რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ,
აზროვნების აკადემიის ინიციატივით, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე წიგნის სახლში ფეხბურთის გულშემატკივრებთან შეხვედრის ფარგლებში, სანაკრებო თემაზე თავისი აზრი დააფიქსირა.

"დღეს ჩვენი პრობლემების ნაწილი არის ობიექტური - ფეხბურთელი თუ არ გვყავს, მწვრთნელი პაპა კარლო არ არის, რომ ის გამოთალოს. შესაძლოა, კარგი მწვრთნელის ხელში მან ოდნავ მოუმატოს, მაგრამ ყველას თავისი მაქსიმუმი აქვს, რომლის იქითაც ვერ წავა.

მაგრამ ჩვენ არ გვყავს ისეთი სუსტი გუნდი და ფეხბურთელები, ამ ჯგუფში რომ ვერაფერი გაგვეკეთებინა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ სფფ-ში
აღარ ვარ და არც ახლანდელების ბოსტანში ვყრი კენჭებს, არც ვაისზე ვამბობ ცუდს.

თუმცა ჩვენ ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა. ახლა ვიღაც მეტყვის - კარგია, როცა ფედერაციაში აღარ ხარ და ასე ლაპარაკობო. მაგრამ გარედანაც ასე ვლაპარაკობ და შიგნიდანაც ასე ვიტყოდი. თუმცა იმავეს ქეცბაიას ვერ ვეტყოდი მაშინ, როცა ესპანეთთან ვიყავით ჯგუფში", - განაცხადა არველაძემ.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 22 /
ფეხბურთი რომ ბევრზე კარგად იცი და გესმის ამაში დარწმუნებული ვარ, ეტყობა რაღაც სხვა მიზეზი უნდა არსებობდეს მსგავსი სულელური განცხადებისა. და ვინ გყვავს? ყველაზე ძლიერი ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიის (საშუალო ევროპული ჩემპიონატი) საშუალო დონის გუნდში (რომელიც ვერც ევროპაში და ვერც ჰოლანდიაში რბილად რომ ვთქვათ ვერ ბრწყინავს). გყვავს მლს (რა არის ჯერ თვითონ ამერიკელებმაც არ იცინ) საშუალოზე დაბალი დონის გუნდის ფეხბურთელი, გყვავს მოსკოვის სპარტაკში ვერ მოთამაშე , გყვავს რუსეთის (ასევე ევროპული საშუალოზე დაბალი ჩემპიონატი) საშუალოზე დაბალ კლუბებში (და ზოგი იქაც ვერ ხვდება ძირითადში), გყვავს უკრაინაში, თურქეთში, დანიაში, ესპანეთის მეორე ლიგაში მოთამაშე (მეორე ეშელონის ქვეყნების ჩემპიონატში) იქაც სასტავში ვერ მოხვედრილი ფეხბურთელები. აი რომელ სიძლიერეზეა საუბარი? კრასნოდარის, ტოსნოს, კრილიას ან კიდევ სხვა გაუგებარი კლუბის ფეხბურთელი როგორ შეებრძოლება რეალის, არსენალის, ჩელსის, ან პრემიერლიგის კლუბებში მოთამაშე უელსელებს, ირლანდიელებს ან სერბებს? აი მსგავსი სისულელის შენ თვითონ თუ გჯერა? სადაც გავედით ისიც ზედმეტი იყო მგონი.
dadu
13 დეკემბერი 2017 15:44
3
რატომა არის საქართველო ასე გათითოკაცებული,რატომ არის რომ ქართველები საერთო, სახელმწიფოებრივ საქმეებზე მხოლოდ სუფრაზე იცემენ მჯიღს და სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი ეგოისტური საქმის კეთებით არიან დაკავებული,რატომ არის რომ ქვეყანას კლანები მართავენ.თუ მმართველი კლანის წევრი არ ხარ,შეგიძლია ჩათვალო რომ ეს ქვეყანა შენი არაა,რომ მონა ხარ ამ კლანების საკუთარ სამშობლოში.ეხლაც არველაძეების კლანს კალაძის კლანმა აჯობა,ალბათ დროებით,მერე ისევ ესენი გაიმარჯვებენ,მერე ისევ ისინი და ასე შემდეგ
დათო
13 დეკემბერი 2017 16:38
1
ბატონო რევაზ, თქვენი ფეხბურთელობის დროს რამდენჯერ გქონდათ შანსი, თუნდაც პლეიოფისთვის გებრძოლად? რომ, შევადარო ეხლანდელი ნაკრები და თქვენი დროინდელი, თქვენი დროის ნაკრებს ძალიან, კიდევ უფრო ძალიან წინ დავაყენებ, შემსრულებლების დონით ნებისმიერ სათამაშო ადგილზე. თქვენ რატომ ვერ შეძელით?
დათო
13 დეკემბერი 2017 15:32
1
ფეხბურთის ფედერაციის ფული გადაურიცხეთ მძლეოსნობის და რაგბის ფედერაციებს!! გამოიყვანეთ რაგბის მეორე ნაკრები და ათამაშეთ ფეხბურთი!! ირლანდიელებზე უკეთესად ითამაშებენ!! შორსაც დარტყამენ და გაქცევითაც გაიქცევიან!! რევაზს კი ვეტყვი ერთს: " ჩხუბის დამთავრების მერე, მუშტებს აღარ იქნევენ"!!
ნევილი
13 დეკემბერი 2017 17:37
2
სალაპარაკოდ რა ადვილია ყველაფერი ...
Emre
14 დეკემბერი 2017 12:09
1
ვაი რომ სწორედ გავიგეთ ყველამ და ვაი რომ იქაც არ არის ჩვენი ადგილი სადაც გავედით. ვისთვის უნდა გვეჯობნა? ჩვენს წინ ავსტრია გავიდა (10 ქულით ჩვენზე მეტი აიღო) და მარტო ერთი ფეხბურთელი ღირს იმდენი რამდენიც საქართველოში თავისი არსებობს მანძილზე დაუხარჯავს ფეხბურთს. იმის წინ უელსი გავიდა პრემიერლიგა გამოტენილია უელსელი ფეხბურთელებით, მთავარზე აღარ ვსაუბრობ. მათ წინ ირლანდია გავიდა ასევე პრემიერლიგის წამყვანი და საშუალო კლუბების ფეხბურთელებით გამოტენილი. ნუ სერბეთზე ხო აღარ ვსაუბრობ. ცოტა გაგვიმართლა საერთოდ რო არ შევრცხვით და მოლდოვასთან რო არ წავაგეთ. რა უკეთეს შედეგებზე ვსაუბრობთ? იმ ხუთი შემთხვევითი ფრისთვისაც მადლობლები ვიყოთ ღმერთის თორე შემდეგ შესარჩევზე იმის თვლა არ მოგვიწიოს რამდენჯერ გამოვცდით ჩვენს საჯარიმოს.
givia
13 დეკემბერი 2017 23:19
2
კარგად დაუკვირდით სანამ რაჰაცას დაცერთ,კაცი იზახის რო კი არ უნდა გავსულიყავით უფრო მეტის გაკეტება და უფრო მეტი შეილებოდა ამ გუნდით და ამ ჯგუშიო ,,,,,
dato
13 დეკემბერი 2017 16:20
8
მართალია
nika
13 დეკემბერი 2017 16:29
5
სამივე ძმა ფარისევლები არიან!!!
ორთაჭლელი
13 დეკემბერი 2017 15:58
5
ფარისევლები და ფაროსანები.
zas.
13 დეკემბერი 2017 20:08
2
ბებიაჩემს რო ასო ქონოდა პაპაჩემი იქნებოდაო,
kola
13 დეკემბერი 2017 17:11
1
რაა რევაზ სულ არ გრცხვენია ამას, რომ ამბობ.

ახლანდელი საქართველოს ნაკრებით ამ შემადგენლობით გინდათ ირლანდიის დამარცხება და კიდევ სხვა გუნდების? ერთი თქვენი თაობა გავიდა პლეიოფში და მეორე ესენი გავიდოდნენ.
დათო
14 დეკემბერი 2017 10:16
1
რეზოს თაობამ ხომ ივარსკვლავა საქართველოს სადიდებლად
მურთაზი
13 დეკემბერი 2017 20:36
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული