატკივრობა არავის უნდა. ფეხბურთზეც, კალათბურთზეც, რაგბიზეც და სხვა სახეობებზე საქართველოს ჩემპიონატზე სიცარიელეა. უფასო შესვლაა და მაინც არავინ ესწრება მატჩებს, შედეგს კი ყველა ითხოვს. ინგლისის დონეს არ ვადარებ, მაგრამ ინგლისის ჩემპიონატის მე-3 ლიგის თამაშებზეც უამრავი მაყურებელია. მოკლედ, მოვუწოდებ სპორტის მოყვარულებს, დაესწარით საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს, უგულშემატკივრეთ და მწვრთნელების და მოთამაშეების პასუხისმგებლობა გაათკეცდება, შედეგიც სხვა იქნება.
კოტე
15 ნოემბერი 2017 11:47
1
პრინციპში, გეთანხმები. გულშემატკივარი იმას ნიშნავს, ნებისმიერ დონეზე რომ გვერდში დაუდგე გუნდს და გაამხნევო. აბა, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონებს სულაც რომ უსტვინო, თავის საქმეს მაინც კარგად გააკეთებენ.
ლევანი
15 ნოემბერი 2017 12:57
0
ვახტანგ პასუხისმგებელი ხართ თქვენს სიტყვებზე?? დაასახელეთ კონკრეტულად რომელ ნაკრებში რომელი ფეხბურთელი მოხვდა ფულით?! ან თქვით არგუმენტები და თუ არ შეგიძლიათ მოეშვით ასე ჰარზე საუბარს ბოლოსდაბოლოს.
ირაკლი ჩიქოვანი
14 ნოემბერი 2017 23:47
2
წაგებაზე როგორც წესი ბევრი კომენტარი და კომენტატორია, ფრეზე მცირდებიან და მოგებაზე ქრებიან- ამით ყველაფეი ნათქვამია:)
ირაკლი ჩიქოვანი
14 ნოემბერი 2017 23:04
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული