გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
- ჩემი პირადი აზრით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ორი ტაიმის ერთნაირად თანაბრად ჩატარება გვიჭირს. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- თუ გადავხედავთ საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ მატჩებს, მართლაც ცოტა შეხვედრა იყო ისეთი, რომელშიც თანაბრად ჩავატარეთ ორივე ტაიმი. უნდა დაგეთანხმოთ, რომ ეს პრობლემაა.
აქვე, მინდა გაგანდოთ ერთი პატარა საიდუმლო ჩვენი შიდა სამზარეულოდან.
საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი ყველა ჩვენს ფეხბურთელთან ინდივიდუალურად მუშაობს და
აქ, ალბათ, მაინც დგას გამოცდილების პრობლემა. ჩვენ ბოლომდე უნდა ვისწავლოთ, როგორ გავაკონტროლოთ თამაში, რომელსაც ვიგებთ; როგორ უნდა გავათანაბროთ ანგარიში, როცა ვაგებთ და ასე შემდეგ. კი, სამუშაო ძალიან ბევრია, მაგრამ ამ ნაკრებს აქვს მომავალი.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახეზე გვაქვს თაობების ძალიან კარგი სინთეზი. რაც მთავარია, ყველას ბოლომდე გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა ბედნიერება გვერგო წილად, როცა გვაცვია ნაკრების მაისურა და ჩვენი ვალია, გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი. უკეთეს გუნდში თამაში ვის არ უნდა?!
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე