კალათები შემდეგნაირადაა გადანაწილებული:
I კალათა: საქართველო, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მაკედონია
II კალათა: სომხეთი, ლატვია, ფარერების კუნძულები, ლუქსემბურგი
III კალათა: ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა
IV კალათა: ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი
შესაბამისად, წინასწარ ცნობილია, რომ ჯგუფში აზერბაიჯანი, ბელორუსი და მაკედონია ვერ შეგვხვდება.
საქართველოსთვის ყველაზე მარტივი ჯგუფი: ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი.
ასეთი ჯგუფი მხოლოდ იმისთვის არის კარგი, რომ ნაკრების ბევრი გოლი ვიხილოთ. თუმცა
საქართველოს ნაკრების ზოგადი მონაცემები დღეს ასეთია:
- ფიფას რეიტინგში: 104-ე ადგილი
- ნაკრების სრული ღირებულება: 28.23 მილიონი ევრო
- რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
- საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-3 ადგილი 1996 წელს
- ნაკრების ვარსკვლავი: თორნიკე ოქრიაშვილი
- ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: საბა კვირკველია ("ლოკომოტივი", 5.8 მილიონი ევრო)
უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში დაიწყება. ფინალური ეტაპის წილისყრა კი 2018 წლის დეკემბერში გაიმართება.
გთავაზობთ ჩვენი ყველა სავარაუდო მეტოქის მონაცემებს:
სომხეთი
- ფიფას რეიტინგში: 90-ე ადგილი
- ნაკრების სრული ღირებულება: 42.10 მილიონი ევრო
- რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
- საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-3 ადგილი 2012 წელს
- ნაკრების ვარსკვლავი: ჰენრიხ მხითარიანი
- ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ჰენრიხ მხითარიანი ("მანჩესტერ იუნაიტედი", 35 მილიონი ევრო)
ლატვია
- ფიფას რეიტინგში: 131-ე ადგილი
- ნაკრების სრული ღირებულება: 5.88 მილიონი ევრო
- რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
- საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-2 ადგილი 2004 წელს, მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატზეც
- ნაკრების ვარსკვლავი: ანდრის ვანინსი
- ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: კარპას დუბრა (რფს, 700 000 ევრო)
ფარერების კუნძულები
- ფიფას რეიტინგში: 95-ე ადგილი
- ნაკრების სრული ღირებულება: 2.55 მილიონი ევრო
- რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 7
- საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-5 ადგილი 1996 და 2016 წლებში
- ნაკრების ვარსკვლავი: იოჰან ედმუნდსონი
- ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: იოჰან ედმუნდსონი ("ოდენსე", 600 000 ევრო)
ლუქსემბურგი
- ფიფას რეიტინგში: 84-ე ადგილი
- ნაკრების სრული ღირებულება: 5.75 მილიონი ევრო
- რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 14
- საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: 1/4-ფინალი 1964 წელს
- ნაკრების ვარსკვლავი: ლორან ჟანი
- ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ლორან ჟანი ("ვასლანდ-ბევერენი", 1.2 მილიონი ევრო)
ყაზახეთი
- ფიფას რეიტინგში: 136-ე ადგილი
- ნაკრების სრული ღირებულება: 15.75 მილიონი ევრო
- რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 3
- საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-5 ადგილი 2016 წელს
- ნაკრების ვარსკვლავი: იური ლოგვინენკო
- ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ბაურჟან ისლამჰანი ("კაირათი", 1.8 მილიონი ევრო)
მოლდოვა
- ფიფას რეიტინგში: 166-ე ადგილი
- ნაკრების სრული ღირებულება: 9.63 მილიონი ევრო
- რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
- საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-4 ადგილი 1996 წელს
- ნაკრების ვარსკვლავი: ალექსანდუ ეპურიანო
- ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ალექსანდრუ ეპურიანუ ("ბაკაკშეხირი", 3.75 მილიონი ევრო)
ლიხტენშტეინი
- ფიფას რეიტინგში: 187-ე ადგილი
- ნაკრების სრული ღირებულება: 3.98 მილიონი ევრო
- რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 6
- საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში: მე-5 ადგილი 2016 წელს
- ნაკრების ვარსკვლავი: მარსელ ბიუხელი
- ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: მარსელ ბიუხელი ("ვერონა", 1.5 მილიონი ევრო)
მალტა
- ფიფას რეიტინგში: 181-ე ადგილი
- ნაკრების სრული ღირებულება: 4.8 მილიონი ევრო
- რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 11
- ნაკრების ვარსკვლავი: ანდრე შემბრი
- ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ანდრე შემბრი ("ბოავისტა", 1 მილიონი ევრო)
ანდორა
- ფიფას რეიტინგში: 139-ე ადგილი
- ნაკრების სრული ღირებულება: 1.7 მილიონი ევრო
- რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 5
- ნაკრების ვარსკვლავი: მარკ ვალესი
- ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: მაქს ლოვერა ("ლეიდა", 200 000 ევრო)
კოსოვო
- ფიფას რეიტინგში: 174-ე ადგილი
- ნაკრების სრული ღირებულება: 19.15 მილიონი ევრო
- რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 0
- ნაკრების ვარსკვლავი: ვალონ ბერიშა
- ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: მილოტ რაშიცა ("ვიტესი", 5 მილიონი ევრო)
სან-მარინო
- ფიფას რეიტინგში: 204-ე ადგილი
- ნაკრების სრული ღირებულება: 590 000 ევრო
- რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 7
- ნაკრების ვარსკვლავი: ალდო სიმონჩინი
- ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ფილიპო ბერარდი ("იუვე სტაბია", 75 000 ევრო)
გიბრალტარი
- ფიფას რეიტინგში: 206-ე ადგილი
- ნაკრების სრული ღირებულება: 470 000 ევრო
- რამდენჯერ აქვს მიღებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა: 1
- ნაკრების ვარსკვლავი: ლიამ უოლკერი
- ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი: ლიამ უოლკერი ("ნოტს ქაუნთი", 100 000 ევრო)
----------------------------------------------------------
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, ანუ D ჯგუფის 4 საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს და საგზურის მფლობელს გაარკვევს.