ვლადიმირ ვაისი: ამ საკითხში ქართული კლუბები აზერბაიჯანულთან ახლოსაც ვერ მივლენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა azerisport.com-ის კორესპონდენტის კითხვებს უპასუხა.

- 2 თებერვალს თქვენი გუნდი აზერბაიჯანის ნაკრებს შეხვდება. რა იცით ჩვენი ფეხბურთის შესახებ?
- ფეხბურთი აზერბაიჯანში აღორძინების გზაზეა. პირველ რიგში, საკლუბო დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებმა გასულ შესარჩევ ეტაპზე ცუდი შედეგი აჩვენა. კარგი პირობები გაქვთ პროგრესისთვის. კარგი ინფრასტრუქტურაა. აზერბაიჯანის ჩემპიონატში არცთუ ცოტა ლეგიონერია. არის "ყარაბაღი", რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ითამაშა. ვფიქრობ, ერთა ლიგა კარგი შანსია, როგორც თქვენთვის, ისე ჩვენთვის, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოვხვდეთ.

- ჩვენი ქვეყნები ერთმანეთს რომ შევადაროთ,
სად არის უფრო მაღალი დონე?

- რთულია პარალელის გავლება. საკლუბო დონეზე აზერბაიჯანული ფეხბურთი უფრო წინაა. თუნდაც იმიტომ, რომ ფინანსურ საკითხში თქვენთან უფრო კარგი პირობებია. ამ საკითხში ქართული კლუბები ახლოსაც ვერ მივლენ აზერბაიჯანულთან. გაქვთ ბრწყინვალე ოლიმპიური სტადიონი, მაგრამ ჩვენც კარგი სტადიონი გვაქვს.

- და ნაკრებები რომ შევადაროთ?
- მოცემულ მომენტში, ძალები თანაბარია. ამხანაგური მატჩი გველის და ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საბრძოლო არ იქნება. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ მატჩისთვის შესაბამისი დრო არ არის. ყველა ჩვენი ლეგიონერი საზღვარგარეთ გამოდის. მათ მოწვევები გავუგზავნეთ, მაგრამ სავარაუდოდ, ბევრს არ გამოუშვებენ.

- ამ შემთხვევაში სჭირდება თუ არა ეს მატჩი საქართველოს?
- და აზერბაიჯანს სჭირდება?

- ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელმაც გუნდი ახლოს უნდა გაიცნოს და ლეგიონერებიც არ გვყავს ბევრი. ყურბან ყურბანოვს განსაკუთრებული პრობლემები არ აქვს ფეხბურთელების ასარჩევად...
- ჩვენ კი შემადგენლობის ნახევარი სავარაუდოდ, არ გვეყოლება, რადგან კლუბები არ გამოუშვებენ. ასეთ შემთხვევაში ძირითადი ფეხბურთელების ნაწილი ახალგაზრდა ფეხბურთელებით შეიცვლება, რომლებსაც თავის გამოჩენის შანსი ექნებათ.

- რას გეუბნებათ ყურბან ყურბანოვის სახელი?
- მის კარიერას თვალს ვადევნებ. ის კარგი ფეხბურთელი იყო და ახლა კარგი მწვრთნელი გახდა. მასზე არჩევანის გაკეთება კარგი გადაწყვეტილება იყო. ნაკრები 6 წლით რომ ჩააბარეთ, ესეც სწორი გადაწყვეტილებაა. მას საკმარისი დრო ექნება, რომ თავისი ფილოსოფია დანერგოს. ის ამბიციური მწვრთნელია, რომელმაც საკლუბო დონეზე გამოიჩინა თავი. მას იმავეს გაკეთებას სანაკრებო დონეზეც ვუსურვებ.

- აზერბაიჯანსა და საქართველოს უკვე დიდი ხანია სანაკრებო დონეზე არ უთამაშიათ ერთმანეთში. გეოგრაფიული მეზობლების დუელს პრინციპული ხასიათი თუ ექნება?
- მატჩი ნეიტრალურ ქვეყანაში, გულშემატკივრების გარეშე გაიმართება. თანაც, ის ამხანაგური იქნება. რა თქმა უნდა, ყურბანოვს თავისი ახალი გზის დაწყება აზერბაიჯანის ნაკრებში კარგი შედეგით სურს, მაგრამ ამ მატჩში მეც მექნება ჩემი მიზნები და მათ შორის, მოგების სურვილი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეხ ვაის, როგორ უბერავ ტყიბულის "პარაოზივით"!!!
ბურთი და მოედანი
16:48 12-12-2017
9
ეს ვინაა?
რას გეუბნებათ ყურბან ყურბანოვის სახელი?
10:00 13-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული