ნიკა კვეკვესკირი: მინდა გაგანდოთ ერთი პატარა საიდუმლო ნაკრების შიდა სამზარეულოდან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ტობოლის" ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირთან გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- ჩემი პირადი აზრით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ორი ტაიმის ერთნაირად თანაბრად ჩატარება გვიჭირს. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- თუ გადავხედავთ საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ მატჩებს, მართლაც ცოტა შეხვედრა იყო ისეთი, რომელშიც თანაბრად ჩავატარეთ ორივე ტაიმი. უნდა დაგეთანხმოთ, რომ ეს პრობლემაა.

აქვე, მინდა გაგანდოთ ერთი პატარა საიდუმლო ჩვენი შიდა სამზარეულოდან.

საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი ყველა ჩვენს ფეხბურთელთან ინდივიდუალურად მუშაობს და
ეს ძალიან კარგია.

აქ, ალბათ, მაინც დგას გამოცდილების პრობლემა. ჩვენ ბოლომდე უნდა ვისწავლოთ, როგორ გავაკონტროლოთ თამაში, რომელსაც ვიგებთ; როგორ უნდა გავათანაბროთ ანგარიში, როცა ვაგებთ და ასე შემდეგ. კი, სამუშაო ძალიან ბევრია, მაგრამ ამ ნაკრებს აქვს მომავალი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახეზე გვაქვს თაობების ძალიან კარგი სინთეზი. რაც მთავარია, ყველას ბოლომდე გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა ბედნიერება გვერგო წილად, როცა გვაცვია ნაკრების მაისურა და ჩვენი ვალია, გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი. უკეთეს გუნდში თამაში ვის არ უნდა?!

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგო ასწრებს ნეტავ ყველასთან ინდივიდუალურ მუშაობას!!!?? ნიკას კი აქვს 10 ნომერი ნაკრებში აღებული მაგრამ სულაც არ თამაშობს 10 ნომერს. ძირითადად დაცვაში დარბის (ალბათ ვაისმა დაავალა). 10 ნომერს თუ არ ვცდები შეტევების წამოწყება, გამჭოლი გადაცემების გაკეთება და სისხარტე ახასიათებს. ერთს კიდევ ვიტყვი ვაისი ძალიან თავს არ იკლავს ახალგაზრდების გამოწვრთნაზე ნამეტანი სანერვიულოა (აგერ გეგუჩაძის მაგალითი), თუმცა მემგონი შეუძლია მიეხმაროს ქართულ ფეხბურთს ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში, მაგრამ არა ძველებურად აგრძელებს. ჩამოყალიბებულ მოთამაშესთან ნაკლები სანერვიულო და თავსატეხია და დადიან ასე ნაკრებში კანკავა,გვილია,კაშია,ნავალოვსკი,გრიგალავა და ა.შ. შემცვლელბი კიდევ 21 -იანებში არაბიძე,ტაბიძე,კიტეიშვილი,ბერიძე და ა.შ.
გაბო
17 ნოემბერი 2017 17:45
7
chemi rcheva ikneba rom saertod gavaukmot sakartvelos pexburtis nakrebi, tore tkven bizia glaxaoba gindat tkveni pexburtis pederacianad da mwvrtvelianad da aba chven gvkitxe exla gulshematkivars, rogori nsayurebelia tkveni "vitom pexburti"
sandro
18 ნოემბერი 2017 03:32
4
ასეთი რა გავარჯიშათ ფიზიკაში რო ორ ტაიმს თანაბრად ვერ თამაშობთ
შოკირებული გულშემატკივარი
18 ნოემბერი 2017 14:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული